„ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვა ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცილდება“

access_time2017-10-06 09:40:22

„ჩვენ ვართ ეროვნული ბანკი და რასაც ვითხოვთ პარლამენტისგან, ჩვენ საკმარის უფლებამოსილებას ვიღებთ, რომ საბანკო და საფინანსო სექტორში რისკებს შევხედოთ და უზრუნველყოთ საფინანსო სექტორის მდგრადობა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ განაცხადა.

 

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილი კომერციული ბანკებიდან არაპროფილური აქტივების გამიჯვნას და საბანკო ჯგუფების ზედამხედველობას ეხება. მურთაზ კიკორიას განცხადებით, კანონპროექტით ბანკების ზედამხედველობა საერთაშორისო პრაქტიკას უახლოვდება.

 

„კანონპროექტის ერთი ნაწილი, როგორც იცით, ეხება საბანკო ჯგუფების ზედამხედველობას, ე.წ. ჰოლდინგებს. ამ კანონის მიღების შემდეგ კომერციულ ბანკებს იურიდიულად აეკრძალებათ არაპროფილური აქტივების ფლობა. ეროვნული ბანკი კი განახორციელებს ზედამხედველობას არა მხოლოდ კონკრეტულად ბანკზე, არამედ მასთან დაკავშირებულ სხვა საფინანსო ინსტიტუტზე. ეს არის ე. წ. კონსოლიდირებული ზედამხედველობა, რომელსაც ვნერგავთ და რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საბანკო და საფინანსო სექტორში რისკები იყოს შესწავლილი და შემცირებული“, - განაცხადა მურთაზ კიკორიამ.


რაც შეეხება კომერციული ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილურ აქტივების ფლობას, მურთაზ კიკორიას განცხადებით, ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცილდება.


„ჩვენ ვართ ეროვნული ბანკი და რასაც ვითხოვთ პარლამენტისგან, ჩვენ საკმარის უფლებამოსილებას ვიღებთ, რომ საბანკო და საფინანსო სექტორში არსებულ რისკებს შევხედოთ და უზრუნველყოთ საფინანსო სექტორის უსაფრთხოება.


ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ ბანკის აქციონერებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობა უნდა აიკრძალოს. ეროვნული ბანკის პოზიცია კი არის ის, რომ ეს სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას, ეს არის მთავრობის, პარლამენტის და დაინტერესებული პირების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად მისაღები. იმაზე უნდა იმსჯელოს ყველამ, თუ რამდენად გვჭირდება განვითარების ამ ეტაპზე ასეთი აკრძალვა. ასეთი აკრძალვები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და ასეც ხდება. პირველი იყო - მითითება კომერციული ბანკების მიმართ, რომ არაპროფილური ბიზნესიდან გასულიყვნენ და გაემიჯნათ არაპროფილური აქტივები, მეორე - ახლა საკანონმდებლო დონეზე ხდება ამის ასახვა და საბანკო ჯგუფის ცნების შემოღება. მესამე ეტაპი იქნება ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, ანუ აქციონერებისთვის აკრძალვა. მაგრამ ეს არ არის მარტივი საკითხი, ძალიან რთულია და საჭიროა, იმაზე მსჯელობა, თუ იურიდიულად რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. ამიტომაც ახლა მივდივართ ამ დაბალანსებული გზით“, - განაცხადა მურთაზ კიკორიამ.



კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა

person access_time2017-10-21 22:23:18
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.  „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და...

54% - კახი კალაძე, 16% - ზაალ უდუმაშვილი - ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

person access_time2017-10-21 23:20:38
ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16%-ით დაიკავა. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 15%-ის მხარდაჭერა...

საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

person access_time2017-10-21 18:43:31
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.   საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.   გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: - თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა...

„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...


მსგავსი სიახლეები