2020 წელს უნაღდო ანგარიშსწორება 726 მილიარდს მიაღწევს – გაქრება თუ არა ნაღდი ფული?

access_time2017-10-09 21:00:31

საკონსულტაციო კომპანია Capgamini-სა და საერთაშორისო საბანკო ჯგუფ BNP Paribas-ის უახლესი კვლევის თანახმად, 2020 წლისთვის ადამიანები 726 მილიარდ ციფრულ ტრანზაქციას შეასრულებენ. კვლევამ აჩვენა, რომ განვითარებადი ბაზრები უნაღდო ანგარიშსწორების ტენდენციას მიჰყვებიან.


უნაღდო ანგარიშსწორებების რაოდენობა 2014 წლიდან 2015-მდე 11.2%-ით გაიზარდა, რაც უკანასკნელ ათწლეულში ყველაზე სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. კვლევის თანახმად, უკონტაქტო ბარათები ევროპაში გადახდის ჩვეულებრივ მეთოდად ითვლება. მაგალითად საფრანგეთში Visa-ს უკონტაქტო ბარათებით გადახდების რაოდენობა 2015 წელს გაორმაგდა და მან 40 მილიონი მიაღწია.


უნაღდო ანგარიშსწორების ზრდის მიუხედავად, ნაღდი ფული კვლავ გადახდის მთავარ საშუალებად რჩება. მისი წილი განსაკუთრებით ხშირია ისეთი ტრანზაქციების დროს, როდესაც ერთი მხარე მეორეს დიდი რაოდენობის ფულს არ უხდის. „საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაღდი ფული ქრება, ამ ეტაპზე გადაჭარბებულია,“ აღნიშნა Capgamini-ის წარმომადგენელმა, კრისტოფ ვერგნემ.


ვერგნეს აზრს იზიარებს „ინგლისის ბანკის“ წარმომადგენელი, ვიქტორია ქლილენდი. Business Insider-თან საუბრისას ქლილენდმა აღნიშნა, რომ ნაღდი ფული ბევრი ადამიანისთვის გადახდის მთავარ საშუალებას წარმოადგენს, ზოგისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს.


რაც შეეხება ჩეკით ანგარიშსწორებას, ფულის გადახდის აღნიშნული მეთოდი თანდათანობით პოპულარობას კარგავს. 2015 წელს ჩეკით ფულადი ტრანზაქცია 13.4%-ით ნაკლებ შემთხვევაში შესრულდა.

 

მნიშვნელოვანია, რომ უნაღდო ანგარიშსწორებას განვითარებად ბაზრებზე წარმატებით ინერგება. ციფრული გადახდების რაოდენობა 2014-2015 წლებში 21.6%-ით გაიზარდა, განვითარებულ ბაზრებზე კი 6.8%-ით.

 

 

CNBC



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები