ინვესტორები და ანალიტიკოსები ევროს კურსის ვარდნის შესაძლო მიზეზებს ასახელებენ

access_time2017-10-07 14:00:00

კატალონიაში გამართული რეფერენდუმის შემდეგ, დოლართან მიმართებაში ევროს ფასი იმაზე ნაკლებად შემცირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა ეს შესაძლოა იმ ახალი ტრენდის მხოლოდ დასაწყისი იყოს, რომელსაც სავალუტო ბაზარზე მომუშავე ინვესტორები დიდი ხანია ელიან.


ევროს ფასი დოლართან მიმართებაში ამ ეტაპზე 1.1770-ის სიახლოვეს იმყოფება. კატალონიურმა რეფერენდუმმა წყვილის ფასი დაახლოებით 60 პუნქტით შეამცირა, რაც თითქმის არაფერია. მაგრამ ანალიტიკოსები ელიან, რომ მალე უფრო მკვეთრი კლების დაწყებაა მოსალოდნელი. დაღმასვლის დაწყების შემთხვევაში, პირველი რეალური ბარიერი (ფსიქოლოგური) შეიძლება 1.15 დოლარი გახდეს, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც, წყვილის ფასი 1.13-სკენ და შესაძლოა უფრო შორს, 1.1-1.2 დოლარისკენაც წავა

.
ამასთან, ანალიტიკოსები და ინვესტორები მიიჩნევენ, რომ წყვილის ფასის კლება ერთი-ორი (ან მეტი) თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც, ევროს გაცილებით ხელსაყრელ ფასში შეძენა იქნება შესაძლებელი.



ანალიტიკოსები იმ 6 ძირითად მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ არის მოსალოდნელი დოლართან წყვილში ევროს კურსის კლება:



კატალონიის რეფერენდუმი და გერმანიის არჩევნები



ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ რეგიონში ჩატარებულ, ცენტრალური მთავრობის მიერ არასანქცირებულ რეფერენდუმში, ამომრჩეველთა საერთო სიის 43%-მა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 90%-მა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. ცენტრალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ სეპარატისტებთან ვაჭრობას არ აპირებს. ამასობაში კი ხალხი მასობრივ გაფიცვებს ატარებს, რაც ესპანეთის ისედაც კრიზისის ზღვარზე მყოფ ეკონომიკას ძლიერ აზარალებს.



რაც შეეხება გერმანიას, ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატების პარტიამ ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვება კი მოიპოვა, მაგრამ მმართველ ძალად ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. იმავდროულად, არჩევნებში მესამე ადგილი გაერთიანებამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაიკავა, რომელიც ევროკავშირისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი.
ამ ორ გარემოებას, გამწვავების შემთხვევაში, ინვესტორთა ევროსადმი განწყობის შეცვლა შეუძლია. ამ შემთხვევაში ისინი ევროს გაყიდვას დაიწყებენ და საკუთარი აქტივების დოლარში დაბანდებას დაიწყებენ;



მაკროეკონომიკა და  განსხვავებული პროგნოზები



მაგალითად, ევროპაში სამომხმარებლო ფასები აგვისტოსა და სექტემბერში 1.5 პროცენტით გაიზარდა. პროგნოზი 1.6%-ით ზრდა იყო. იმავდროულად, ევროზონაში უმუშევრობის დონე უცვლელად, 9.1 პროცენტის დონეზე დარჩა. პროგნოზი კი 9.0%-მდე შემცირებას ვარაუდობდა. ეს გარემოება ინვესტორებს ევროს გაყიდვისთვის დამატებით საბაბს აძლევს;



ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) უცვლელი პოლიტიკა



თუ ესპანეთში სიტუაცია გამწვავდა, ამან შესაძლოა ევროზონაში უმუშევრობის დონე გაზარდოს, ინფლაციის ზრდა კი შეანელოს. ამ შემთხვევაში, ECB თავის ოქტომბრის შეკრებაზე, მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად დატოვებს. ევროზე საპროცენტო განაკვეთი ნული პროცენტის დონეზე დარჩება. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში 

 

მოქმედმა ბევრმა საინვესტიციო და საპენსიო ფონდმა შესაძლოა ევროს ზურგი აქციოს და ისინი თავიანთ აქტივებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი) ვალუტებში დააბანდებენ;


დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევა



ჩამოთვლილ სამ გარემოებაზე ძლიერი ფაქტორი არის იმის გაზრდილი მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზევო სისტემა დოლარზე საპროცენტო განაკვეთს წელს მესამედაც ასწევს. ამის მოლოდინი პარასკევს კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფილადელფიის სარეზერვო ბანკის თავმჯდომარე პატრიკ ჰარკერმა განაცხადა, რომ დოლარზე განაკვეთის აწევისთვის ყველაზე შესაფერისი მომენტი დეკემბერში იქნება. უფრო მეტიც, მან არ გამორიცხა ისიც, რომ ეს უფრო ადრეც მოხდეს;



დოლარის გამყარება



საპროცენტო განკვეთის აწევის გარდა, აშშ-ის ფედ-ი იმისთვისაც ემზადება, რომ მის ხელთ დაგროვილი აქტივების უზარმაზარი მასის (რამდენიმე ტრილიონი დოლარის საფასურის) გაყიდვა დაიწყოს. ეს გარემოება დოლარის წისქვილზე დაასხამს წყალს, რაც ამერიკული ვალუტის გამყარებას გამოიწვევს;



პრეზიდენტ ტრამპის საგადასახადო რეფორმა



ამ რეფორმის პროექტი ამჟამად განხილვის პროცესშია. მთავრობა მას ამომრჩევლებს აცნობს და არწმუნებს, რომ ისინი ამ რეფორმით მოგებულები დარჩებიან, რადგან რეფორმა გადასახადებს არა მხოლოდ მდიდრებს და მსხვილ კორპორაციებს, არამედ საშუალო და მცირე ბიზნესსაც შეუმცირებს. გარდა ამისა, მსხვილი კორპორაციებისთვის გადასახადების შემცირების პარალელურად, მათთვის მოქმედი შეღავათების სისტემაც გაუქმდება. რეფორმის გატარებას, დოლარის გამყარება შეუძლია.

 

ბიზნესპრესნიუსი



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები