,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს’’

access_time2017-10-11 15:32:36

,,სააგენტოს შემოსავლები და ვალდებულებები არის დენომინირებული ლარში, შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება უცხოურ ვალუტაში ინვესტირება’’

 

2018 წლის პირველი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უნდა ამოქმედდეს. მთავრობის დადგენილებით იქმნება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, რომელსაც საპენსიო რეფორმის სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი უხელმძღვანელებს.

 

– რა არის ის მთავარი მიზნები და ამოცანები რის გამოც დაზღვევის სააგენტო იქმნება და მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების შედეგად, საჭიროა ეს სისტემა ამოქმედდეს. გარდა ამ ვალდებულების შესრულებისა, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი მსგავსი რეფორმის განხორციელება?

 

-პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ფინანსური სტაბილურობის დამატებით განმტკიცება არის ამ სისტემის შემოღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. დღევანდელ დღეს ეს სისტემა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. ამ სისტემის მნიშვნელობა კი დღითიდღე იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნების რიცხვი სადაც ეს სისტემა მოქმედებს გაიზარდა 84 დან 125-მდე. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი კომპონენტი იყო გასააქტიურებელი იმისთვის, რომ დეპოზიტორები იყვნენ დაცული და მეორე მხრივ მთლიანად სისტემა იყოს დაცული. რა ხდება როდესაც საბანკო კრიზისი დგება ქვეყანაში? როდესაც ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა აქვს, მოქალაქეები პანიკური შიშის საფუძველზე იწყებენ ბანკიდან თანხის გადინებას. ამ პროცესებმა შეიძლება სისტემური ხასიათი მიიღოს და მცირე ბანკში დაწყებულმა კრიზისმა, შესაძლოა გადაინაცვლოს სხვა უფრო მსხვილ ბანკში. სწორედ იმისთვის იქმნება ეს სისტემა, რომ მოქალაქეებს შიშის საფუძველი არ ჰქონდეთ.

 

– სისტემის შემოღების შემდეგ რა შეიცვლება საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის და დეპოზიტორებისთვის?

 

-ეს სისტემა ვრცელდება ფიზიკური პირების დეპოზიტებზე. იურიდიული პირები 2020 წლიდან დაემატება, ვინაიდან ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა და დირექტივა. ნებისმიერ ბანკში მოქალაქეს 5 ათას ლარიანი დეპოზიტი ექნება დაზღვეული. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს რამოდენიმე ბანკში აქვს თავისი დეპოზიტები გადანაწილებული, შესაბამისად იმდენჯერ 5 ათასი ლარი იქნება დაზღვეული. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ჩემი აზრით ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს მათზე, მოსაკრებელი, რაც კანონით დაუწესდათ ბანკებს შეადგენს ყოველთვიური გადასახადს 0.067% ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე. დღესდღეობით ძალიან ძლიერი მაჩვენებლით გამოირჩევა საბანკო სექტორი, რაც კარგია ქართული ეკონომიკისთვის. ვვარაუდობთ, რომ 2018 წლისთვის მთლიან საბანკო სექტორს 12 მილიონი ლარი ექნება გადასახდელი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში. საბანკო სექტორი ძლიერი სტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა ეს რეფორმა ქვეყანაში სწორედ იმ მომენტში უნდა განხორციელდეს, როდესაც არანაირი რისკები არ არსებობს საბანკო სისტემაში. შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ საბანკო სისტემებს და ვნახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საბანკო რეგულაციები გაძლიერდა, არაერთი ბანკის გაკოტრება მოხდა. სწორედ მსგავსი სისტემის არსებობამ მოახდინა სიტუაციის გამოსწორება საბანკო სისტემაში.

 

– რაც შეეხება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, რა იქნება მთავარი შემოსავლის წყაროები და, ასევე, როგორ მოახდენს ფონდში აკუმულირებული სახსრების შემდგომ ინვესტირებას?

 

-ყოველთვიური მოსაკრებლის გადახდის ფონზე, ფონდში შემოდის თანხები და თავისთავად მცირე ნაწილი იხარჯება ადმინისტრაციულ საკითხებზე, დანარჩენი ინვესტირდება სხვადასხვა აქტივებში. საინვესტიციო მიმართულებით ეს პარამეტრები კანონში არის გაწერილი და იდენტიფიცირებულია კლასის აქტივები, სადაც შეიძლება სააგენტომ განათავსოს ეს თანხები. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი განთავსებები იყოს მაღალ ლიკვიდურ აქტივებში. როგორც ცნობილია, კანონის თანახმად, სააგენტოს 20 დღის ვადაში ევალება, რომ ნებისმიერ დეპოზიტარს აუნაზღაუროს თანხა, ლიმიტის ფარგლებში რაც არის დაწესებული. თავდაპირველად ვფიქრობთ, რომ ამ თანხების ინვესტირება მოხდება სახელმწიფო ობლიგაციებში და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. სააგენტოს შემოსავლები და ვალდებულებები არის დენომინირებული ლარში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვჭირდება უცხოურ ვალუტაში ინვესტირება.

 

– არსებობს მოსაზრება, რომ ეს სააგენტო ვერ შეასრულებს იმ ფუნქცია-მოვალეობებს რაც კანონით არის გაწერილი. რას უპასუხებთ ასეთ არგუმენტებს?

 

-ძალიან სამწუხაროა ასეთი არაკომპეტენტური მოსაზრებების მოსმენა. სააგენტოს ექნება თავისი შემოსავლის წყაროები, რომელიც ყოველთვიურად იზრდება და აკუმულირდება სხვადასხვა აქტივებში. კრიზისის შემთხვევაში სააგენტოს ექნება დამატებითი სახსრების მოზიდვის საშუალებაც. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ზემოთხსენებული არგუმენტები არასწორია.

 

 

bfm.ge



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...


მსგავსი სიახლეები