„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის მონაწილეები ეროვნულ მუზეუმში შეიკრიბნენ

access_time2017-10-11 07:44:20

ეროვნულ მუზეუმში პროექტ „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის ორგანიზატორებმა შუალედური  შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს. 

 

პროექტის მიზანია, რომ საქართველოში ბიზნესის  კეთების პოპულარიზაციას   მოხდეს, შესაბამისად,  „ბიზნესდაჯილდოების  მთავარი სლოგანია  #გააზიარეწარმატება.  ამ  ჰეშთეგით  მონაწილე  კომპანიები სოციალურ ქსელსა და მედიაში საკუთარი წარმატების ისტორიებს უზიარებენ მთელს საქართველოს.

 

პროექტში  წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა.  მონაწილეები  7  ნომინაციაში  შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 

  • წლის სტარტაპერი - 233 კომპანია
  • წლის მცირე ბიზნესი - 230 კომპანია
  • წლის ბიზნესი - 152 კომპანია
  • წლის ინოვაციური ბიზნესი - 142 კომპანია
  • წლის ქართული პროდუქტი - 132 კომპანია
  • წლის ტურისტული ბიზნესი - 95 კომპანია
  • წლის აგრობიზნესი - 42 კომპანია

 

დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ბიზნესდაჯილდოების ფეისბუქის გვერდიდან  ბიზნეს დაჯილდოება • business award შეგიძლიათ მიიღოთ, ასევე კომპანიების შესახებ სტატიები ქვეყნდება ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge .

 


დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა - თითოეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას  პროექტის ორგანიზატორები, თიბისი ბანკი და ჯეოსელი განახორციელებენ.

 

გამარჯვებული კომპანიები დეკემბერში დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე დასახელდება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, ხმის მიცემა კი,  ნოემბერში დაიწყება.

 

დეკემბერში გაიხსნება, ასევე, ახალი სივრცე ბიზნესისთვის - თიბისი ბანკის  ახალი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად.  ეს იქნება საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე, კონფერენციების, ფორუმების  და პრეზენტაციების ორგანიზება. აქ ჩატარდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რომელიც  სპეციალურად ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებზეა მორგებული.

 

 

 



ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა — პროექტის ღირებულება 2,9 მლნ ლარია

person access_time2018-01-21 10:00:39
თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან...

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

person access_time2018-01-20 17:00:13
კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის...

869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...


მსგავსი სიახლეები