ზურაბ უჩუმბეგაშვილი: „სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვოტის დაწესება არასწორია“

access_time2017-10-10 09:40:00

„მეფრინველეობის განვითარების  ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი მთავრობას სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვოტის დაწესების სანაცვლოდ, მთლიანად,  ქართული წარმოებისთვის კვოტების დაწესებას სთხოვს.

 

მისი განცხადებით, ეს ინიციატივა არასწორია, რადგან ასეთ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესი მსხვილი ბიზნესის ხარჯზე განვითარდება. უჩუმბეგაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის კვოტირება და  წახალისება ხელს შეუშლის დიდი წარმოების განვითარებას. 

 

„ეს არის სრული პოპულიზმი, არაკეთისინდისიერი კონკურენციის გარემოს შექმნა და ხელშეწყობა. მცირე და საშუალო ბიზნესი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ეს მოხდება მსხვილი ბიზნესის ხარჯზე. ამ შემთხვევაში მსხვილმა ქართულმა წარმოებამ რა დააშავა? “-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

 

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთადექსკლუზიურად  განაცხადა, რომ  პარლამენტში  უახლოეს მომავალში შევა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესს სახელმწიფო შესყიდვებში გარკვეული კვოტა ექნებათ.


 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 20% ფედერალური ბიუჯეტის შესყიდვებიდან ცხადდება მხოლოდ საშუალო და მცირე ბიზნესისათვის და ჩვენ ვაპირებთ მსგავსი ტიპის ინიციატივით შევიდეთ.

 

 „ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესთანაც და ა.შ. იქ არის მოსაზრება ეს პროტექციონიზმი ხომ არ იწვევს არაკონკურენტული გარემოს შექმნას, მაგრამ ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა. შეიძლება დასაწყისში 5% იყოს, მაგრამ რაღაც პროცენტი ტენდერების უნდა გამოცხადდეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რატომ? ბუნებრივია, რომ მსხვილ ბიზნესს აქვს გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი და მას შეუძლია ყოველთვის დემპინგურ ფასზეც კი წავიდეს. მცირე ბიზნესი უბრალოდ ვერ შეძლებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას. ეს კარგი საშუალება იქნება სახელმწიფოს მხრიდან შექმნას კარგი საფუძველი, რომელიც შემდეგ უკვე თვითონ უნდა განავითაროს და იმუშაოს. ეს იქნება სისტემური მიდგომა. დარგებიც შეზღუდული უნდა იყოს.  ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ, მალე მიიღებს.

 

მთავრობისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უნისონშია პარლამენტის და მთავრობის მოსაზრებები. არ ვფიქრობ, რომ ეს დროებითი ღონისძიება იქნება, სანამ მშპ–ში მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი  60-70%-მდე არ გაიზრდება, მანამდე ეს პროგრამა საჭირო იქნება“-აცხადებს ლევან კობერიძე.  

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები