ხელისუფლება თუ ეროვნული ბანკი - ვის კომპეტენციაში შედის ბანკის აქციონერებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვა?

access_time2017-10-09 09:00:52

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას განცხადებას, რომ „ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვა სებ-ის კომპეტენციას სცილდება“, დეპუტატები და ფინანსისტები არასწორს უწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ამის სრული უფლებაც და ძალაუფლებაც გააჩნია.

 

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილი კომერციული ბანკებიდან არაპროფილური აქტივების იურიდიულად გამიჯვნას და საბანკო ჯგუფების ზედამხედველობას ეხება. დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ არაპროფილური საქმიანობა კომერციული ბანკების აქციონერებსაც შეეზღუდოთ. მათი პოზიციით, ამის ზედამხედველობა ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს.

 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია კი აცხადებს, რომ ეს სებ-ის კომპეტენციას სცილდება. 

 

„ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ ბანკის აქციონერებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობა უნდა აიკრძალოს. ეროვნული ბანკის პოზიცია კი არის ის, რომ ეს  სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას, ეს არის მთავრობის, პარლამენტის და დაინტერესებული პირების ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ რამდენად გვჭირდება განვითარების ამ ეტაპზე ასეთი აკრძალვა. ასეთი აკრძალვები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და ასეც ხდება. პირველი  იყო - მითითება კომერციული ბანკების მიმართ, რომ არაპროფილური ბიზნესიდან გასულიყვნენ და გაემიჯნათ არაპროფილური აქტივები, მეორე - ახლა საკანონმდებლო დონეზე ხდება ამის ასახვა და საბანკო ჯგუფის ცნების შემოღება. მესამე ეტაპია იქნება ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, ანუ აქციონერებისთვის აკრძალვა. მაგრამ ეს არ არის მარტივი საკითხი, ძალიან რთულია და საჭიროა, თუ რა ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი. ამიტომაც  ახლა მივდივართ ამ დაბალანსებული გზით“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ მურთაზ კიკორიამ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვა არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია და ზედამხედველობაც სწორედ მან უნდა განახორციელოს.

 

„კომერციულ ბანკებს ფულის შოვნის სპეციფიური მექანიზმი აქვთ, რომელიც სხვა არც ერთ ბიზნესს არ გააჩნია. ისინი ფულს აბსოლუტურად სხვა გზით შოულობენ, ვიდრე სხვა ბიზნესი. ამიტომ შემდგომ, როდესაც ბანკები ან ბანკის აქციონერები სხვა ბიზნესში შედიან, ბიზნესისთვის ძალიან რთულია გაუწიოს მათ კონკურენცია.  ბანკის აქციონერს შეზღუდული უნდა ჰქონდეს არაპროფილური აქტივების ფლობა, შესაძლოა, დაწესდეს ზღვარი და 5%-მდე აქციის მფლობელებს მიეცეთ სხვა ბიზნესში საქმიანობის უფლება, მაგრამ ამაზე მეტი წილის მქონე აქციონერებზე  მკაცრი შეზღუდვა უნდა ვრელდებოდეს. ამ ყველაფერს კი ეროვნული ბანკი უნდა არეგულირებდეს.  მესმის, რომ ეროვნულ ბანკს არ სურს ზედმეტი თავის ტკივილი, მაგრამ მას გააჩნია დამოუკიდებლობის ის სტატუსი და ხარისხი, რომელიც უნდა გამოიყენოს და დაარეგულიროს ფინანსური სფერო ყველა მიმართულებით“, - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბრისას დავით ჭიჭინაძემ.

 

მისივე თქმით, თუ გვსურს მივიღოთ რეალური კანონი, რომელიც იმუშავებს, არაპროფილური საქმიანობა აუცილებლად უნდა აიკრძალოს: „თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ  კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა ანგრევს ბაზარს და კონკურენტუნარიანობას სპობს, მაშინ ჩვენ ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც რეალურად  ბაზარს დაიცავს. კანონმა უნდა დაიცვას სხვა ბიზნესი და არ უნდა იყოს იქ ისეთი „ხვრელები“, რომლითაც ეროვნული ბანკი შემოვიდა პარლამენტში და რომლითაც თავს ითავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან , რომელიც მას უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე აღებული და იყოს პასუხისმგებელი“, - დასძინა უმრავლესობის წევრმა.

 

ბიზნეს-სამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკს კონსტიტუციით გააჩნია ის ძალაუფლება, რომ საფინანსო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში პირველი სიტყვა მან თქვას, დააწესოს რეგულაციები და ზედამხედველობა.

 

„ყველამ ვიცით, კანონის მიღება ვისი კომპეტენციაა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს მოლოდინი და საზოგადოებას უთხრას, თუ თავად რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. მთავრობა და პარლამენტი არც ერთ კანონს ისე არ მიიღებს, ვიდრე არ ჰკითხავს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებაზე მუშაობენ. საფინანსო სექტორში ერთადერთია ეროვნული ბანკი, ვისაც ყველაზე მაღალი კომპეტენცია გააჩნია და შესაბამისად, სებ-მა პოზიციაც უნდა დააფიქსიროს.

 

რაც შეეხება ზოგადად  ბანკის აქციონერებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვას, ვიდრე არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი სისტემურად არ მოგვარდება, ამაზე საუბარი მეორეხარისხოვნად  მიმაჩნია. აქციონრები შეიძლება რაღაც დოზით დაშვებულები იყვნენ სხვა ბიზნესში, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს დამოკიდებული შვილობილი კომპანიის ხარჯზე“, - განუცხადა „კომერსანტს“ აკაკი ჩარგეიშვილმა.

 

 

 „კომერსანტი“

 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები