„ყველა ის საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობისგან ფინანსებს იზიდავს, რეგულაციებს დაექვემდებარება“

access_time2017-10-07 10:00:23

„ის საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობიდან ფინანსური სახსრების მოზიდვას ახორციელებენ, რეგულაციებს დაექვემდებარებიან“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.

 

როგორც ცნობილია, პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილი  საფინანსო სექტორის რეგულაციების გაზრდას ეხება.

  

„ის საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვას ახორციელებენ,  იქნება ეს დეპოზიტი, ანაბარი თუ თამასუქი, მნიშვნელობა არ აქვს, აუცილებლად დაექვემდებარებიან ლიცენზირებას და ზედამხედველობას. ვინც არ იქნება ამ რეგულაციებისა და ლიცენზირების ქვეშ მოქცეული, გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი ასეთი საქმიანობა  სამართალდარღვევად ჩაითვლება.  ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვსაზღვროთ თამაშის წესები, ანუ ვის აქვს უფლება და ვის როგორ შეუძლია მოსახლეობისგან, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისაც რისკების შეფასება უჭირთ, თანხების მოზიდვა“, – განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

 


მისივე თქმით, ის მიკროსაფინანსო თუ სხვა ტიპის საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ სესხებს გასცემენ, ასეთი მკაცრი რეგულაციების  ქვეშ არ მოექცევიან.

 

„რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ჩვენ შევისწავლით საფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებებს. ამის შემდეგ შეგვეძლება მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს არის ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საკრედიტო კავშირი, რომლებზეც ვრცელდება ეროვნული ბანკის რეგულაცია და  მხოლოდ მათ აქვთ მოსახლეობიდან თანხების მოზიდვის უფლება. ამით ძალიან მარტივად მოხდება არაკეთილსინდისიერი მეწარმეების და პირების გამოვლენა. შედეგად, ჩვენ გავატარებთ სერიოზულ რეფორმას და გაცილებით მეტი რწმუნება გვექნება, რომ მოსახლეობის დანაზოგები, რომლებიც განთავსებული იქნება რეგულირებულ სუბიექტებში,  რისკი იქნება მინიმუმზე დაყვანილი. ის საფინანსო ორგანიზაციები კი, რომლებიც მსოლოდ სესხებს გასცემენ და მოსახლეობიდან თანხებს არ იზიდავენ, მათზე ეროვნული ბანკის დამატებითი რეგულაცია არ გავრცელდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა.

 

 

კომერსანტი



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები