მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ ისხნება

access_time2017-10-11 07:21:09

 

12 ოქტომბერს, 14 :00 სთ–ზე, აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიაში( მისამართი: მერაბ კოსტავას 59)  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" გახსნასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება. ფესტივალი "Check in Georgia" ფარგლებში ტარდება.

 

როგორც თუმანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ფესტივალის პროგრამა, რომელიც წელსაც გამოირჩევა მრავალფეროვნებით.  ერთი თვის განმავლობაში თბილისელ მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს გერმანიიდან, იაპონიიდან, ფინეთიდან,  რუსეთიდან,ისრაელიდან. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება  საშა ვალცის, კალე ნიოს, კომპანიის „სანკაი ჯუკუ“ საუკეთესო დადგმები .

 

 

ფესტივალის საზიმო გახსნა

 

15 ოქტომბერს, 20:00, აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიაში  ( მისამართი: მერაბ კოსტავას 59)საზეიმოდ გაიხსნება  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი  „საჩუქარი“ რომელიც წელს თავის მეოცე  იუბილეს ზეიმობს. ფესტივალს გახსნის  ლაშა კუპრაშვილის პერსონალური  ფოტო-გამოფენა, რომელიც ხელოვანმა ფესტივალის იუბილეს მიუძღვნა. ამავე დღეს იქნება შოთა კალანდაძის კინო-ლექსების ჩვენება, რომელიც შეიქმნა ფესტივალის“საჩუქარი“ შთაბეჭდილებით. ტრადიციულად გაიმართება  მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“ .

 

 

. უშიო ამაგაცუ -იაპონელი ქორეოგრაფი

. ქეთი დოლიძე - ფესტივალი საჩუქარის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი

 

 

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი   

 

„საჩუქარი“პროგრამა

 

15 ოქტომბერი-12 ნოემბერი

 

15ოქტომბერი ფესტივალის საზეიმო გახსნა

 

15 ოქტომბერი, 20:00

 

„ფესტივალი საჩუქარი 20 წლისაა“

 

ლაშა კუპრაშვილის პერსონალური ფოტო-გამოფენა

შოთა კალანდაძის კინო-ლექსების ჩვენება

მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება

აბრეშუმის ფაბრიკის სტუდია

მერაბ კოსტავას 59, თბილისი

 

 

 

18 ოქტომბერი, 25 ოქტომბერი, 20:00

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

 

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

 

ახალგაზრდა ქართველ ხელოვანთა ჯგუფი

დავით აღმაშენებლის 164, თბილისი

 

 

 

18 ოქტომბერი, 20;00

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

უილიამ შექსპირი

„მეფე ლირი“

რეჟისორი ზურაბ გეწაძე

დავით აღმაშენებლის 164, თბილისი

 

 

19 ოქტომბერი, 16:00

თიბისი გალერეა

საფესტივალო შეხვედრები/ღია სახელოსნო

ფილიფ ვინსანტის და ოლვინ პრიჩარდის საერთაშორისო პროექტის

"K. ოპუსი 1 ქორწინება" პრეზენტაცია

საფრანგეთი/ნორვეგია

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 7, თბილისი

 

 

 

20 ოქტომბერი, 16:00

თიბისი გალერეა

შხვედრა მასიმო მანჩინისთან, სარდინიის ნაციონალური თეატრის

გენერალურ დირექტორთან

კალიარი/იტალია

პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 7, თბილისი

 

 

20,21 ოქტომბერი, 20:00

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით

 საქართველო გერმანიის საიუბილეო წლის (2017) ფარგლებში

 საშა ვალცი და სტუმრები (გერმანია)

 

CONTINU

 

რეჟოსორი საშა ვალცი

შოთა რუსთაველის გამზირი 25, თბილისი

 

 

 

 

 

22 ოქტომბერი, 20:00

თეატრი ათონელზე

გრანოვსკის თეატრი-ლაბორატორია/იგორ პეხოვიჩის მონოსპეტქკლი

იოსებ ბროდსკის პოეზიის მიხედვით

„საუკუნე მალე დასრულდება“

გიორგი ათონელის ქუჩა 31, თბილისი

 

 

 

25 ოქტომბერი, 20:00

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

„მართლა“

რეჟისორი მანანა მენაბდე

დავით აღმაშენებლის 164, თბილისი

 

 

 

29 ოქტომბერი, 20:00

რუსთაველის თეატრი

კომპანია „სანკაი ჯუკუ“

„კუმკუატის მარცვალი“

ტოკიო /იაპონია

 

შოთა რუსთაველის გამზირი 17, თბილისი

 

 

 

31 ოქტომბერი, 20:00

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი

ალექს ჩიღვინიძე

 

„სიკვდილის დღის საჩუქარი“

 

რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე

დავით აღმაშენებლის 164, თბილისი

 

 

 

2 ნოემბერი,20:00

თეატრი ათონელზე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

 

„ვეფხვი“

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე

გიორგი ათონელის ქუჩა 31, თბილისი

 

 

 

3,4 ნოემბერი, 20:00

მარჯანიშვილის თეატრი

საფესტივალო თეატრი „ბალტიური სახლი“

ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით , პიესის ავტორი ელენა გრემინა

 

„ანა კარენინა“

 

რეჟისორი -ალექსანდრე გალიბინი

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 8, თბილისი

 

 

 

4 ნოემბერი 18:00

თეატრი ათონელზე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით

 

„სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!

 

გიორგი ათონელის ქუჩა 31, თბილისი

 

 

 

7,8 ნოემბერი, 18:00სთ

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

ხელნაკეთი  ნივთების  გამოფენა

დავით აღმაშენებლის 164, თბილისი

 

 

 

7,8 ნოემბერი,20:00

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

თეატრალური დასი AYIT

ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილების მიხედვით“

B POLAR

ბეერ-შევა/ისრაელი

რეჟისორი იოავ მიქაელი

დავით აღმაშენებლის 164, თბილისი

 

 

 

10 ნოემბერი, 14:00

აბრეშუმის ფაბრიკის სტუდია

ანიმაციური ფილმი

 

„ღამეული ზმანებანი“

 

რეჟისორი ტომ გრეჰემ ადრიანი

ლონდონი/დიდი ბრიტანეთი

ანიმაციური პროექტის  DISCOVER GEORGIA პრეზენტაცია

დასწრება თავისუფალია

პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით

გიორგი ათონელის ქუჩა 31, თბილისი

 

 

 

10,11 ნოემბერი, 20:00

მარჯანიშვილის თეატრი

ვიზუალური თეატრი /თანამედროვე ცირკი WHS

Lähtö/განშორება

ჰელსინკი/ფინეთი

რეჟისორი კალე ნიო

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 8, თბილისი

 

 

 

 

12 ნოემბერი, 19:35

აბრეშუმის ფაბრიკის სტუდია

პირდაპირი ტრანსლიაცია რადამის ხელოვნების ცენტრიდან

პრემიერა

"K. ოპუსი 1 ქორწინება"

 რეჟისორი ფილიპ ვინსანტი

“SCÈNES Théâtre-Cinéma“

ლიონი, საფრანგეთი

დასწრება თავისუფალია

მერაბ კოსტავას ქუჩა #59, თბილისი



რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...

კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...


მსგავსი სიახლეები