„ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისას დარღვევები არის ძალიან მინიმალური“

access_time2017-10-09 13:47:49

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისას დარღვევები არის ძალიან მინიმალური, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შეჩერებაზე. 



ვიქტორ დოლიძემ კომენტარი გააკეთა იმ მონაცემებზე, რომლის თანახმადაც 2017 წლის 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით შენგენის ზონაში საქართველოს 54 929 მოქალაქიდან 3 000 არ დაბრუნდა. დოლიძე აცხადებს, რომ მთავარია საქართველოს მოქალაქეებმა არ მოითხოვონ თავშესაფარი, რადგან ეს გამოიწვევს პრობლემებს. 

 

„მონაცემები იქნება ძალიან მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის. როგორც იცით, ამას აკეთებს შესაბამისი უწყება, შს სამინისტრო და სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე ვმოქმედებთ. მაქსიმალურად გვინდა გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს წესები, ვუთხრათ რომ არ მოითხოვონ თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემების გაზრდა ყოველთვის იწვევს პორობლემების წარმოშობას და მთავრობას, ხანძრის ჩაქრობა გვიწევს. არაერთხელ ყოფილა მსგავსი რამ, თუმცა ყველაფერი ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს. იმ 3 000 კაციდან რამდენს აქვს დარღვეული მიმოსვლის წესები, ძნელი სათქმელია. შესაძლოა ბრიუსელში ჩაფრინდა პირი და იქიდან გადაფრინდა ყაზახეთში ან სხვაგან. ამიტომ, ამგვარი მონაცემები ზუსტად გვქონდეს აღნუსხული, ბუნებრივია შეუძლებელია. ტენდენცია ჩანს ძალიან კარგად და დარღვევები არის ძალიან მინიმალური, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შერებაზე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


 

დღეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია „ევროპა სახლია“ დაიწყო, რომელსაც „სიდა“ ახორციელებს. უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფოკუსი საქართველოს რეგიონები იქნება, განსაკუთრებით მაღალმთიანი, საზღვრისპირა, კონფლიქტური, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები და სოფლები. ტრენერები მოსახლეობას აუხსნიან, თუ რა საჭირო პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის თავმოყრა მოუწევთ, სანამ ევროკავშირში/შენგენში გადაადგილებას გადაწყვეტენ და გააცნობენ იმ საფრთხეებს და რისკებს, რომელიც შეიძლება მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და სათანადო სამართლებრივი ნებართვის გარეშე შენგენის ტერიტორიაზე დარჩენას მოჰყვეს. კამპანიის მიმდინარეობისას შეხვედრებზე რეგიონების მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგდება, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა.

 

„ინტერპრესნიუსი“



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები