თემურ ჭიჭინაძე: „საქართველოს ენერგეტიკა დღემდე კორუფციული სქემებით იმართება“

access_time2017-10-04 10:20:52

„2007 წლიდან დღემდე, ენერგეტიკის სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ ხარვეზები ვნახოთ“, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგიაზე ზედმეტად გაბერილია და კომპანიები „ენერგო პრო ჯორჯია“ და „თელასი“ საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

 

„ენერგეტიკოსი ვარ და ვიცი, რომ ტარიფების ზრდა არის აუცილებელი, მაგრამ ამ ეტაპზე ტარიფები მნიშვნელოვნად გაბერილია. საბაზისო ტარიფები, რომლებიც კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“  აქვს მინიჭებული, არასწორია. ასევე,  კომპანია „თელასს“ უნდა შეემცირებინა ტარიფი, როცა მისი საინვესტიციო პროგრამა დასრულდა, თუმცა არ შეამცირა. ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ორ კომპანიას სახელმწიფოს წინაშე გააჩნია, არ არის შესრულებული. ორივეს 100-100 მეგავატიანი ჰესი უნდა უნდა აეშენებინათ, მაგრამ არც ეს შეასრულეს. ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა არის ენერგეტიკის სამინისტროს და „სემეკის“ პრეროგატივა. როდესაც ეს ვალდებულებები გასაჯაროვებული იქნება მოთხოვნის შედეგად, დარწმუნებული ვარ, რომ ტარიფების რეგულირება შემცირებისკენ წავა“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

 

მისივე თქმით, ყველა იმ ხელშეკრულებას, რაც ენერგეტიკის სამინისტროს სხვადასხვა კომპანისთან აქვს გაფორმებული, გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რაც უნდა მოიხსნას: „2007 წლიდან დღემდე დადებული ხელშეკრულებებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ არსებული ხარვეზები ვნახოთ. ყველა ეს ხელშეკრულება, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ არის დადებული, არის წამგებიანი. აქ იგულისმება ხელშეკრულებები „თელასთან“, „ენერგო პრო ჯორჯიასთან“, „ყაზტრანს გაზთან“, „გაზპრომთან. ყველა ამ ხელშეკრულებას გრიფი უნდა მოიხსნას.“

 

კითხვაზე, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე მოსახლეობას ტარიფების შემცირებას ჰპირდებოდა, ამ ხელშეკრულებებს გადახედა თუ არა, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ გადახედვა დაიწყეს და შეწყვიტეს.

 

„დაიწყეს გადახედვა. ამისთვის სპეციალური ჯგუფებიც შექმნეს, მაგრამ შეჩერდა. ივანიშვილის დაპირება ტარიფების შემცირების შესახებ რეალური იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ შემცირების ნაცვლად, გააძვირეს.“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა.

 

მისივე თქმით, ენერგეტიკის სამინისტროში ისევ წინა მთავრობის კადრები არიან, რომლებიც ძველი სქემით მუშაობენ, რის გამოც ტარიფები შემცირების ნაცვლად, იზრდება.  

 

„გაზის ტარიფი რეგიონში ყველაზე ძვირია. ქვეყანა გაზს საზღვარზე რამდენად ყიდულობს, ესეც არ ვიცით, რადგან საიდუმლოა. ვიცით მხოლოდ ის, რომ საკმაოდ სერიოზული კორუფციული სქემებია. არსებობს საშუამავლო კომპანიები, რომელთა საშუალებითაც ხდება ტარიფის მატება. ამ სფეროში დიდი განუკითხაობაა. ეს სქემა წინა ხელისუფლების დროს სერიოზულად მოიფიქრეს და დღემდე მუშაობს. ენერგეტიკის სამინიტორში დღესაც ის ხალხია დასაქმებული, ვინც წინა მთავრობაში იყო. ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. მათ აწყობილ მექანიზმს ვინმე რომ შეეხოს, ბუნებრივია, არ უნდათ“, - განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.

 

 

კომერსანტი

 



კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა

person access_time2017-10-21 22:23:18
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.  „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და...

54% კახი კალაძე, 15% ზაალ უდუმაშვილი, 14% ალეკო ელისაშვილი - ედისონ რისერჩის ეგზიტპოლები ცნობილია

person access_time2017-10-21 20:05:38
ედისონ რისერჩის ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება.   უკვე არსებული მონაცემებით პირველ ადგილზეა 54%-ით ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% ნაციონალური მოძრაობის დედაქალაქის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ...

საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

person access_time2017-10-21 18:43:31
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.   საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.   გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: - თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა...

„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...


მსგავსი სიახლეები