„საბანკო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არაპროფილურ ბიზნესში არ უნდა ხვდებოდეს“

access_time2017-10-05 10:20:28

„როგორც კი საბანკო სექტორი არაპროფილურ საქმიანობას იწყებს, ეს მაშინვე აფერხებს ეკონომიკას. ეს არ არის ჩვენი მოგონილი“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ განაცხადა.

 

დეპუტატის განცხადებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის  ფინანსური მდგრადობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბანკების მდგრადობას. „ქართულმა ბანკებმა წლების განმავლობაში დაადასტურეს, რომ განვითარების მაღალ ხარისხზე არიან და დიდი წვლილი შეაქვთ ფინანსურ სტაბილურობაში. თუმცა ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც კი საბანკო სექტორი არაპროფილურ საქმიანობას იწყებს, ეს მაშინვე აფერხებს ეკონომიკას. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. საბანკო სფერო არის გამორჩეული, რომელსაც აქვს ბიზნესის კეთების გამორჩეული სტილი. როცა ბანკები იწყებენ არაპროფილური აქტივების ფლობას, რაც არ უნდა კეთილსინდისიერი მიზნები ჰქონდეთ, საბოლოო ჯამში მივდივართ კონკურენციის შეზღუდვასთან.

 

ერთ-ერთი მთავარი, რაც ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ანუ ფინანსური რესურსი, აკუმულირებულია სწორედ საბანკო სექტორში და შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ჰოლდინგური თუ ჯგუფების მიერ ფლობა, ქმნის არაკონკურენტუნარიანი გარემოს. ჩვენ ვითხოვთ ეროვნული ბანკისგან, რომ მათი კონტროლი იყოს ძალიან მკაცრი და არ აღმოჩნდეს ე.წ. შავი ლაქები. ჩვენ ბევრი ვისჯელეთ ახალ კანონპროექტზეც და ასეთი საერთო დასკვნა გამოვიტანეთ, რომ როდესაც ეროვნული ბანკი საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობაზე უარს ამბობს, ჩვენთვის ეს არის კანონის ნაკლი. ეს ყველაფერი თავის მოტყუებას ემსგავსება და ვფიქრობთ, რომ ამ სახით არ უნდა დარჩეს ეს კანონი, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთმა ბანკმა უკვე დააანონსა საინვესტიციო ფონდად და საბანკო ჯგუფად გაყოფა.

 

ჩვენ უნდა ვისაუბროთ რეალურ ფაქტებზე, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სად მიდის ეს შემოსავალი, როდის აისახება თითოეულ ჩვენგანზე? თუ ჩვენ არ განვავითარეთ მცირე და საშუალო ბიზნესი, ძალიან რთული იქნება მოქალაქეებმა შეიგრძნონ ეს დოვლათი. რა თქმა უნდა, იმის მიზეზი, რომ ბევრი ინვესტორი თავს იკავებს ამა თუ იმ ბიზნესში თანხის ჩადებისგან, არის ბანკების მხრიდან არაპროფილური ბიზნესების ფლობა. თუ ჩვენ გვინდა რომ კონკურენცია გაძლიერდეს, მაშინ ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ. თუკი ინვესტორი ხედავს, რომ ბანკს თავისუფლად შეუძლია არაპროფილურ ბიზნესში შესვლა და მარეგულირებელი, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვერაფერს აკეთებს, ვერ ან არ აკონტროლებს, ინვესტიციას არ ჩადებს. ეროვნულ ბანკს ამისთვის  საკმარისი რესურსი აქვს და შეუძლია უფრო ეფექტიანად მისი გამოყენება. მაგრამ თუკი საჭიროა დამატებითი ბერკეტები, ჩვენ მზად ვართ მივცეთ და ჩავდოთ ეს საკანონმდებლო ცვლილებებში, თუმცა ეს უნდა აღსრულდეს.

 

–როგორ ხედავთ ეროვნული ბანკის როლს, რა რეფორმაა საჭირო?

 

–პირველ რიგში, არაპროფილური საქმიანობის კონტროლი, მეორე ეს არის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ის ცვლილება, რომელიც ახლა არის შემოსული და რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობა არ უნდა დაეკისროს ეროვნულ ბანკს, რაც ჩვენი აზრით, არის არასწორი.

 

–ანუ თქვენ ამ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერთ?

 

–ჩვენ უკვე გვქონდა ამ საკითხზე საუბარი და იქვე დავაფიქსირეთ, რომ თუ ამ დოკუმენტში არ შევა ცვლილებები, მას მხარს არ დავუჭერთ. ადამიანებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი საბანკო სექტორში დაიწყებენ საქმიანობას, შემდეგში აკრძალული ექნებათ სხვა ბიზნესში განათავსონ საკუთარი ფინანსური რესურსი. აქ შეიძლება იყოს საუბარი, რომ დაწესდეს ზღვარი თანხაზე, მაგრამ მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, რომ საბანკო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ უნდა ხვდებოდეს არაპროფილურ ბიზნესში. ზღვარზე შეიძლება კიდევ ვიმსჯელოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რეალობას არ გავექცეთ.

 

–როგორ ფიქრობთ, ამით ხომ არ მივიღებთ რაიმე რყევებს, რადგან ბაზარზე უკვე არის რამდენიმე ბანკი ჰოლდინგის სახით წარმოდგენილი...

 

–თუ საბანკო ჯგუფს არ ექნება სამშენებლო სექტორში საქმიანობის უფლება, ეს ვერანაირად ვერ დააზიანებს ფინანსურ მდგრადობას იმ ბანკის, იმიტომ, რომ მათ აქვთ თანხების მოზიდვის სხვადასხვანაირი ხერხები.

 

– ბაზარზე გაქვთ სიტუაცია შესწავლილი, ამ პრობლემით მოგმართავენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები?

 

–დიახ, ეკონომიკის კომიტეტში თავს იყრის ძალიან ბევრი საჩივარი და მათ შორის, განხილვებზე მწვავედ დგას ეს თემაც. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა იზრდება 5%-ით, მაგრამ კიდევ უფრო მეტად როგორ შეიძლება ადამიანებმა მიიღონ კონკრეტული სარგებელი. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მშპ-ში 21%-ია, რაც არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.  

 

 

 

კომერსანტი



კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა

person access_time2017-10-21 22:23:18
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.  „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და...

54% - კახი კალაძე, 16% - ზაალ უდუმაშვილი - ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

person access_time2017-10-21 23:20:38
ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16%-ით დაიკავა. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 15%-ის მხარდაჭერა...

საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

person access_time2017-10-21 18:43:31
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.   საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.   გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: - თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა...

„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...


მსგავსი სიახლეები