მომგებიანი ინვესტიცია – საუკეთესო ბიზნეს-სკოლები Forbes-ის რეიტინგში

access_time2017-10-08 20:00:05

Forbes–მა უცხოელებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს სასწავლებლების სია გამოაქვეყნა. გამოცემამ რეიტინგის შესადგენად 2012 წლის კურსდამთავრებულთა შესახებ მონაცემები შეაგროვა, იმის დასადგენად დაუბრუნდათ თუ არა უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წელში, სტუდენტებს სწავლაში ჩადებული ინვესტიცია. რეიტინგი 2 წელიწადში ერთხელ დგება.

 

Forbes–ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 100–ზე მეტი ბიზნეს–სკოლის 17 500 –მა კურსდამთავრებულმა. საგულისხმოა, რომ რეიტინგში ვერ მოხვდა ვერც ერთი ამერიკული სასწავლებელი. რეიტინგში ძირითადად ის სასწავლებლები მოხვდნენ, სადაც უფრო მეტად უცხოელები სწავლობენ.

 

 

1. IMD – ლოზანა, შვეიცარია

 

სწავლის ღირებულება - 88 642 დოლარი

საშუალო ხელფასი  - 115 399 დოლარი

 

IMD-ს ბიზნეს სკოლას, რომელიც ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარეობს, Forbes-ის აზრით ასაუკეთესო 1-წლიანი პროგრამა MBA აქვს.  წლის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ 3 მიმართულებას - კორპორატიულ მუშაობას, მეწარმეობას და საერთაშორისო ბიზნესს. სწავლების პროცესში ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა საკონსალტინგო პროექტებში შვეიცარიაში, მუშაობენ სტარტაპებთან და საერთაშორისო კომპანიებთან. IMD-ს ბიზნეს სკოლაში სტუდენტები 44 ქვეყნიდან სწავლობენ და ყოველი მათგანი საშუალოდ ფლობს 4 ენას. სასწავლებელში ჩარიცხვის მსურველებისთვის აუცილებელია ინგლისურის გარდა კიდეც ერთი რომელიმე უცხო ენის ცოდნა.

 

 

2. Insead, ფონტენბლო, საფრანგეთი

 

სწავლის ღირებულება – 85 905 დოლარი

საშუალო ხელფასი - 102 500 დოლარი

 

Insead  კამპუსები არის საფრანგეთში, სინგაპურში და აბუ-დაბიში, რის გამოც ის მსოფლიო ბიზნეს-სკოლად ითვლება. სასწავლებლის სტუდენტთა 39% არის ევროპიდან, 30% აზიიდან, 13% - ჩრდილოეთ ამერიკიდან. ამასთან, სასწავლებელში მუშაობს 146 პედაგოგი 34 ქვეყნიდან. Insead არის რეიტინგის ყველაზე მსხვილი ბიზნეს-სკოლა, მისი კურსდამთავრებულების ნახევარი მალევე იწყებს მუშაობას მსოფლოს ყველაზე ცნობილ კონსალტინგურ სააგენტოებში.

 

 

3. IE University – მადრიდი, ესპანეთი

 

სწავლის ღირებულება - 82 279 დოლარი

საშუალო ხელფასი  - 92 279 დოლარი

 

მადრიდის ბიზნეს-სკოლა  IE-ს სპეციალიზაციაა  საერთაშორისო ბიზნესი და ის იზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. სასწავლებლის სტუდენტთა მხოლოდ 8%-ია ესპანეთის მოქალაქე. მადრიდის ბიზნეს-სკოლაში სასწალებლად ჩადიან ძირითადად ევროპიდან (25%), სამხრეთ ამერიკიდან (21%), ჩრდილოეთ ამერიკიდან - 20% და აზიიდან - 16%.

 

IE-ში სწავლის  ღირებულება არის 82 276 დოლარი წელიწადში და კურსდამთავრებულთა 89% სულ რაღაც 3 თვის შემდეგ უკვე იღებს დასაქმების შემოთავაზებებს. 2016 წელს ამ ბიზნეს-სკოლის სტუდენტებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო ისეთ გრანდებში როგორც  Microsoft, Credit Suisse, Hilti, Amazon.com და McKinsey.

 

 

4. University of Cambridge – კემბრიჯი, ინგლისი

 

სწავლის ღირებულება - 64 435 დოლარი

საშუალო ხელფასი  - 88 634 დოლარი

 

საყოველთაოდ  განთქმული ბრიტანული უნივერსიტეტი დაარსდა მე-18 საუკუნეში, ხოლო ბიზნეს-სკოლა შეიქმნა 1990 წელს. ამ სასწავლებლის ცენტრალური შენობა დედოფალმა ელისაბედ II-მ 1995 წელს გახსნა. ბიზნეს-სკოლა მდებარეობს ლონდონთან ახლოს, სილიკონის ველის მსგავს ტექნოლოგიურ ჰაბში, რომელშიც ფუნქციონირებს რამდენიმე კომპანია ელექტრონიკის და ბიოტექნოლოგიების დარგებში.

 

 

5. SDA Bocconi – მილანი, იტალია

 

სწავლის ღირებულება უცხოელებისთვის  - 57 073 დოლარი

საშუალო ხელფასი  - 84 555 დოლარი

 

SDA Bocconi  არის ერთად-ერთი იტალიური ბიზნეს-სკოლა რეიტინგში. სწავლების ერთწლიანი კურსი მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, თუმცა პირველი თვეების განმავლობაში სტუდენტებს  იტალიურსაც ასწავლიან. სტუდენტთა 46% არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამასთან, SDA Bocconi-ს  აქვს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები მსოფლიოში 30 უმაღლეს სასწავლებელთან. მილანის ბიზნეს-სკოლა გამოირჩევა იმით, რომ ის ძირითადად ორიენტირებულია Luxury-სფეროში მუსაობაზე და აქტიურად თანამშრომლობს ფუფუნების ინდუსრტიის ლიდერ-კომპანია  LVMH-თან.

 

 

6. University of London –  ლონდონი, ინგლისი

 

სწავლის ღირებულება - 93 527 დოლარი

საშუალო ხელფასი  - 108 269 დოლარი

ლონდონის ბიზნეს-სკოლის 2-წლიანი პროგრამა საუკეთესოა ევროპაში. სასწავლებელი მდებარეობს ლონდონის ცენტრში, თუმცა სტუდენტთა 90% - უცხოელია. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ 15, 18 და 21-თვიანი სწავლების პროგრამა. სასწავლებლის ყოველი მე-6 კურსდამთავრებული მუშაობს ისეთ მსხვილ კორპორაციებში, როგორც McKinsey ,  Boston Consulting Group, Amazon, Bain და Google.

 

 

7. IESE –  ბარსელონა, ესპანეთი

 

სწავლის ღირებულება - 77 900 დოლარი

საშუალო ხელფასი - 125 737 დოლარი

საერთაშორისო ბიზნეს-სკოლა IESE  მდებარეობს ბარსელონაში, თუმცა აქვს ფილიალები მადრიდში,  ნიუ-იორკში, სან-პაულოში და მიუნხენში. IESE  არის მსოფლიოში პირველი ბიზნეს-სკოლა, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს ორენოვან MBA-ს ხარისხს. უნივერსიტეტში მოქმედებს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა FINAVES, რომელიც ეხმარება სტუდენტებს ბიზნეს-იდეების რეალიზებაში.

 

 

8. CEIBS –  შანჰაი, ჩინეთი

 

სწავლის ღირებულება - 60 435

საშუალო ხელფასი -  56 838 დოლარი

 

CEIBS  1994 წელს ევროკავშირს და ჩინეთის მთავრობას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მთავარი კამპუსი შანხაიში მდებარეობს, თუმცა სასწავლებელს გააჩნია ფილიალები შენჩჟენში, პეკინსა და ციურიხში. უნივერსიტეტი ძირითადად გათვლილია უცხოელებზე, მათ შორის 88% არის აზიიდან და მხოლოდ 3% - ევროპიდან. CEIBS-ს  აქვს სწავლების 3 მიმართულება - დიპლომატია, ჯანდაცვა და სასტუმრო ინდუსტრია.

 

 

9. HEC Paris – პარიზი, საფრანგეთი

 

სწავლის ღირებულება  - 66 584 დოლარი

საშუალო ხელფასი - 120 425 დოლარი

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბიზნეს-სკოლა დაარსდა 1881 წელს, მისი ძირითადი კამპუსი მდებარეობს პარიზის ერთ-ერთი გარეუბანში და იკავებს 120 ჰექტარზე. 2012 წელს უნივერსიტეტმა აიშენა ახალი, მაღალტექნოლოგიური შენობა. სწავლება იყოფა ფუნდამენტალურ და ინდივიდუალურ ფაზებზე. პირველის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ძირითად პროგრამას და მუშაობენ კარიერულ ტრენერებთან. მეორე ფაზა გულისხმობს  ფაკულტატივებს და საერთაშორისო გაცვლას.

 

 

10. Ramon Llull University – ბარსელონა, ესპანეთი

 

სწავლის ღირებულება   - 70 028 დოლარი

საშუალო ხელფასი - 67 039 დოლარი

 

უნივერსიტეტი მდებარეობს ბარსელონაში და იზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. სასწავლებლის 4 ძირითადი მიმართულებაა ინოვაციები, სტრატეგია, მეწარმეობა და ლიდერობა. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ორენოვანი პროგრამა - ინგლისურ-ესპანური ან კატალონიურ-ინგლისური, ან მხოლოდ ინგლისურ ენა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მუშაობს „საოჯახო ბიზნეს-ლაბორატრია“, რომელიც ასწავლის სტუდენტებს  საკუთარი საოჯახო ბიზნესის დაწყებას.

 

 

forbes.ru



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...


მსგავსი სიახლეები