„ეროვნული ბანკი ფინანსურ პირამიდებს ბროშურებით ებრძვის“

access_time2017-10-05 16:30:25

ამასობაში კი, ერთი წლის განმავლობაში თაღლითებმა ხალხს მინიმუმ 100 მლნ ლარი გამოსძალეს

 

 

საფინანსო კომპანიების მიერ მოსახლეობისგან მითვისებული თანხა ასეულობით მილიონ ლარს ითვლის. ამ დროს მთავრობა და ეროვნული ბანკი საკუთარი მოსახლეობის დასაცავად მხოლოდ საინფორმაციო განცხადებებითა და ბროშურების გავრცელებით შემოიფარგლება. როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, ძირეული რეგულაცია და კანონი მსგავსი კომპანიებისთვის არ მკაცრდება. რა შედეგი უნდა მოიტანოს პირამიდულ ბიზნესთან ბროშურებით ბრძოლამ? სანამ სებ-ი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, ფინანსური აფერის მსხვერპლი კიდევ უამრავი ადამიანი გახდება.

 

პირამიდულ ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა მოსახლეობას ბოლო 2-3 წელიწადში 110 მლნ დოლარზე მეტი გამოსძალეს. ეს მონაცემი კომპანიების მხრიდან სხვადასხვა დროს მეანაბრეებისთვის მიყენებული ზარალის ამსახველ ციფრებს ეყრდნობა. მარტო საფინანსო კომპანია საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80 მლნ დოლარს შეადგენს. ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას მეანაბრეებისგან 20 მლნ დოლარზე მეტი თანხა აქვს მითვისებული, ხოლო უფრო ადრე ოქროს ირემმა მომხმარებლები 10 მლნ დოლარში გადააგდო.

 

ფინანსური პირამიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საეჭვოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთია. როდესაც კომპანია წინასწარ გეგმავს მომხმარებლების თანხის მითვისებას, ის კლიენტებს საბაზროზე რამდენჯერმე მეტ სარგებელს ჰპირდება. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი რეზონანსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ სექტორის რეგულაცია აუცილებელია, რადგან სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაზარალდეს.

 

დღესდღეობით მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ რამდენიმე ათასი ადამიანია დაზარალებული. სამომავლოდ ეს რიცხვი რამდენით გაიზრდება, წინასწარი პროგნოზი ძნელია, თუმცა, ალიბეგაშვილი დარწმუნებულია, რომ გარკვეული რეგულირების გარეშე დაზარალებულთა რიცხვი უთუოდ გაიზრდება.


 

წინასწარ შეუძლებელია განვსაზღვროთ, რამდენი ადამიანი დაზარალდება სამომავლოდ ფინანსური პირამიდის გამო. შარშან ზაფხულიდან შემოდგომამდე მოხდა პირველი მსხვილი პირამიდული კომპანიის ჩამოშლა ეს იყო საქართველო. არაოფიციალური ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში უკვე ასეთი ბიზნესის ჩამოშლის 3 შემთხვევა დაფიქსირდა და 100 მლნ-ს აღემატება ჯამური თანხა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა იზარალეს. მათი რიცხვი 5 000 ადამიანს შეადგენს.

 

პირამიდული ტიპის ბიზნესი საქარველოში, რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს, მათი ჩამოშლის საფრთხე საკმაოდ დიდია. რამდენი ადამიანია ამ ეტაპზე ჩართული ან თანხობრივად რამდენი მილიონი ლარი ბრუნავს ასეთ კომპანიებში, ამის თქმა შეუძლებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერავინ გააკეთებს, სანამ ე.წ. ბიზნესი არ დაინგრევა და რეალურად ვეღარ შეძლებს თაღლითური გეგმით მუშაობის გაგრძელებას.

 

მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ამ ტიპის ბიზნესის კრიმინალიზება მოხდეს. არა მხოლოდ ბიზნესსაქმიანობა იყოს კანონით დასჯადი, არამედ მისი პროპაგანდაც კი. ამ სქემაში უკვე ჩაბმული მოქალაქეების მიერ ახალი ხალხის ჩათრევა უნდა ისჯებოდეს და მთლიანად რეგულაციის ქვეშ უნდა ექცეოდეს სისტემა. სამწუხაროდ, საქართველოში ფინანსური განათლების დონე არის ძალიან დაბალი. ამიტომ მარტივია მოსახლეობაზე გავლენის მოხდენა საპროცენტო განაკვეთზე სპეკულირებით, - განუცხადა რეზონანსს ალიბეგაშვილმა.

 

პირამიდული ბიზნესის გააქტიურებას ეროვნული ბანკისა და მთავრობის პასიურ პოლიტიკას უკავშირებს საბანკო სფეროს სპეციალისტი ირაკლი ბერძენაძე. მისი თქმით, სებ-ი მოსახლეობას მხოლოდ განცხადებების მეშვეობით აფრთხილებს, რეალურ ნაბიჯებს კი არ დგამს.

 

ფინანსური პირამიდა, როგორც ტერმინი, უნდა განმარტოს ეროვნულმა ბანკმა და ამის შემდგომ დაიწყოს რეგულაციებზე მუშაობა. რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. აუცილებელია მკაცრი კონტროლი, მაგრამ ეროვნული ბანკი ამ რეგულაციიდან ძალიან შორსაა, არავითარ პრევენციას არ ახორციელებს. მათი პოლიტიკა შემოიფარგლება მხოლოდ მოსახლეობის გაფრთხილებით. შემდეგ შეშინებული ხალხი მიდის და ფულის გამოტანას იწყებს, რაც ქაოსს იწვევს.

 

ასეთი განცხადებების ნაცვლად უმჯობესია, რეალურად მიხედონ საქმეს და რეგულაცია დააწესონ, როგორც ეს ონლაინ სესხების შემთხვევაში მოხდა. ამ კომპანიებს, რომლებსაც პირამიდულს უწოდებენ, სებ-მა უნდა მოსთხოვოს, რომ მოგების 15-20% განათავსოს ეროვნულ ბანკში, რაც რისკებისგან დაიცავს ხალხს. ახლა ამასაც ვერ მოითხოვენ, რადგან ბაზარზე შეიქმნება ქაოსი. ეს პრობლემა დაწყებულია დიდი ხნის წინ და დღემდე არ მიუღიათ რეალური გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ, - განუცხადა რეზონანსს ბერძენაძემ.

 

 

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები