პრეზიდენტის მორიგი ვეტო - „მოტივირებული შენიშვნები კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა“

access_time2017-10-09 18:40:58

პრეზიდენტის მეათე ვეტო - გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.

 

ვეტოს მოტივირებული შენიშვნები სულ 6 საკითხს ითვალისწინებს, რომელთაგან პრეზიდენტის განცხადებით, 4 პუნქტი „ქართული ოცნების“ მიერ ვენეციის კომისიის წინაშე აღებული ვალდებულებაა. ესენია გადაუნაწილებელი მანდატების ბონუსტისტემის გაუქმება, ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. ორი საკითხი კი, 20 ოპოზიციუ პარტიასთან შეთანხმებული კომპრომისული ვარიანტია, რაც 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ეხება. თუმცა როგორც დღეს მარგველაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხი შესაძლოა გადაწყდეს მას შემდეგ, რაც საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნება.

 

პრეზიდენტის განცხადებით, თუ აქამდე მოტივირებული შენიშვნები იწერებოდა ძირითადში, მათი შეხედულებებიდან გამომდინარე, კონსტიტუციასთან მიმართებაში გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად იყო საუბარი.

 

„დღეს მე გადავაგზავნი საქართველოს პარლამენტში მოტივირებულ შენიშვნებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მოტივირებული შენიშვნები არსებულ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაიწერა. თუ აქამდე და სხვა შემთხვევებში მოტივირებულ შენიშვნებს ვწერდით, ძირითადში, ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე, კონსტიტუციასთან მიმართებაში გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი მეც და მთელი ქართული საზოგადოებაც. ეს არის შეთანხმება, კონსენსუსი და სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა მოტივირებული შენიშვნები”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

 

მმართველი გუნდის პოზიცია ცნობილია, იმ შემთხევვაში თუ პრეზიდენტი ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში მათი შეთავაზებული და ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხის გარდა, სხვა თემებსაც ასახავს, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს. 

 

სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი 13 ოქტომბერს იმსჯელებს. 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები