ირაკლი იაშვილი თბილისის მომავალ მერს მიკროავტობუსების და ტაქსების შეზღუდვას ურჩევს

access_time2017-10-04 09:00:27

რას ურჩევს ბიზნესი თბილისის მომავალ მერს? „კომერსანტი“ თემას აგრძელებს და ამჯერად ბიზნესმენ,“ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი იაშვილის რჩევას შემოგთავზებთ. ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულებას ასახელებს, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

 

იაშვილი  თბილისის მომავალ მერს ქალაქში სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებას ურჩევს. მისი თქმით, დედაქალაქში აუცილებელია აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების და კერძო ტაქსების მოძრაობა. იაშვილის განმარტებით, თბილისის მომავალმა მერმა მუშაობა ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა დაიწყოს.

 

„ცენტრალურ ქუჩებზე ამ რაოდენობის მიკროავტობუსი და კერძო ტაქსი არ უნდა დადიოდეს. ამდენი მგზავრი ან სად მიყავთ, ან საიდან მოყავთ. ეს საკითხი რომ დარეგულირდეს, თბილისში ნორმალურად გადაადგილება შესაძლებელი იქნება. დანარჩენს ყველაფერს მოევლება. ეს არის ნამდვილი კატასტროფა. არ არსებობს ევროპაში ქალაქი, სადაც მსგავსი ცნება არსებობდეს. ეს არის ჩვენი გამოგონილი, 1990-იანების გადმონაშთი, რომელმაც თავის თავი უკვე ამოწურა.“-აცხადებს იაშვილი.

 

მისი განცხადებით, დღეს თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკა აბსოლუტურად უსისტემოდაა და  კარგი იქნება, თუ თბილისის მომავალი მერი ამას დაალაგებს.

 

„მაინცდამაინც თუ საჭიროა სამარშრუტო ტაქსი, იმ მარშრუტზე უნდა იაროს, სადაც ავტობუსი არ დადის. დააკვირდით ავტობუსის ნებისმიერ გაჩერებას, 3-4 ავტობუსი და 6-7 სამარშრუტო ტაქსი ერთად არის დავმოყრილი. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად უსისტემოდაა დაპროექტებული. რაც შეეხება ტაქსებს, უნდა შემოვიდეს ლიცენზირებული კომპანია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ  ჰიბრიდულ ან ელექტრო ტაქსებზე გადავიდეთ. ეს საკითხი მისახედია, გულის აჩუყება, რომ იმ კაცმა რა ქნას, ეს თემა არ არსებობს, ამან უკვე გაიარა“ - აცხადებს იაშვილი.

              

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ასევე მოსაგვარებელია სანებართვო სისტემების გაცემის თემა და კარგი იქნება, თუ თბილისის მომავალი მერი არ საკითხით დაინტერესდება. იაშვილის განცხადებით, მერიაში მოსაგვარებელია მენეჯმენტი და ახალი მერი აუცილებლად „ერთი ფანჯრის პრინციპზე“  უნდა გადავიდეს.  

 

„ერთი და იგივე საკითხზე მერიის ერთი უწყება გაძლევს პასუხს და ნებართავს, მეორე- არა. ანუ, მოსაგვარებელია მენეჯმენტი, და აუცილებელია ოპტიმიზაცია“ - აცხადებს იაშვილი.

 

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები