ნუცა აბრამიშვილი თბილისის მომავალ მერს მოქალაქეებთან უფრო მეტ კომუნიკაციას ურჩევს

access_time2017-10-11 07:00:15

ბიზნესმენები თბილისის მომავალ მერს რჩევებს აძლევენ. „კომერსანტი“ თემას აგრძელებს.  ამჯერად ღვინის მწარმოებელი კომპანია შუხმან ვაინს ჯორჯიას გენერალური დირექტორ  ნუცა აბრამიშვილი რჩევებს შემოგთავაზებთ. ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულებას ასახელებს, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

 

ნუცა აბრამიშვილი    თბილისის მომავალ მერს პარკირების   და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ურჩევს. მისი განცხადებით, დედაქალაქში ყველაზე მწვავე პრობლემა გადატვირთული ქუჩები და საცობებია. ბიზნესმენი აცხადებს, რომ თბილისის მომავალმა მერმა პირველ რიგში ამ პრობლემას უნდა მიხედოს.

 

მისივე განცხადებით, მეორე პრობლემა, რომელსაც თბილისის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა მიაქციოს -  ეკოლოგიაა. როგორც აბრამიშვილი განმარტავს, აუცილებელია თბილისში იყოს მეტი გამწვანება, ბავშვებისთვის რეკრეაციული პარკები და დასასვენებელი ადგილები.

 


ნუცა აბრამიშვილი თვლის, რომ  ასევე აუცილებელია ძველი თბილისის რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში ახალი ტურისტული ქუჩების გაჩენის შესაძლებლობა გახდება.  მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა ასევე  ბიზნესისთვის  ინფრასტრუქტურის შექმნის საფუძველი გახდება. ეს კი აბრამიშვილის მტკიცებით, ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

კომპანია შუხმან ვაინს ჯორჯიას გენერალური დირექტორი თბილისის მომავალ მერს ქალაქის სარგებლობაში არსებული ობიექტების ინვესტორებთან შეთავაზებასაც ურჩევს. „ქალაქის სარგებლობაში არსებული ობიექტების, იქნება ეს ქონების მართვის თუ პრივატიზების კუთხით, ამოწევა და შესაბამისად, ინვესტიორებისთვის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა მეტი ინტენსივობით პარტნიორ ქალაქებთან და ქვეყნებთან ურთიერთობა ბიზნესის განვითარების კუთხით, რათა ქალაქში მეტი და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, ეს კი  ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს აბრამიშვილი.

 

ნუცა აბრამიშვილი  თბილისის მომავალ მერს წარმატებას უსურვებს და ურჩევს მოქალაქეებთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს. „უმნიშვნელოვანესია, როდესაც  ქალაქის სამსახურში ხარ, ჩართული გყავდეს მოქალაქეები, გყავდეს შესაბამისი ფოკუს ჯგუფები და ხალხთან ერთად იღებდე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქალაქისთვისაა კარგი და არა კონკრეტული პიროვნების კარიერისთვის. თბილისის მომავალ მერს ვურჩევდი გრძელვადიან  პროექტებზე ორიენტირს, იმ პროექტებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის იქნება კარგი“-აცხადებს აბრამიშვილი.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები