ქართული ბრენდი LUXURY ANIMALS - პროდუქცია, რომელიც სპეციალურად ძაღლებისთვის შეიქმნა

access_time2017-10-07 18:00:00

უკვე სამი წელიწადია, ქართულ ბაზარზე ცხოველების ტანსაცმლისა და აქსესუარის ბრენდი LUXURY ANIMALS მომხმარებელს ექსკლუზიური დიზაინის პროდუქციას სთავაზობს. 
დღეს კომპანიის დამფუძნებელი ალინა გაბდულინა უკვე გაზრდილ მოთხოვნასა და ახალ გეგმებზე საუბრობს.



ძაღლებისთვის სხვადასხვა ზომის საწოლები, ტანსაცმელები და აქსესუარები ალინას დიზაინით იქმნება. ყველა საქმეს, რაც LUXURY ANIMALS-ს ეხება, კომპანიის დამფუძნებელი თავად ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ასეთი ჩართულობა წარმატების მისაღწევად აუცილებელია, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე.



ძაღლებისათვის ახალი ბრენდის შექმნა ცხოველების სიყვარულმა გადააწყვეტინა. მაშინ როცა ალინამ თავისი საყვარელი საქმიანობა ბიზნესგეგმად აქცია, ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის კომპანია არ იყო.



„გადავწყვიტე მცირე რესურსით დიდი მიზნები დამესახა და ამ ყველაფრისთვის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმეღწია. კომპანია ჯერ კიდევ განვითარების საწყის საფეხურზეა. თუმცა მოთხოვნა ნამდვილად არის. შესაბამისად, მეც სამომავლო გეგმებზე დავფიქრდი და უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლე მექნება,“- ამბობს სტარტაპერი ალინა. მისი თქმით, ქართული ბაზარი გაჯერებულია ძირითადად ჩინეთიდან იმპორტირებული, დაბალი ხარისხის აქსესუარებითა და ტანსაცმლით, ევროპულის შეძენა კი მომხმარებელს საკმაოდ მაღალ ფასად უწევს. შესაბამისად, ქართული ალტერნატივა ძაღლის პატრონებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. „ზოო-საქონლის ბაზარმა ჩემი პროდუქტი ძალიან კარგად მიიღო. თბილისის ზოო-მაღაზიების უმრავლესობა, როგორ წესი, მომხმარებელს ერთფეროვან, საკმაოდ დაბალი ხარისხის ტანსაცმელსა თუ სხვა აქსესუარს სთავაზობს. ამიტომ ბაზრის შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტე გამეკეთებინა საკუთარი ბრენდი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ექსკლუზიური დიზაინითა და მაღალი ხარისხით. სამი წელია ამ მიმართულებით მივდივარ და გზიდან გადახვევას არც მომავალში ვაპირებ.“-ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.


 

 

 

bpn

 

პატრონებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. „ზოო-საქონლის ბაზარმა ჩემი პროდუქტი ძალიან კარგად მიიღო. თბილისის ზოო-მაღაზიების უმრავლესობა, როგორ წესი, მომხმარებელს ერთფეროვან, საკმაოდ დაბალი ხარისხის ტანსაცმელსა თუ სხვა აქსესუარს სთავაზობს. ამიტომ ბაზრის შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტე გამეკეთებინა საკუთარი ბრენდი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ექსკლუზიური დიზაინითა და მაღალი ხარისხით. სამი წელია ამ მიმართულებით მივდივარ და გზიდან გადახვევას არც მომავალში ვაპირებ.“-ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.


ძაღლის ტანსაცმელებზე მოთხოვნა განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იზრდება. როგორც ალინა ამბობს, სხვადასხვა ზომის, დიზაინისა და ქსოვილისგან შექმნილი ქურთუკები, კომბინიზონები და ჟაკეტები მომხარებლებს განსაკუთრებით ხელმისაწვდომი ფასისა და შესაბამისი ხარისხის გამო მოსწონთ.


bpn
 
ალინა გაბდულინას განმარტებით, საწოლები ნატურალური ქსოვილისგან იკერება და არ აღიზიანებს ძაღლის კანს. რაც შეეხება ფასებს, ღირებულება დამოკიდებულია საწოლის ზომაზე და საშულაოდ, 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. 30-40 ლარის ფარგლებში კი ძაღლისთვის შესაფერისი ტანსაცმლის შეძენააა შესაძლებელი.
 

LUXURY ANIMALS ცოტა ხნის წინ საბერძნეთში გამართულ ძაღლების გამოფენაზე იყო წარდგენილი, საიდანაც კომპანიამ საბითუმო შეკვეთებისც მიიღო. 


რამდენიმე თვეში LUXURY ANIMALS ახალი ფართის დაქირავებას, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდასა და უფრო მეტი პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. ამისთვის კი კომპანიას ფინანსები სჭირდება. ამ მიზნით, ალინა გაბდულინა უკვე ჩაერთო „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროგრამაში. კომპანია ახლო მომავალში სტარტაპ სესხით სარგებლობასაც აპირებს.
 
 
 
ბიზნესპრესნიუსი



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები