სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იხსნება

access_time2017-10-06 09:10:42

დღეს, აჭარაში, ევროპის მოედანზე სტარტს აიღებს სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები და მასტერკლასები, ღვინის სახალხო დაწურვა და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რაც ფესტივალის სტუმრებს 4 საათიდან ელოდებათ. ორი დღის განმავლობაში მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

 

სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“-ს მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. 6-7 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე მისული სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარის სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ფესტივალი დაყოფილი იქნება თემატურ კუთხეებად:

 

  • ყველი და რძის პროდუქტები შუახევიდან
  • ჩხავერი და ცოლიკაური ქედის საოჯახო-სასტუმრო სახლებიდან
  • თაფლი, ჩურჩხელა, ფელამუში, ბაქლავა და სხვა ტკბილეული ხელვაჩაური-

 

ქობულეთიდან

 

  • ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა სოფლებიდან

 

სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში. გაიმართება განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. კონკურსის გამარჯვებულები ნატურალური პროდუქტებით დაჯილდოვდებიან.

 

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება საწნახელში ღვინის სახალხო დაწურვა იქნება, რომელიც 7 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება. ტურისტები და სტუმრები ევროპის მოედანზე საჯაროდ დაწურავენ ღვინოს, რომელიც ერთ-ერთ საოჯახო მარანს გადაეცემა. 2018 წლის ფესტივალზე, კი უკვე ეტიკეტირებული ღვინო სახალხოდ გაიხსნება და დაგემოვნდება.

 

საინტერესოა ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც. ყოველდღე, 16:00 საათიდან 20:30 საათამდე, ფოლკლორ შოუებს სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები „ბერმუხა“, „ბათუმი“, “ფესვები“, „შავფაროსნები“, „ელესა“, “ქობულეთი“, „მაჭახელა“ და „ათძალი“ წარმოუდგენენ. 6 ოქტომბერს ფესტივალს ბენდი „ლურჯი იალქანი, 7 ოქტომბერს კი ჯგუფი „ფრანი“ დაასრულებს.

 

 

 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები