ტექდათვალიერება საბურავებს, ავტონაწილებსა და მომსახურებას გააძვირებს

access_time2017-10-07 16:00:00

ავტომობილების ტექდათვალიერების ვალდებულება სათადარიგო ნაწილებისა და საბურავების გაძვირებას გამოიწვევს. 


პარალელურად მოიმატებს ავტოხელოსნების მომსახურების საფასურიც. როგორც გაზეთი „რეზონანსი წერს, იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ მანქანის მოწყობილობის რამდენიმე დეტალის ფასი ნამდვილად აიწევს, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ნაწილს, რომელზეც ბოლო დრომდე ყველაზე ნაკლები მოთხოვნა იყო. დეფიციტი მოსალოდნელი არ იქნება, მაგრამ ფასები შეიცვლება.



ტექდათვალიერება არ არის ერთადერთი საკითხი, რაც ავტონაწილებისა და მომსახურების ფასზე იმოქმედებს. ლარის გაუფასურებისა და იმ ტენდენციის გამო, რომელიც დღესდღეობით სავალუტო ბაზარზეა, გაძვირება ისედაც გარდაუვალია.



მიუხედავად ამისა, ავტოსათადარიგო ნაწილების ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ფასთა ცვლილება ყველა მარაგნაწილს არ შეეხება.



კომპანია ავტობანის დამფუძნებელი ბაკურ ხუნდაძე ვარაუდობს, რომ ავტომობილისთვის აუცილებელ სათადარიგო დეტალებს მასშტაბურად არავინ გააძვირებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, მოვაჭრეების ნაწილმა სიტუაციით მართლაც ისარგებლოს.



ეს ბიზნესია და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ. ყოველთვის შეიძლება სიტუაციის შეცვლა, განსაკუთრებით - როცა საქმე ფასს ეხება. ტექდათვალიერების ამოქმედებასთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავ, ზოგიერთმა იმპორტიორმა სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და პროდუქცია გააძვიროს. ალბათ, ფასს მოუმატებენ ისეთ ნაწილებს, რომლებიც დღესდღეობით ძნელად იშოვება.



ჩემი აზრით, კატალიზატორებზე გაიზრდება მოთხოვნა. იგი ერთ-ერთი ძვირი დეტალია მანქანებში. რა თქმა უნდა, ყველა შეეცდება, რომ ჩამოიტანოს, მაგრამ გარკვეული პრობლემა მაინც მოსალოდნელია. ავტობაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია. ვერავინ დააბრალებს რომელიმე კომპანიას მონოპოლიურ საქმიანობას, ასეთი ფაქტი არ გვაქვს. ძალიან დიდი კონკურენციაა, მეწარმეები დაბალი მარჟით მუშაობენ და ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასს. თუ ვინმე გაძვირებას შეეცდება, ეს იქნება მოკლევადიანი ეფექტი და ძალიან მალე მოგვარდება სიტუაცია, - აცხადებს რეზონანსთან ხუნდაძე.



ცალკე თემაა მეორეული საბურავები, რომელთა რეალიზაციას ტექდათვალიერების პროცესი ხელს შეუშლის. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ამ ბიზნესს ქვეყანაში ძალიან გაუჭირდება.




საბურავების ბიზნესის მიმართ სახელმწიფო ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, ტექდათვალიერების პროცესში სრულიად ახალ საბურავებს მოითხოვენ, თუ კარგი ხარისხის მეორეული პროდუქციაც იქნება დაშვებული. ასეა თუ ისე, ჯერ უნდა გაიწოვოს ქვეყანაში უკვე იმპორტირებული საბურავები და მერე დაწესდეს აკრძალვა, თუ ეს აუცილებელი გახდა.



უამრავი ადამიანია ამ ბიზნესში და რეალურად ძალიან გაუჭირდებათ. მაშინ, ჯერ უნდა აეკრძალათ მეორეული საბურავების შემოტანა და მერე შემოეღოთ სტანდარტი. ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს.



კანონმდებლების მიმართ ნამდვილად გვიჩნდება უნდობლობა, როცა ტრანსპორტის სფეროს რეგულაციებს შეეხება საქმე. ამ შემთხვევაში კონკრეტულად საბურავების ბიზნესზეა საუბარი, - ამბობს ბაკურ ხუნდაძე.



ავტონაწილების მასობრივ გაძვირებას გამორიცხავს, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში საფასო ცვლილებას ელოდება იმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძეც. მისი აზრით, მსხვილი ბიზნესი არსებულ გამოწვევას გაცილებით უპრობლემოდ გაართმევს თავს.



ტექდათვალიერებისთვის საჭირო ავტონაწილები ბაზარზე ისედაც შემოტანილია. ბიზნესმა ამაზე უკვე იზრუნა, მაგრამ გააჩნია, ნაწილების დამატება რა კატეგორიის მანქანებზე გახდება საჭირო. არა მგონია, მასობრივი გაძვირება მივიღოთ, მაგრამ მოთხოვნა აშკარად მოიმატებს. მართალია, მანქანის ზოგიერთი დეტალი შეიძლება, გაძვირდეს, მაგრამ დეფიციტს არ ველოდები. კეთილსინდისიერი ბიზნესმენი ამ სიტუაციით არ ისარგებლებს. ეს ტენდენცია ბაზრობებზე უფრო მოსალოდნელია.



ბევრი მანქანა დადის დღეს კატალიზატორის გარეშე. ამ დეტალზე აშკარად გაჩნდება მოთხოვნა და შეიძლება, დეფიციტიც შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში ფასიც მოიმატებს. ეს ერთადერთი ნაწილია, რომელზეც 100%-ით შემიძლია თქმა, რომ გაძვირდება, - ამბობს ჯამაგიძე.



სპეციალისტები აქცენტს ავტონაწილების ხარისხზე აკეთებენ. ეკო ტრანსპორტ ცენტრის აღმასრულებელ დირექტორ ვასო ურუშაძის ინფორმაციით, საქართველოში შემოდის საერთაშორისო და ევროსტანდარტების აკრედიტაციის გარეშე დამზადებული სატრანსპორტო საშუალებების არალიცენზირებული ნაწილები, რომლებიც ბაზარზე ხელმისაწვდომიცაა და იაფიც.



უხარისხო ნაწილების იმპორტიორ ქვეყნად მხოლოდ ჩინეთი არ უნდა მივიჩნიოთ, სხვა ქვეყნებიც არ აკლებენ. საქართველოში მსგავს იმპორტს არავინ აკონტროლებს. ამიტომ დაბალი ხარისხის ავტონაწილების წარმოება და იმპორტზე გატანა ყველა ქვეყანაში შესაძლებელია, - ამბობს ურუშაძე და დასძენს, რომ საქართველოში არავინ ამოწმებს იმპორტირებული პროდუქციის ბრენდის ნამდვილობას, გვხვდება წარწერები, რომლებიც თითქოს ევროპულ, იაპონურ ბრენდს მიეკუთვნება, სინამდვილეში, ის არის ე.წ. პატენტი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ ბრენდთან, რომლის მარკირებაც მასზეა დატანილი.


მძღოლებმა ერთ კონკრეტულ მარკას უნდა მიანიჭონ უპირატესობა და იმ ბრენდის ტექნიკური აგრეგატები გამოიყენონ, იქნება ეს მეორეული თუ ახალი სათადარიგო ნაწილები. რა თქმა უნდა, ახალი დეტალების გამოყენება კარგია, მაგრამ ძნელია, ყველას ვურჩიოთ მათი შეძენა.



ბევრად მნიშვნელოვანია, ხარისხზე გააკეთონ აქცენტი და გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ავტომობილების ნაწილების მწყობრიდან გამოსვლამ არ მოახდინოს გავლენა მოძრაობის უსაფრთხოებაზე და ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს, - განუცხადა რეზონანსს ურუშაძემ.

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები