თანაინვესტირების ფონდი თაბორის პროექტზე: მიწის ნაკვეთის დამატების საჭიროება გაჩნდა

access_time2017-10-07 19:44:15

საკრებულოს სხდომაზე თაბორის მთის ზონის სტატუსის ცვლილების საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონრები ფიქრობენ, რომ სტატუსის შეცვლა ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას გამოიწვევს, - თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე საუბრობს. 

-ბატონო ირაკლი, უპირველეს ყოვლისა, პროექტებზე გვიამბეთ, რომლებიც მიმდინარეობს და ასობით მილიონის ინვესტიცია იდება, რატომ ითხოვეთ დამატებითი ტერიტორიის გადაცემა, საფრთხე ექმნებოდა თუ არა მიმდინარე პროექტებს? 

-უპირველეს ყოვლისა, არანაირ გადმოცემაზე არ არის საუბარი. სამი კონკრეტული პროექტია, რომლებთან დაკავშირებითაც ბოლო დღეებია საქმიანი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუგებარი აჟიოტაჟია ატეხილი. ყველა ის ფაქტი თუ არგუმენტი, რასაც ჩვენი ოპონენტები ბრძანებენ ტყუილია, ან უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. შევეცდები, საქმის ვითარება მოკლედ აგიხსნათ და თაბორის პროექტით დავიწყებ. ერთი წლის ჩვენ საჯარო აუქციონის მეშვეობით 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შევიძინეთ, რომელსაც ჩვენი დამფუძნებლის მიერ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაემატა, რომელიც მან 2007 წელს სწორედ იმ მიზნით შეიძინა, რომ იქაური ბუნება ხელშეუხებლად შეენარჩუნებინა და იმისთვის, რომ დედაქალაქს უპრეცედენტოდ კეთილმოწყობილი და სხვადასხვა სარეკრეაციო ფუნქციით დახუნძლული სივრცე ჰქონოდა. იმ პერიოდში ყველგან ყველაფერი შენდებოდა და არავინ არაფერს უყურებდა გამწვანება, ხე, ბუჩქი, თუ მინდორი იყო. ეს იქნებოდა ადგილი, სადაც დედაქალაქის მკვიდრნი და სტუმრები ელემენტარულად დასვენებას შეძლებდნენ. სპორტულ ღონისძიებებს ჩაატარებდნენ და ა.შ. პროექტირება მიმდინარეობდა და შესაბამისი ვალდებულებით დაგეგმილი იყო ის, რომ აღნიშნულ 400 ათას კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მოხდებოდა და აბსოლუტურად გამწვანდებოდა. 

-დამატებით 5 ათას კვადრატული მეტრის, შეძენასაც კომპანია გეგმავს, - მისი საჭიროება რაში მდგომარეობს? 

-სამწუხაროდ თემა ის არის, რომ საკითხები სწორედ იმ დეტალებამდე მიდის, რასაც მე გიზიარებთ. გვაქვს 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც რელიეფურად განლაგებულია დიდი ვარდნების გათვალისწინებით. დაახლოებით 740 მეტრია ზღვის დონიდან ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი თუ სწორად მახსოვს 670-645 მეტრია. შესაბამისად იმისათვის, რომ მთელი ტერიტორიის ირიგაცია და დრენაჟი მოხდეს აუცილებელია შესაბამისი წყლის მიწოდება. ამას ჩვენ მტკვრიდან წამოღებული წყლით ვახორციელებთ, რომელიც ბოტანიკური ბაღის ამჟამინდელ წყლის მომარაგებას გაივლის, რომელიც თავის მხრივ, ფონდი ’’ქართუს“ მიერ იქნა დაფინანსებული და დღესაც იგი უზრუნველყოფს ამ სისტემის მოვლა-პატრონობას. იგი განვითარდება, ჩვენ ავზებს, მილგაყვანილობას დავამატებთ, რომ მთლიანად ბოტანიკურ ბაღს ქონდეს ტერიტორია და ისიც მოირწყას. შემდეგ კი მოხდეს უმაღლეს მწვერვალზე, სადაც ხელოვნური ტბა გვაქვს მოწყობილი. იქიდან უკვე შესაბამისად ხდება ამ წყლის განაწილება საირიგაციო სისტემით, რომელიც პროექტის სხვა ნაწილებთან მიმართებაში ძალიან დაწინაურებულია. მაგალითად, დრენაჟის მილები უკვე ჩადებული და მოწყობილია და დანარჩენი სამუშაოები გრძელდება. სადრენაჟო-საერიგაციო მწვანე საფარის მოვლის პროექტი, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ დაგვიმზადა, მის შესაბამისად ბუნებრივია, რომ ირიგაცია მთლიან ტერიტორიას უნდა მოიცავდეს და ობიექტურად მოითხოვა რაც ჭირდება, რომ ორივე სისტემამ გამართულად იმუშაოს ამ ნაკვეთის ბოლოს აღმოჩენილიყო. აქედან გამომდინარე, საჭიროება გაჩნდა იმის, რომ მიწის ნაკვეთი კიდევ დაგვემატებინა, რის შეძენასაც მერიას ვთხოვთ საბაზრო ფასად. ტერიტორიაზე ერთსართულიანი შენობები განთავსდება მწვანე საფარის მოსავლელი ტექნიკისთვის. ძალიან პრინციპულია ის, რომ საჯაროა და გოლფ კლუბის და სასტუმროს ტექნიკური ნაგებობაც რომ იყოს პრობლემას ამაშიც ვერ ვხედავ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ესეც კი არ არის, ანუ საუბარია ყველაზე ეფექტურ სისტემაზე. ირიგაცია და დრენაჟი ეს არის პირველი გადაუდებელი, ყველაზე მწვავე ღონისძიება, რომელიც დაუყონებლივ უნდა გაკეთდეს. 

-რას გვეტყვით პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ ლარად გადასაცემ ქონებაზე, რატომ ერთ ლარად და არის თუ არა გეოლოგიური დასკვნა გაცემული აღნიშნული ტერიტორიის მოსაწყობად? 

-უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ერთ ლარად გადმოცემა, არამედ საინვესტიციო ვალდებულებით გადმოცემული მიწის ნაკვეთია. საინვესტიციო ვალდებულება კი მოიცავს მინიმუმ ერთი მილიონი ლარის დახარჯვის ვალდებულებას და მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობას ამ ტერიტორიაზე და ტერიტორიის ზედაპირის კეთილმოწყობას. ეს არის ის პირობა რა პირობითაც ჩვენ დედაქალაქის მერიას მივმართეთ და უფრო მეტიც: აღნიშნული ინიციატივა არ არის გუშინდელი, დღევანდელი, ან ახალი მომწიფებული. 2015 წელს, როდესაც ჩვენ შესაბამისი სამშენებლო ნებართვა მივიღეთ, მთლიანად თავისუფლების მოედანთან მდებარე კომპლექსის განვითარებაზე, იქ შესაბამისი ვალდებულება გვქონდა აღებული, რომ შესაბამისი მიწისქვეშა ავტოსადგომები მოგვეწყო გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქს მწვავე პრობლემა აქვს ავტოსადგომების და მითუმეტეს მიწისქვეშა ავტოსადგომების. ეს კი ამ პრობლემის შემსუბუქებას გარკვეულწილად დაეხმარება უშუალოდ იმ ადგილას, რასაც თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია ქვია. ეს ინიციატივა ძველი ვალდებულებაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ იმ პროცედურას ვიცავთ და შესაბამისი გადმოცემა უნდა მოხდეს, რომ აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობა გქონდეს. საკრებულოში ზონის შეცვლის საკითხს განიხილავდნენ - სატრანსპორტო ზონა 1-ის სატრანსპორტო ზონა 2-ზე. აქ წმინდა სამართლებრივი განსხვავებაა ამ ორ ზონას შორის იმისათვის, რომ რამე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მათ შორის, მიწისქვეშა ავტოსადგომები რომ მოეწყოს, აუცილებელია ეს მინიმუმ სატრანსპორტო ზონა იყოს. ვერანაირი სხვა მშენებლობა იქ ვერ განხორციელდება. გეოლოგიურ დასკვნას რაც შეეხება, 2015 წლის სამშენებლო ნებართვის ფარგლებში ჩვენ გვქონდა პროგრამა გეოლოგიური დასკვნის, თვითონ გეოლოგიური დასკვნა და შესაბამისი ექსპერტიზა ამასთან დაკავშირებით. დასკვნა, რომელიც ჩვენ მოპოვებული გვქონდა მომიჯნავე ტერიტორიასთან დაკავშირებით, სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩვენ ეს ინიციატივა გაგვეჟღერებინა და ზონის ცვლილება მოგვეთხოვა. ყველაფერს თავისი პროცედურა და თანმიმდევრობა აქვს. ზონის ცვლილების დროს არც კანონი მოითხოვდა და არც ამის პრეცედენტი არსებობს, რომ რამე გეოლოგიური დასკვნა იყოს მოთხოვნილი. ჩვენ არა მარტო გეოლოგიური დასკვნა გვაქვს და მისი საექსპერტო დასკვნა გაგვაჩნია, რომელიც საჯაროა და ეკონომიკის სამინისტროში დევს 2015 წლიდან. მაშინ არავის მოუკითხავს იგი და არავინ შეწუხებულა ამ საკითხით. ახლა აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ატყდა ეს აჟიოტაჟი. მეტიც, დღეს უშუალოდ ადგილზე, ჩვენი წითელი ხაზის ფარგლებში მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც განკუთვნილია საჯარო დანიშნულებისთვის უკვე აშენებულია. გეოლოგიური დასკვნა კი არა რკინა-ბეტონია აშენებული უკვე. ავტოსადგომის მენეჯმენტის საკითხს ჩვენ გადავწყვეტთ. 

-2016 წლის მაისში თქვენ მზად იყავით, რომ ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე საინვესტიციო პროექტები დაინტერესებული ინვესტორისთვის გადაგეცათ, არავინ გამოეხმაურა ამ ინიციატივას? 

-ჯერჯერობით არავინ არ გამოხმაურებია აღნიშნულ ინიციატივას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის იმედად არ ვყოფილვართ და შესაბამისად, ჩვენი შემუშავებული გეგმა-გრაფიკი და სამუშაოების მიმდინარეობა გაგვაჩნია, რომელსაც მივყვებით და დღევანდელი თავისუფლების მოედანთან მდებარე კომპლექსი ამის ნათელი დადასტურებაა, რომ რკინა-ბეტონის სამუშაოები მორჩენილია. ოქტომბერში შენობის ფასადით შემოსვა დაიწყება. შეთავაზებებთან დაკავშირებით რომ არავინ გამოთქვა ინტერესი, მიზეზი ვფიქრობ პროექტების მასშტაბურობაა, პროექტების შინაარსია, რომელიც არ არის მხოლოდ პროექტი. ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთ-ერთი პროექტი. იგი მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის და ძალიან დიდი სახსრების მობილიზებას მოითხოვს და საბოლოო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში უპირველესად, დედაქალაქი და მისი მკვიდრები იღებენ მთავარ სიკეთეებს. 

-გამოდის, რომ პროექტების მასშტაბურობა აშინებთ ინვესტორებს? 

-არ ვიტყოდი, რომ აშინებთ, უბრალოდ სხვადასხვა ინვესტორს სხვადასხვა მოტივაცია გააჩნია. ჩვენს დამფუძნებელს გააჩნია იმის მოტივაცია, რომ ასეთი და მსგავსი პროექტებით წაახალისოს და პირიქით მოიზიდოს სხვა ინვესტორები. უჩვენოს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები წარმატებულად განხორციელდეს ქვეყანაში. თითოეული ჩვენი პროექტი ამ სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. 

 

 

BM.GE

 

 

 

 



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...


მსგავსი სიახლეები