ადამიანი, რომელიც პარიზში ტურებს ქართულად ატარებს!

access_time2017-10-07 12:00:27

გარი საფარიანი – საფრანგეთის რესპუბლიკის ლიცენზირებული ეროვნული გიდი, თარჯიმანი და კონფერანსიე, არის ერთადერთი ქართულენოვანი გიდი საფრანგეთში. საუბრობს 7 ენაზე და ატარებს ვიზიტებს ლუვრის, ორსეს, მარმოტანის და სხვა სახელმწიფო თუ კერძო მუზეუმებში, პარიზის ოპერასა და საფრანგეთის სამეფო სასახლეებსა და ციხე-სიმაგრეებში. პარიზში საცხოვრებლად, დაახლოებით, 10 წლის წინ გადავიდა, ჯერ კიდევ ძველი პროფესიის უკეთ შესასწავლად. წარმატების მიუხედავად, საქმიანობის შეცვლა მოუხდა:

 

„დღევანდელ პროფესიაში მოხვედრა, ერთი მხრივ, შემთხვევითი გამოდგა, მეორე მხრივ კი, ალბათ, ლოგიკურიც. „ორსეს” მუზეუმში  ტურისტული ჯგუფების დახვედრის განყოფილებაში რამოდენიმე უცხო ენაზე (7 ენაზე ვლაპარაკობ)  მოლაპარაკე პერსონალს ეძებდნენ. ზოგადად, ტურიზმის სფერო ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და არ  დაგიმალავთ, რომ პირველი პროფესიიდან წასვლის შემდეგ, სწორედ გიდობის  შესწავლაზე ვოცნებობდი. ასეც მოხდა. მუზეუმში ეტაპობრივად ვითარდებოდა ჩემი პროფესიული ხაზი. დღეს გიდის პროფესიასთან ერთად, ვითავსებ „ორსეს” მუზეუმის საინფორმაციო დახლის დამხვედრი – გზამკვლევის ფუნქციას. გამოგიტყდებით, წინასწარ რომ მცოდნოდა, რაოდენ რთული და შრომატევადია ამ პროფესიაში თავის დამკვიდრება, ალბათ, ვერც გავბედავდი. თუმცა, ერთი  წუთითაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება.”

 

- თქვენ ხართ საფრანგეთის სრულუფლებიანი ეროვნული გიდიუფროკონკრეტულად რომ გვიამბოთ რას საქმიანობთ?

 

–დიახ. გახლავართ საფრანგეთის ეროვნული გიდი, რაც გულისხმობს იმას, რომ მაქვს მიღებული პროფესიული განათლება პარიზის მეათე უნივერსიტეტში. კერძოდ,  გიდების მომზადების ფაკულტეტზე. გიდის პროფესიის დასაუფლებლად მარტო ენების ცოდნა როდი კმარა. რთული პროგრამა სწორედ ამ ენების ჭკვიანურად გამოყენებას გულისხმობს. ურთულესი პროგრამა იყო. იყო ბედნიერების, წარმატების, ამავდროულად,  პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესი. დღემდე ასეა. გამოსაშვები გამოცდის შედეგების საფუძველზე (ჩემ დროს 7 სავალდებულო გამოცდა იყო ჩასაბარებელი) მივიღე დიპლომი და ამ დიპლომის საფუძველზე პროფესიული ბარათი, რომელსაც მხოლოდ საფრანგეთის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროები გასცემენ. ამ ბარათში სრული ინფორმაციაა გიდის შესახებ. ვიზიტებს ვატარებ ლუვრის, ორსეს, მარმოტანის, პომპიდუს და კლუნის, ჟაკემარ ანდრეზ და სხვა სახელმწიფო თუ კერძო მუზეუმებში. აგრეთვე, პარიზის ოპერაში და საფრანგეთის სამეფო სასახლეებსა და ციხე-სიმაგრეებში.

 

- საფრანგეთში ერთადერთი ქართულენოვანი გიდი ხართ . . .

 

–ეს ფაქტი ჩემთვის ორმაგად საამაყოა და ამით ძალიან ვამაყობ. ჩემს თანამემამულეებს მშობლიურ ენაზე ვუწევ გიდობას. ამაზე დიდი სიამაყე, ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, არ არსებობს. ხოლო ტურისტისთვის კი ეს მომენტი ერთობ სასიამოვნო რეაქციებს იწვევს. უცხო ქვეყნაში მას იმ ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ შინაარსს ქართულად ვაცნობ.

 

- მხოლოდ მუზეუმებში უძღვებით ტურისტებს თუ ქალაქშიც მართავთ ექსკურსიებს?

 

–გიდის პროფესია, განსაკუთრებით  საფრანგეთში, სრულყოფილ მომზადებას გულისხმობს. რაც იმას ნიშნავს, რომ გიდს ისევე უნდა შეეძლოს მუზეუმში ორსაათიანი ვიზიტის ჩატარება და კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორც პარიზის და საფრანგეთის ნებისმიერ ქალაქში საფეხმავლო ექსკურსიის უზრუნველყოფა და ტურის საინტერესოდ  აწყობა. აწყობა – ეს არის ზუსტი სიტყვა, რადგანაც არ არსებობს ორი ერთნაირი ექსკურსია. თითოეული ტური უნიკალურია. გიდის განათლება ასევე ვიწრო სპეციალურ განათლებასაც გულისხმობს. მაგალითად, არიან გიდები, რომლებიც მხოლოდ მუზეუმის დარბაზებში ან სამეფო სასახლეებში ატარებენ ვიზიტებს. პირადად მე, მრავალწახნაგოვანი განათლების მიღება მსურდა და ესეც სირთულეებთან გამკლავების სურვილით.

 

- რის ნახვას ურჩევთ ტურისტებს ქალაქში?

 

–ნებისმიერი ტურისტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სამოგზაუროდ ეშურება, თავისთავად, ოდესმე გაგონილ ან სურათებზე ნანახ ცნობად ღირსშესანიშნაობის ნახვას ანიჭებს უპირატესობას, რაც ძალიან კარგია და მე არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ, უპრიანი იქნებოდა, უცხო ქალაქში მოგზაურობისას, მის ქუჩებში სეირნობით დაწყება. ეს საშუალებას იძლევა ქალაქის სპეციფიკას გაეცნოთ. დააკვირდეთ იქაურ მცხოვრებლებს, დასხდეთ კაფეში (პარიზის შემთხვევაში ეს გარდაუვალია) და მხოლოდ შემდეგ – „კლიშეების” დალაშქვრა. თუ მხოლოდ რამდენიმე დღით ხართ, ნუ ეცდებით ყველაფერს შესწვდეთ. ეს შეუძლებელია. მე ათ წელზე მეტია, რაც პარიზში ვცხოვრობ და დღემდე აღმოვაჩენ ხოლმე ახალ-ახალ ადგილებს.

 

- ხშირად გვსმენია: „ტურისტების პარიზი” და „ნამდვილი პარიზი”. რა სხვაობაა ამორ ცნებას შორის?

 

–რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი რამ. ეს იგივეა, რომ თბილისში ყველამ მხოლოდ ნარიყალაზე იაროს ან ერეკლეს ქუჩაზე. თბილისს, ისევე როგორც პარიზს, სხვა უბნები და კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლები აქვს, რომლებიც თვალის ერთი შეხედვით, არ ჩანს. ასევეა პარიზშიც. შეიძლება „ტურისტული “ და ნამდვილი პარიზი,  სულ რაღაც,  ერთი ქუჩის დაშორებით თანაარსებობდნენ და რიგითი ტურისტისთვის უნახავი დარჩეს. ამისთვის არსებობენ გიდები.

 

- საქართველოსთან თუ გაქვთ პროფესიული კავშირი ან სხვა ქვეყნებში ხომ არაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?

 

–სხვა ქვეყნებში ამ მხრივ ძალიან კარგადაა საქმე. მე მხოლოდ საფრანგეთის ფარგლებში გიდობით შემოვიფარგლები. მიწევს გამყოლის ფუნქციის შესრულებაც, მაგრამ იშვიათად. მთლიანად საქართველოზე მაქვს გეზი აღებული. ჩემი გეგმების შესახებ მოგახსენებთ: წელს, პირველად ჩამოვიყვანე ფრანგი ტურისტები საქართველოს დასათვალიერებლად. უდიდესი დაინტერესება და ქება დაიმსახურა საქართველომ. მე გახლდით მათი გიდი და ვეცადე საუკეთესო კუთხით მეჩვენებინა სამშობლო. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს აქვს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის რესურსები, რომლის გონივრული  გამოყენება დიდ წარმატებას და ცნობადობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.  ამიტომ, მომავალ წელს ახალი ჯგუფებით ვესტუმრები საქართველოს  და ამით მსურს ჩემი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა თუ პოპულარიზაციაში ჩემი მწირი წვლილიც შევიტანო.

 

MARKETER



კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა

person access_time2017-10-21 22:23:18
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.  „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და...

54% კახი კალაძე, 16% - ზაალ უდუმაშვილი - ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

person access_time2017-10-21 23:20:38
ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16%-ით დაიკავა. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 15%-ის მხარდაჭერა...

საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

person access_time2017-10-21 18:43:31
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.   საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.   გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: - თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა...

„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...


მსგავსი სიახლეები