IMF: დონალდ ტრამპი საგადასახადო რეფორმას ვერ განახორციელებს

access_time2017-10-10 20:30:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული საგადასახადო რეფორმა 2017 და 2018 წლებში არ განხორციელდება. ორგანიზაციის მიხედვით, ამისი მიზეზი გაურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობაში მდგომარეობს.


მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ეკონომიკა 2017 წელს 2.2%-ით, ხოლო მომდევნო წელს კი 2.3%-ით გაიზრდება, რაც სავალუტო ფონდის პროგნოზებს (შესაბამისად, 2.3% და 2.5%) არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებით, პირველ წელს აშშ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3% უნდა ყოფილიყო, რასაც მაშინ ფონდმა „განსაკუთრებით ოპტიმისტური ხედვა“ უწოდა.


გასულ თვეში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საგადასახდო რეფორმის პროექტი წარადგინა, რომლის მთავარი გზავნილიც მოგების გადასახდის 35%-დან 20%-მდე შემცირება და ამერიკის მოქალაქეების უმეტესობისთვის საგადასახდო ტვირთის შემსუბუქებას წარმოადგენდა. მისი სიტყვებით, საგადასახადო რეფორმა ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს.


ტრამპის რეფორმას დემოკრატების მხრიდან აქტიური კრიტიკა მოჰყვა. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ტრამპის საგადასახადო გეგმა მდიდარი ფენის ინტერესებზეა მორგებული. ამასთან, ნავარაუდევია, რომ პრეზიდენტის ინიციატივის იმპლემენტაციის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტი $2.2 ტრიოლიონს დაკარგავს.

 


აღსანიშნავია, რომ ტრამპის რეფორმას სკეპტიკურად უყურებს Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი, მილიარდერი უორენ ბაფეტი. იგი იზიარებს დემოკრატების პოზიციას, რომ რეფორმა სარგებელს ყველაზე მეტად მდიდარ ფენას მოუტანს. „ჩვენ ბევრი ბიზნესი გვაქვს და არ მიმაჩნია, რომ საგადასახადო პროცენტის გამო ისინი მსოფლიოში არაკონკურენტუნარიანები არიან,“ განაცხადა CNBC-სთან საუბრისას ბაფეტმა.

 

 

CNNMoney



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები