„კომპანიებისთვის ეს ხელმშემწყობი ფაქტორი იქნება“ – ბიზნესმენები ტენდერებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვოტის დაწესებაზე

access_time2017-10-11 14:00:03

ბიზნესმენების ნაწილი „კომერსანტთან“ დეპუტატ ლევან კობერიძის იმ ინიციატივას აფასებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვოტის დაწესებას გულისხმობს. 

 

ბიზნესმენ ნაზი ალასანიას განცხადებით, ინიციატივა კარგია, თუმცა დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი  თითქმის აღარ არსებობს.  მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესს, რათა კიდევ უფრო განვითარდეს და საშუალო მასშტაბზე  გავიდეს, საშუალო კი - მსხვილი გახდეს.

 

„ჩემით არ ვსაზღვრავ, რადგან ჩემს ბიზნესს მე კარგად ვუვლი და სხვისი დახმარება არ მჭირდება, მათ შორის, არც კვოტა. სხვებისთვის აუცილებელია“-აცხადებს ალასანია.

 

სს „საქკაბელის“ სასმეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ მამალაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანია ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ეს ჯდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და ეს არ შეეხება დიდ ტენდერებს და მნიშვნელოვან თანხებს. როგორც მამალაძე განმარტავს, ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ თანაბარი ხარისხის პირობებში ადგილობრივ ბაზარზე უფრო მყარად მოიკიდონ ფეხი.

 

„ეს შეეხება დაახლოებით 500 000 ლარის ღირებულების ტენდერებს. არ შეეხება საერთაშორისო, მსოფლიო  ბანკის დაფინანსების ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებს. მე როგორც ვიცი, ეს ასეა. ბიზნესისთვის და ზოგადად კომპანიებისთვის ეს გარკვეულწილად  ხელმშემწყობი ფაქტორი იქნება. სულ არაფერს, ჯობს. უცხოური კომპანიებისთვის კი შეშფოთების საფუძველი არ იქნება, რადგან ეს მსხვილ ტენდერებს არ შეეხება“-აცხადებს მამალაძე.

 

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ექსკლუზიურად  განაცხადა, რომ  პარლამენტში  უახლოეს მომავალში შევა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესს სახელმწიფო შესყიდვებში გარკვეული კვოტა ექნებათ.

 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 20% ფედერალური ბიუჯეტის შესყიდვებიდან ცხადდება მხოლოდ საშუალო და მცირე ბიზნესისათვის და ჩვენ ვაპირებთ მსგავსი ტიპის ინიციატივით შევიდეთ.

 

 „ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესთანაც და ა.შ. იქ არის მოსაზრება ეს პროტექციონიზმი ხომ არ იწვევს არაკონკურენტული გარემოს შექმნას, მაგრამ ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა. შეიძლება დასაწყისში 5% იყოს, მაგრამ რაღაც პროცენტი ტენდერების უნდა გამოცხადდეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რატომ? ბუნებრივია, რომ მსხვილ ბიზნესს აქვს გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი და მას შეუძლია ყოველთვის დემპინგურ ფასზეც კი წავიდეს. მცირე ბიზნესი უბრალოდ ვერ შეძლებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას. ეს კარგი საშუალება იქნება სახელმწიფოს მხრიდან შექმნას კარგი საფუძველი, რომელიც შემდეგ უკვე თვითონ უნდა განავითაროს და იმუშაოს. ეს იქნება სისტემური მიდგომა. დარგებიც შეზღუდული უნდა იყოს.  ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ, მალე მიიღებს.

 

მთავრობისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უნისონშია პარლამენტის და მთავრობის მოსაზრებები. არ ვფიქრობ, რომ ეს დროებითი ღონისძიება იქნება, სანამ მშპ–ში მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი  60-70%-მდე არ გაიზრდება, მანამდე ეს პროგრამა საჭირო იქნება“-აცხადებს ლევან კობერიძე. 

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი

 



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...


მსგავსი სიახლეები