ოთარ ძიძიკაშვილი: „დეპოზიტების დაზღვევას საპროცენტო განაკვეთებზე გავლენა არ ექნება“

access_time2017-10-05 19:30:45

1–ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უნდა ამოქმედდეს. მთავრობის დადგენილებით იქმნება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, რომელსაც საპენსიო სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი უხელმძღვანელებს. რა არის სააგენტოს შექმნის ძირითადი მიზანი და რა ფუნქცია მოვალეობები ექნება ახალ ორგანოს - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკოდი“ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა ისაუბრა.

 

–გარდა ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა, რა საჭიროება იყო ახალი სააგენტოს შექმნის და ამ რეფორმის გატარების?

 

–პირველ რიგში, ფინანსური მდგომარეობის განმტკიცება არის სააგენტოს შექმნის მიზანი და ასევე დეპოზიტართა დაცვა. ეს სისტემა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში უკვე მოქმედებს და მისი მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება.  რეალურად რა ხდება, როდესაც საბანკო კრიზისი დგება ქვეყანაში? ასეთ დროს მოქალაქეები პანიკური შიშის საფუძველზე ბანკებიდან თანხის გატანას იწყებენ, ამ პროცესმა შესაძლოა, სისტემური ხასიათი მიიღოს. ამის პრევენციისთვის, იმისთვის, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ შიში, ბანკის გადახდიუნარიანობის შეფერხების შემთხვევაში რა ბედი ეწევა მათ თანხებს - სწორედ ამისთვის იქნება ეს პრობლემა.

 

–რეფორმის ამოქმედების შემდეგ რა შეიცვლება კონკრეტულად საბანკო სექტორისთვის და რა შეიცვლება დეპოზიტარებისთვის?

 

–ეს სისტემა ვრცელდება ფიზიკური პირების დეპოზიტებზე ანუ ნებისმიერი ფიზიკური პირის მიერ განთავსებულ დეპოზიტს, არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. ნებისმიერ ბანკში 5000 ლარამდე დეპოზიტი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ვალუტაში არის განთავსებული, არის დაზღვეული. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს რამდენიმე ბანკში აქვს დეპოზიტი, შესაბამისად, იმდეჯნერ 5000 ლარი იქნება დაზღვეული.

 

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ჩემი აზრით, ეს არანაირ გავლენას არ მოახდეს საპროცენტო განაკვეთზე, ვინაიდან ის მოსაკრებელი, რაც კანონით დაუწესდათ ბანკებს, რაც შეადგენს ყოველთვიური გადასახადის 0.067%-ის ოდენობით ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე, ხოლო დოლარში 0.1%. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს გავაანალიზეთ, შევისწავლეთ საბანკო სექტორის შემოსავლები, დღეს კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა საბანკო სექტორი, რაც ძალიან კარგია ქართული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ის გადასახადი, რაც დავუწესეთ ფაქტობრივად, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.  ასე რომ, დეპოზიტების დაზღვევას საპროცენტო განაკვეთებზე გავლენა არ ექნება. კონკრეტული ციფრებით, რომ გამოვსახოთ 2018 წლისთვის ეს იქნება 12 მილიონ ლარამდე, რაც მთლიან საბანკო სისტემას ექნება გადასახდელი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში.  იურიდიული პირები დაემატება 2020 წელს, რადგან ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა.

 

–არსებობს მოსაზრება, რომ საბანკო სექტორი ისედაც არის სტაბილური და როდესაც ბანკს ეზრდება ვალდებულება, ის იძულებულია საპროცენტო განაკვეთზე ასახოს გაზრდილი ხარჯების დასაბალასებლად, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს აწვება...

 

–საბანკო სექტორისთვის ეს გადასახადი იქნება ძალიან მიზერული, ალბათ, 2%, ამიტომ ვერანაირად ვერ მივიღებ არგუმენტს, რომ ეს მათ პროდუქტებს გააძვირებს, თუმცა ეს არის ხარჯი, რომელიც მთლიანმა სისტემამ უნდა გაიღოს. ყოველთვის ასეა, როდესაც კრიზისი არ დგას, ამაზე არავინ ფიქრობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სისტემებს, მიუხედავად იმისა, რომ დახვეწილია საბანკო სექტორი, იქაც დადგა შედეგი, რომ რამდენიმე ბანკი გაკოტრდა და ამ სისტემამ მოახდინა დადებით გავლენა ასეთ სიტუაციაში.

 

–როგორ მოხდება ფონდში აკუმულირებული სახსრების ინვესტირება?

 

–შემოსავლებს რაც შეეხება გადასახადის სახით შემოდის ფონდში თანხები ყოველთვიურად, რისი მცირე ნაწილიც ადმინისტრაციულ ხარჯებზე ნაწილდება, დანარჩენი ინვესტირდება სხვადასხვა აქტივში. საინვესტიციო მიმართულებით ეს პარამეტრები, რა თქმა უნდა, კანონში არის გაწერილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი აქტივები განთავსებული იქნება ძალიან მაღალი ლიკვიდობის მქონე აქტივებში. თავდაპირველად ვფიქრობთ, რომ მოხდება სახელმწიფო ობლიგაციებში და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ამ თანხის ინვესტირება.

 

 

 



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...

„გალთ & თაგარტის“ გაუფასურებული შესაძლებლობები -კომპანიის კონსოლიდირებული ზარალი 27 მილიონ ლარს აღწევს

person access_time2017-10-20 13:15:00
„სს გალთ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის BGEO-ს წევრია, რომელიც ქვეყანში ყველაზე დიდ საფინანსო საინვესტიციო ჯგუფს წარმოადგენს. BGEO საქართველოს საფინანსო ბაზრის ლიდერის  „საქართველოს ბანკის“ მფლობელია.     ,,გალთ & თაგარტი“  - ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით - საინვესტიციო საბანკო მომსახურება;  აქტივების მართვა; დაგროვილი ქონების მართვა; საბროკერო მომსახურება....


მსგავსი სიახლეები