მცხეთის განვითარების გეგმაზე ისევ დაწუნებული პროექტის ავტორი კომპანია მუშაობს

access_time2017-10-11 11:30:34

მცხეთის ქალაქის განვითარების გეგმაზე ისევ დაწუნებული პროექტის ავტორი კომპანია „სალი 2011“ მუშაობს, - ამის შესახებ „კომერსანტს“ მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრმა  თამარ მაისურაძემ განუცხადა.

 

როგორც ცნობილია „სალი 2011“-ის მიერ წარმოდგენილი გეგმა მცხეთის საკრებულოსთან ერთად იუნესკომაც დაიწუნა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ახალ გეგმაზე მუშაობა იუნესკოს დამოუკიდებელ არბიტრთან ერთად სპეციალურ კომისიას უნდა დაეწყო და 2017 წლის 12 ოქტომბერს ახალი გეგმა უნდა წარმოედგინა, თუმცა საკრებულოს წევრებს იუნესკოდან ჩამოსული დელეგაციის წევრები არ შეხვედრიან და ძველი გეგმის განახლებაზეც დაწუნებული გეგმის ავტორები აგრძელებენ მუშაობას.

 

თამარ მაისურაძის განცხადებით,  ხელისუფლებამ სპეციალური კომისიის შექმნას, ამჯობინა, რომ პროექტი ძველი გეგმის ავტორი კომპანიას დაესრულებინა.  

 

„სალი 2011“ აგრძელებს გეგმაზე მუშაობას, მან უნდა შეიტანოს ის ცვლილებები, რომლებიც მცხეთის საკრებულომ და იუნესკომ რეკომენდაციის სახით მისცეს. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ მოგვეწვია ექსპერტები და მათ დაესრულებინათ ეს გეგმა, მაგრამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უკეთესი იქნება მან დაასრულოს გეგმაზე მუშაობა, ვინც დაიწყო“,-ამბობს თამარ მაისურაძე.

 

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ აღნიშნული გეგმის შემუშავებაში შპს „სალი 2011“-ს სარეზერვო ფონდიდან 160 ათასი ლარი გადაუხადა, თავის დროზე გეგმის ავტორები საკრებულოსა და იუნესკოს შენიშვნებს არ იზიარებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი მცხეთის ქალაქის განვითარების გეგმას დამატებითი სახსრების გარეშე მაინც განაახლებენ. როგორც თამარ მაისურაძემ „კომერსანტს“ უთხრა გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს, რათა მისი განხილვა და შემდეგ დამტკიცება წლის ბოლომდე მოესწროს.

 

„ახალ გეგმაზე მუშაობისთვის „სალი 2011“-სთვის ბიუჯეტიდან თანხა აღარ გამოყოფილა. ეს დოკუმენტი დეკემბრამდე უნდა იყოს დასრულებული, თუმცა რა ეტაპზეა ეს პროცესი ახლა არ ვიცი, მომუშავე კომპანიასთან პირადად მე კომუნიკაცია არ მაქვს“,-განმარტავს მაისურაძე.

 

როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ მცხეთის გენერალური გეგმა ვერ დამტკიცდა, რამდენიმე თვის წინ მთავრობამ მცხეთაში მიწების გასხვისებასა და მშენებლობებზე მორატორიუმი 2 წლით გაახანგრძლივა, როგორც მაშინ „კომერსანტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თეო ონიანმა განუცხადა, თუ საკრებულო მორატორიუმის ვადის ამოწურვამდე შეძლებს აღნიშნული დოკუმეტაციის მიღებას, მორატორიუმიც ვადაზე ადრე შეწყდება.

 

როდის დაასრულებს კომპანია „სალი 2011“ ქალაქის ახალ  გეგმაზე მუშაობას, „კომერსანტი“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და კომპანიის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

 

ავტორი: ნათია სოსიაშვილი 



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები