Forbes - საქართველოს წარმატებული ტურისტული სტრატეგია

access_time2017-10-05 08:30:00

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Forbes საქართველოში ტურიზმის სტრატეგიას წარმატებულად აფასებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

საქართველოში ტურიზმს სულ უფრო სერიოზულად ეკიდებიან. ამის მაგალითია იასპერ ბლექი, ჰოლანდიელი ტურისტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისას 2016 წლის მე-6 მილიონე ვიზიტორი აღმოჩნდა. ჰოლანდიელი ტურისტი აეროპორტიდან მერსედესით გააცილეს, წითელ ხალიჩაზე დახვედრა მოუწყვეს და სადილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეახვედრეს. ამ კამპანიის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდიც შეიქმნა, სადაც ქართველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში, თუ რა კერძით გამასპინძლებოდნენ მე-6 მილიონე ვიზიტორს : ხინკლით თუ ჩქმერული წიწილით. -წერს ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი.

 

 

Forbes ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ნახტომისებურად იზრდება.

 

2011 წელს საქართველოს 2.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, 2016 წელს კი ამ რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. ეს დიდი მოვლენაა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის მდებარეობს. საქართველო მოულოდნელად მოგზაურთა რადარზე გამოჩნდა. 2015 წელს საქართველომ New York Times-ის მიხედვით, 25-ე პოზიცია დაიკავა 52 ტურისტულ მიმართულებას შორის. საქართველოს მიმართულებით ევროპიდან ახალი ავიარეისები დაინიშნა. ეს ქვეყანა Conde Nast Traveler’s სიაში ღვინის ყველაზე ცხელ მიმართულებად არის აღიარებული.

 

 

Forbes ჟურნალისტის თქმით,  საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ყველა ფრონტზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, რაც ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკაში პოზიციების გამყარებას. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახალი ტურისტული სტრატეგია შექმნა, რომლის მიზანია მთელი მსოფლიოდან მაღალმხარჯველი ტურისტთა ნაკადების მოზიდვა.

 

 

საქართველო ყოველთვის იყო კულტურის, სტუმარმასპინძლობის და სითბოს სინონიმი. სტუმრებს საქართველოში ღვთისგან გამოგზავნილ საჩუქარს უწოდებენ. საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს უდიდეს ტურისტულ მიმართულებად იქცეს. ეს ქვეყანა გამოირჩევა UNESCO-ა მსოფლიო მემკვიდრეობის შესანიშნავი ძეგლებით, ალპური მთიანი სოფლებით, შუასაუკუნეების მონასტრებით და უგემრიელესი სამზარეულოთი, მაგრამ საქართველოს მსოფლიო რუკაზე დამკვიდრებას ალბათ ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ღვინის კულტურამ. ეს ტრადიცია 8 ათასი წლით თარიღდება. ბორცვებზე გაშენებული შესანიშნავი ვენახები იტალიის ტოსკანას მოგაგონებთ, საქართველო ცნობილია ასობით უნიკალური ვაზის ჯიშით. კახეთი ყველაზე გამორჩეული ღვინის რეგიონია საქართველოში, აქ ბერები ქვევრში ღვინოს ამზადებენ.

 

 

ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი სტატიაში აღწერს ქვევრს და ღვინის ფერმენტაციის წესებს, ასევე საუბრობს საზღვარგარეთ ნასწავლ ქართველებზე, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ტურისტულ სექტორში დასაქმდნენ.

 

 

ნინო ტურაშვილი რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობს, კარგი მაგალითია ახალგაზრდა, მობილური პროფესიონალის, ის საქართველოში ცოდნით და ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თეორიით დაბრუნდა.

 

 

სტატიაში მოყვანილია ნინო ტურაშვილის ციტატა:

 

საქართველოში ყოველთვის იყო სტუმარმასპინძლობის კულტურა, მაგრამ საჭიროა ადგილობრივი პატარა ბიზნესის მფლობელებმა ისწავლონ თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის სტანდარტების დაცვა და ამავდროულად შეინარჩუნონ გულუხვობა და სტუმარმასპინძლობის ქართული სული.

 

 

Forbes-ის სტატიაში მოყვანილია წარმატებული ბიზნესმაგალითები, თუ როგორ დაიწყეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა საქმიანობა ტურიზმში და მიაღწიეს კარგ შედეგს.

 

 

Forbes-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩურჩხელას, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, ასევე ერთ-ერთ უდიდეს პორტალზე Amazon-ზე იყიდება.

 

 

ახლახანს ერთ-ერთ სამოგზაურო ფორუმზე საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიაში ამბიციური მიზანი დაისახა: 2 წელიწადში აშენდეს 25 ახალი სასტუმრო, გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობთ განვითარდეს საოჯახო სასტუმროები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე ამაღლდეს ტურისტული სტანდარტები. საქართველოს მიზანია 2025 წლისთვის ტურიზმიდან $6.6 მილიარდი შევიდეს ქვეყანაში. ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველო Google-თან და სამოგზაურო პორტალებთან: Tripadvisor და Expedia თანამშრომლობს, ინოვაციური ხდება ინტერნეტ და სატელევიზო კამპანიები, მათ შორისაა ისეთი ცნობილი კამპანია, როგორიცაა მე-6 მილიონი ვიზიტორის სტუმრობა საქართველოში. რაც შეეხება იასპერ ბლექს, ის საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი კვირა საკმარისი არ იყო ამ ქვეყანაში. მან გვითხრა, რომ მოგზაურობა შეწყვიტა და საქართველოში მონაწილეობა მიიღო კონკურსში ცეკვავენ ვარსკვლავები

თბილისში პირველად ჩავლისას ბლექს დიდი ბილბორდით დახვდნენ, სადაც ეწერა ის ჩამოვიდა.  როგორც ხედავთ საქართველოში ტურიზმის სტრატეგიამ გაამართლა“ – ნათქვამია Forbes -ის სტატიაში.

 

 

 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები