პირველადი დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობა – ქართველი სტუდენტის სტარტაპი Your Safety

access_time2017-10-07 16:50:24

პირველადი დახმარების მნიშვნელობა, ქვეყნის დონეზე, განიხილება, როგორც უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი. ყველა ადამიანი ასრულებს მთავარ როლს იმისათვის, რომ EMS (Emergency Medical Service) სისტემამ იმუშაოს ეფექტურად. პირველადი დახმარების შესახებ ინფორმაციის ქონის, კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარი როლის განსაზღვრისა და შესაბამისი მოქმედების პარალელურად, საჭიროა სათანადოდ აღჭურვილი პირველადი დახმარების სათავსო, რომლის ფლობაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უბედური შემთხვევების სიკვდილით დასრულების ალბათობას ამცირებს.

 

კომპანია Your Safety – სტუდენტ მარიამ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ახორციელებს უსაფრთხოებისა და პირველი დახმარების ყუთების იმპორტს თურქეთიდან საქართველოში: „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცნობიერების დონის ზრდას, შრომის უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების შესახებ, ასევე აღვჭურვოთ ინდივიდუალური მომხმარებლები თუ მსხვილი კომპანიები შესაბამისი ხარისხიანი ინვენტარით“, – მარიამ ივანიშვილი კომპანია Your Safety-ის დამფუძნებელი და დირექტორი.
 

 

- რამ გამოიწვია თქვენი ამ სფეროთი დაინტერესება და რა პრობლემას ჭრის Your Safety-ს არსებობა?

 


–ყოველდღიურობაში ხშირია იმის ინციდენტი, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,  სასწრაფოს მოსვლამდე, ვერ ხერხდება, თუნდაც,  მინიმალური პირველადი დახმარების გაწევა დაზარალებულთათვის, შესაბამისი აღჭურვილობის არ ქონის გამო, გარდა ამისა, არსებობს უამრავი უცხოური მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს, რეალურად, კარგად გამართული უსაფრთხო სასიცოცხლო გარემო. ჩვენი პროდუქტი ხელს უწყობს მომხმარებელს, დროულად აღმოუჩინოს პირველადი  დახმარება დაზარალებულს და შესაბამისად, ბიძგი მივცეთ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს შექმნას.

 

- რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ საზოგადოებაში პირველადი დახმარების შესახებ ცნობიერების გაზდრის პროცესში?


ჩვენი კომპანია თანამშრომლობს “Safety academia-სთან“, რომელიც უშუალოდ შრომის უსაფრთხოების დაცვაზე მუშაობს, ასევე ატარებს სერტიფიცირებულ ტრენინგებს პირველადი დახმარების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენც ვაწვდით ინფორმაციას მომხმარებელს.

 

- რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პირველადი დახმარების სათავსო და რის მიხედვით ხდება კომპლექტაცია?


ყუთებს გააჩნია საერთაშორისო სტანდარტული კომპლექტაცია:


OSHA – Occupational Safety and Health Administration;


ISO- International Organization for Standardization;


ILO- International Labour Organization.


თუმცა კომპანია იძლევა საშუალებას, თითოეული მათგანი დაკომპლექტდეს კლიენტის მოთხოვნისა და საწარმოს სპეციფიკის გათვალისწინებით.ჩვენი პროვაიდერი კომპანიაა first plus, რომელიც თურქეთში XX საუკუნიდან მოღვაწეობს და აწარმოებს პირველადი დახმარების ინვენტარს. ყუთები უკვე დაკომპლექტებულია first plus -ის მიერ, პროდუქცია მრავალფეროვანია და გამოიყენება როგორც სამუშაო ადგილის (ფაბრიკა-ქარხნები, სამშენებლო ობიექტები, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები თუ ოფისები) სკოლებისქ თუ უნივერსიტეტებისთვის, ისე სამოგზაუროდ, ველოსიპედებისა ავტომობილებისთვის.

 

ასევე, გვაქვს სპეციალური დამწვრობის ყუთი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ საშუალებით, რომელიც დამწვრობის გავრცელების პრევენციას ახდენს და ხსნის უსიამოვნო შეგრძნებას.

 

- სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება, მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ რა არხებს იყენებთ?


ოფისი ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში მდებარეობს, თუმცა გვაქვს მიტანის სერვისიც. ჩვენი პროდუქციის სარგებლობის შესახებ, როგორც უკვე აღვნიშნე, იმართება ტრენინგები, ამასთანავე, პროდუქტსაც თან ახლავს ანოტაცია. კომუნიკაცია ხდება ფეისბუკგვერდისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

 

MARKETER



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები