ყოფილი კაზინო „არაგვის“ ტერიტორიაზე 100-მილიონიანი პროექტი გაურკვეველი ვადით შეჩერდა

access_time2017-10-09 11:00:45

სანაპიროზე, რესტორან „არაგვის“ ნაცვლად ახალი მრავალფუნქციიური კომპლექსის მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. კომპლექსის მოსაწყობად დაფინანსების მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა „კომერსანტს“ განუცხადა, ტერიტორია საკმაოდ მოცულობითია, პროექტის ღირებულება ნებისმიერი სახით საკმაოდ დიდია, შედეგად, ასეთი მასშტაბისთვის ინვესტორის მოძიება საკმაოდ რთულია.

 

როგორც გადაევი აცხადებს, ტერიტორიის ფართობი პროექტის სირთულეს განაპირობებს. საუბარია, ჯამში 50 000 კვადრატულ  მეტრ ფართობზე, რომლის ათვისებაც, ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით უნდა მოხდეს.

 

კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროექტის განხორციელება და რატომ ვერ ხერხდება ინვესტორების მოძიება, გადაევი განმარტავს, რომ საქართველო, რაც ინვესტორებისთვის საინტერესო გახდა, დღემდე უძრავ ქონებაში 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია მხოლოდ რამდენიმემ ჩადო. მისი განცხადებით, საქართველოში უძრავ ქონებაში ყველაზე რთულია ინვესტიციების მოზიდვა.

 

„სხვა დანარჩენი დარგები, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებრივ რესურსებთან,  კომუნიკაცებთან ან ინფრასტრუქტურასთან, ინვესტორებისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია. 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ უძრავი ქონება ბევრად უფრო გრძელვადიანი და დაბალმომგებიანი სექტორი გახდა“ - აცხადებს გადაევი.

 

როგორც გადაევი აცხადებს, კომპანიამ რამოდენიმე სახის კონცეფცია დაამუშავა. მისი თქმით, არსებობს პროექტის 3-4 ვარიანტი, თუმცა აქედან რომელზე შეჯერდებიან და საბოლოოდ რომელი შევა თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვისთვის, ამ დროისთვის უცნობია. გადაევის განცხადებით, ყველა ვარიანტის შეთავაზება ხდება ინვესტორებისთვის,  მათ შორის, რეიტინგული კი საბოლოო პროექტი იქნება.

 

„ინვესტორებთან კონკრეტული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა, მათგან დაინტერესება არსებობს. ინტერესის გამოხატვას რეალურობამდე ბევრი აკლია“ - აცხადებს გადაევი.

 

როგორც ცნობილია, არაგვის ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს. თავდაპირველად ტერიტორიაზე „ჰაიატის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა კომპანია სასტუმრო Hyatt Regency-ის იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში აშენებს.

 

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პროექტის ფოტოები, რომლის მიხედვითაც, სანაპიროზე, გმირთა მოედნის მიმდებარედ 5 მრავალსართულიანი და მულტიფუნქციური შენობა უნდა აშენდეს. „კომერსანტი“ გთავაზობთ აღნიშნულ ფოტომასალას.

 

width=599

 

width=603

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...

„გალთ & თაგარტის“ გაუფასურებული შესაძლებლობები -კომპანიის კონსოლიდირებული ზარალი 27 მილიონ ლარს აღწევს

person access_time2017-10-20 13:15:00
„სს გალთ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის BGEO-ს წევრია, რომელიც ქვეყანში ყველაზე დიდ საფინანსო საინვესტიციო ჯგუფს წარმოადგენს. BGEO საქართველოს საფინანსო ბაზრის ლიდერის  „საქართველოს ბანკის“ მფლობელია.     ,,გალთ & თაგარტი“  - ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით - საინვესტიციო საბანკო მომსახურება;  აქტივების მართვა; დაგროვილი ქონების მართვა; საბროკერო მომსახურება....


მსგავსი სიახლეები