დიზაინერი ლაშა ჯოხაძე - „სახელმწიფომ საზღვარგარეთ ჩვენი ნაწარმის პოპულარიზაცია უნდა მოახდინოს“

access_time2017-10-08 14:00:17

„პროფესიონალი კადრების პოვნა ჩვენ სფეროში ძალიან რთულია. არ არსებობს პროფესიული სასწავლებები, სადაც კერვას და კონსტრუირებას ასწავლიან.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ განაცხადა.

 

დიზაინერი, რომელიც ქალის ხაზს ქმნის, ძირითადად მინიმალისტური სახის სილუეტებს იყენებს და თვლის, რომ სხვებისგან სწორედ ეს გამოარჩევს. მისი სამკერვალო და მაღაზია განახლებულ აღმაშენებელზე #38-ში მდებარეობს და როგორც ჯოხაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ეს ადგილი მეტად დატვირთულია, როგორც ტურისტების, ისე ქართველი მომხმარებლების თვალსაზრისით. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიაში გაყიდვებმა თითქმის 80%-ით მოიმატა.

 

„კომპანია 2014 წელს დავაფუძნე. თავდაპირველად ატელიე და მაღაზია ლესელიძის ქუჩაზე მქონდა. ვიდრე ბაზარზე შემოვიდოდი, ძალიან ბევრი დეტალი გავთვალე, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი მოქალაქეების ჩაცმის სტილს ვაქცევდი. პირველი წარმატება მაისურების ხაზმა მომიტანა, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

 

მოდის სფეროს ბიზნესში საკუთარი ინვესტიციით შემოვედი და ის მინიმალურ თანხას შეადგენდა“, - აღნიშნა ჯოხაძემ.

 

დიზაინერის თქმით, ის პროდუქციას 2018 წელს ექსპორტზე გაიტანს. ჯოხაძე გაყიდვების პროცენტული მაჩვენებლის ზრდაზეც საუბრობს.

 

„მომავალ წელს სამოსს ექსპორტზე ამერიკაში და ევროპაში გავიტან. სახელმწიფომ საზღვარგარეთ ჩვენი ნაწარმის პოპულარიზაცია უნდა მოახდინოს.

 

ჩემი ბიზნესი ვითარდება და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 80%-ით მოიმატა გაყიდვებმა. ამის გარანტი ხარისხიანი, ინდივიდუალური პროდუქციის შექმნა და მომხმარებელთან კარგი დამოკიდებულებაა. სწორედ ამით ვუწევ ბაზარზე არსებულ სხვა ბრენდებს კონკურენციას“, - განმარტა ჯოხაძემ.

 

საუბრის ბოლოს დიზაინერმა ქვეყანაში პროფესიონალი კადრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პროფესიონალი კადრების მოძიება ჩვენ სფეროში ძალიან რთულია. არ არსებობს პროფესიული სასწავლებები, სადაც კერვას და კონსტრუირებას შეასწავლიან. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ასევე უნდა იყოს სამკერვალო და ტექსტილის ფაბრიკები, ჩვენ არ უნდა გვიწევდეს უცხოეთიდან ქსოვილების შემოტანა და უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ აქ შევიძინოთ, თუნდაც რაღაც ნაწილი“.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები