Lingwing – უცხო ენების შემსწავლელი ქართული ონლაინ პლატფორმა

access_time2017-10-07 15:00:00

უცხო ენების ონლაინ შესწავლა თანამედროვე ეპოქაში ადაპტირებული და საკმაოდ პოპულარული სწავლების ფორმაა, თუმცა მრავალ უპირატესობასთან ერთად, რასაც დროის დაზოგვა, დავალებების სასურველ დროსა და ადგილას შესრულების შესაძლებლობა და ა.შ. ჰქვია, ნაკლოვანებებიც თან ახლავს. მაგალითად, არსებული სახელმძღვანელოებისა და ტრადიციული, აუდიტორიული მეთოდოლოგიის გავლენა, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს პედაგოგის უშუალო მონაწილეობას, სწავლის პროცესში.

 

Lingwing – უცხო ენების შემსწავლელი ქართული ონლაინ პლატფორმა – მამა-შვილის, დავით და ვატო ველიაშვილების ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავდა უცხო ენის ონლაინ შესწავლას მარტივად, სწრაფად და გასაგებად. თავდაპირველად, პლატფორმა Teach.ge-ს სახელით პოზიციონირებდა, დღეს კი LINGWING-ით და გლობალურ ინტერნეტ სივრცეზე ორიენტაციით, მომხმარებლებს სთავაზობს 5 ენის შესწავლას: ინგლისური, იტალიური, ფრანგული, რუსული, ესპანური, რუსული. მარკეტერი ვატო ველიაშვილს ესაუბრა პროგრამის შექმნის საჭიროებაზე, სწავლების განსხვავებულ მიდგომასა და იმ პრობლემაზე, რასაც კომპანია Lingwing-ის არსებობა ჭრის.

 

 

- რის საფუძველზე მიხვდით, რომ საჭირო იყო უცხო ენების ონლაინ პლატფორმის შექმნა?


დაახლოებით 5-6 წლის წინ, მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ ინგლისური ენის ონლაინ რეჟიმში სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაშე სხვადასხვა ამოცანა იდგა, მამაჩემი დამწყები იყო, ხოლო მე ცოდნის გაუმჯობესება მინდოდა, ვერცერთმა ჩვენგანმა მოვიძიეთ ისეთი რესურსი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა: პროგრამები იყო ან ძალიან მარტივი (მხოლოდ ვიზუალური ეფექტებით გაფორმებული); ან ძალიან რთული (სადაც საიტის ინტერფეისში გარკვევას იმდენი დრო სჭირდებოდა, რომ ინგლისურის სწავლა მეორე პლანზე გადადიოდა). შედეგად, თავდაპირველად მხოლოდ ჩვენთვის, შევქმენით საიტის პროტოტიპი teach.ge, თუმცა მალევე გაგვიჩნდა უკვე ჩვენთვის უცნობი, ამასთან, კმაყოფილი მომხმარებლები. მათი მხრიდან კი გაჩნდა ახალი ენების დამატების მოთხოვნა და დავამატეთ ინგლისურის ახალი კურსები, რუსული, იტალიური, ფრანგული ენები და ასევე, ქართული ენის შესასწავლი პროგრამა.

 

- რატომ შეწყვიტეთ teach.ge-ს სახელით სწავლება და რას უკავშირდება Lingwing-ის შექმნა?


ჩვენზე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტები და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო ადრე თუ გვიან – საიტი ჩამოიშალა, რისი მიზეზიც, რუსთავი 2-ზე გასული ჩვენი სიუჟეტი გახდა. ამ დროს, ჩვენს საიტზე 8000-მდე მომხმარებელი შემოვიდა და ასეთ დატვირთვას ჩვენმა პროტოტიპმა ვერ გაუძლო. შესაბამისად, გადაწყდა, რომ გავაკეთებდით ახალ საიტს გლობალური ინტერნეტსივრცისათვის, სადაც იქნებოდა ბევრი ენა და ახალი შესაძლებლობები.

 

ასე გაჩნდა Lingwing.com, რომელიც  2017 წლის დასაწყისში ამუშავდა, საწყის ეტაპზე, 2 თვიანი სატესტო რეჟიმით. ამ ეტაპზე, საიტზე 30 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული, კონვერსია 3.3%, ხოლო განმეორებითი ყიდვები, დაახლოებით, 50%-ია. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 12 ადამიანი და ვაგრძელებთ პროექტის მასშტაბირებაზე მუშაობას. პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც ვებზე, ისე აპლიკაციაზე, Android-ისა და iOS ოპერაციული სისტემებისთვის. კომპანია საქართველოში ჩატარებული სტარტაპების არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მაგალითად, GITA-ს საგრანტო კონკურსის, სტარტაპ საქართველოსა და ა.შ.

/

- სწავლებისადმი როგორი მიდგომა გაქვთ და რა პრობლემას ჭრის კომპანიის ფუნქციონირება?


ჩვენი პროგრამები ამოცანის დასმისა და ალგორითმების სპეციალისტების მიერ არის შექმნილი, პროგრამისტებსა და უცხო ენების სპეციალისტებთან ერთად. პირველ რიგში, ჩვენი სწავლების განსხვავებული მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ დავალებების შესრულება საწყისი ეტაპიდანვე წერითი ფორმით ხდება, რაც მასალის დამახსოვრებას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. ნასწავლი მასალის გამყარების მექანიზმი ხორციელდება ინტერვალური გამეორების, მათემატიკური ფორმულებისა და ალგორითმების საშუალებით, რაც გარანტირებულ დადებით შედეგს იძლევა და რომლის დეტალებიც ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რაღა თქმა უნდა, არის კონტენტის შექმნის პრინციპი და დავალებების ალგორითმები. კონტენტის შექმნის პრინციპი უკავშირდება მომხმარებლის მიყვანას დიალოგამდე და მონოლოგამდე. ყოველი ახალი თავი, რომელსაც ახალი გრამატიკული მასალა „აშენდება“, სწორედ ამას ემსახურება. მომხმარებელი მისთვის შეუმჩნევლად და იოლად ერთვება სულ უფრო რთულ დიალოგებსა და მონოლოგებში, ამასთანავე, ეს ყოველივე ხდება გრამატიკული წესების დაზეპირების გარეშე.

 

- კონკრეტულად, რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?


დაწყებითი დონის შესასწავლი პროგრამის სტრუქტურა დავალებების 12 ძირითადი ტიპისგან შედგება. ესენია: კარნახი; თარგმნა; გამეორება; შეცდომების გასწორება; ანბანი; დიალოგი; გრამატიკა; წინადადებაში გამოტოვებული სიტყვების შევსება; საკუთარი ხმის ჩაწერა და რეალურთან შედარება; ხმის ამოცნობა; სიტყვების დამახსოვრება. ყოველ დავალებას აქვს დასაშვები შეცდომების ლიმიტი და ეს ლიმიტი მცირდება დავალების სწორად შესრულების შემდეგ, ყოველ მომდევნო ეტაპზე (სულ 3 ეტაპი/დონეა) და შესაბამისად, რთულდება მისი შესრულება.
ერთი და იმავე სიტყვის დაწერა ისე, რომ ეს მოსაბეზრებელი არ გახდეს, სხვადასხვა წინადადებაში, ერთსა და იმავე ეტაპზე, მინიმუმ 10–ჯერ უწევს მომხმარებელს. პროგრამის დასრულებამდე  ამგვარი ინტერვალური გამეორების პრინციპის გამოყენება, გარანტირებულ დადებით შედეგს იძლევა.

 

პროგრამაში ყველა დავალება გახმოვანებულია ენის მატარებლების მიერ. პროგრამა ავტომატურად ახმოვანებს დაწერილ სიტყვას/წინადადებას. გარდა ამისა, მომხმარებელს ნებისმიერი დავალების გახმოვანება თავად შეუძლია იმისათვის, რომ შეადაროს მის მიერ ნათქვამი სიტყვა/წინადადება დიქტორის მიერ გახმოვანებულ ტექსტს. დავალებების გარკვეული ნაწილი კი მომხმარებლის მიერ წარმოთქმული ტექსტის კომპიუტერული პროგრამის მიერ ამ ტექსტის ამოცნობაზეა ორიენტირებული.

 

- სასწავლო პროგრამის დასრულების დრო ავტომატიზებულია?


სტატისტიკის მიხედვით, ერთი ნებისმიერი კურსის დასასრულებლად, დაახლოებით, 40 საათია საჭირო. დავალება შესრულებულად/ნასწავლად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც მასზე მომხმარებელი, პროგრამის გავლის სხვადასხვა ეტაპზე, 3-ჯერ გასცემს  სწორ პასუხს. არასწორად შესრულებულ დავალებებს პროგრამა იმახსოვრებს და პერიოდულად უბრუნდება მას, სანამ სწორი პასუხი არ იქნება გაცემული. ამიტომ, პროგრამის ალგორითმი გამორიცხავს რაიმე მასალაზე „გადახტომასა“ და გამოტოვებას.



დღეისათვის მარკეტინგულ კამპანიას ვაწარმოებთ მხოლოდ საქართველოში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს 18 ქვეყნიდან შეიძინეს ჩვენი პროგრამა. უკვე წლის ბოლოსათვის, პროგრამის გავრცელების პრიორიტეტული მიმართულებები იქნება დსთ-ის ქვეყნები და თურქეთი. მომავალი წლიდან კი აშშ, რის შემდეგაც ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებები გახდება ჩრდილო და ლათინური ამერიკა, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნები.

 

MARKETER



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...


მსგავსი სიახლეები