აკაკი ჩარგეიშვილი: ეროვნული ბანკი უნდა დაისაჯოს

access_time2017-09-28 14:00:26

ეროვნული ბანკი  მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ  კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. იმ პირობებში, როდესაც კორპორაციული ობლიგაციების გამოშვება 2014 წლიდან დაიწყო და ქვეყანაში არის კომპანიები, რომლებმაც მსგავსი სახის ფასიანი ქაღალდები უკვე გამოუშვეს, ასეთი განცხადება სპეციალისტებში სერიოზულ კრიტიკას იწვევს.

 

დღეს კორპორაციული ობლიგაციები გამოშვებული აქვს  „m², სს „ნიკორა“ , „სილქნეტი“ და ასე შემდეგ.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, ვისი პასუხისმგებლობის ქვეშაა და რა გარანტიით ყიდულობს ადამიანი კონკრეტული კომპანიის ობლიგაციებს და რამდენად დაცულია მომხმარებელი?

 

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ განვითარდეს, ამაზე კი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს რეაგირება უნდა ჰქონოდა.

 

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ორი უზუსტობა იყო.  პირველი – როდესაც ეროვნული ბანკი საუბრობს  იმაზე, რომ კორპორატიული ობლიგაციები სახელმწიფოს  მიერ არ არის გამყარებული და მეორე - რომ ეს არც ეროვნული ბანკის გარანტიით არ არის გამყარებული.

 

ჩარგეიშვილის თქმით, ასეთი განმარტება არის შეცდომაში შეყვანა, რაც ემსახურება კომერციული ბანკების ფულადი წყაროების არსებობის ინტერესებს თავისუფალ  ბაზარზე.

 

„რეალურად, საბაზრო  პირობებში, თავისუფალ ეკონომიკაში, როდესაც კერძო კომპანიების მიერ თავისუფალი საბაზრო ინტრუმენტებიდან იყენებენ რომელიმეს, იქნება ეს პრივილეგირებული აქცია თუ ობლიგაცია, ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კომპანიის  პირადი ვალდებულების ხარჯზე ხდება. არასწორია ის, როდესაც მარეგულირებელი მომხმარებელს წინასწარ ეუბნება, რომ ეს გამაგრებული არ არის არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ეს იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულმა პირებმა საერთოდ არ იყიდონ მსგავსი ობლიგაციები და რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ განვითარდეს“-აცხადებს ჩარგეიშვილი.

 

მისი თქმით, ამ განცხადების გამო ეროვნულმა ბანკმა პასუხი  უნდა აგოს. როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, დღეს საბანკო მონოპოლიას ოკუპირებული აქვს ხელისუფლება და არც საპარლამენტო კონტროლი არსებობს.

 

„განცხადებაც კი არ მოჰყოლია თუნდაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან. აღნიშნულმა კომიტეტმა პასუხი აუცილებლად უნდა მოსთხოვოს, რადგან ის არის მარეგულირებლის მაკონტროლებელი. რეაგირება არ ყოფილა არც სხვა სახელმწიფო უწყებიდან იმაზე, თუ რა უფლება ჰქონდა ეროვნულ ბანკს, როდესაც პირდაპირ მინიშნება მისცა მოსახლეობას. “-აცხადებს ჩარგეიშვილი.

 

ჩარგეიშვილის განცხადებით, ზოგადად, ფასიანი ქაღლადების ბაზარი თავისთავად რეგულირებადია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა გარანტირებულად რეგულირებული უნდა იყოს იმ ზედახმედველი ორგანოს მიერ, რომელსაც ეს კანონმდებლობით ევალება. ამ შემთხვევაში კი, ეროვნულ ბანკს.

 

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის საჭირო მოთხოვნები. მეორეს მხრივ, უნდა იყოს რეგულატორი, გამოსცემდეს მარეგულირებელ ნორმებს და ზედამხედველობას ახორციელებდეს.  ჩარგეიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი ამას არ აკეთებს.

 

„ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უნდა ეცნობინებინა, რომ ეს არის კერძო კომპანიის კორპორატიული ობლიგაციები, რეგულირდება კანონით და რისკის გაწევა წარმოადგენს რეგულირების ჩარჩოს“ - აცხადებს ჩარგეიშვილი.

  

მისი თქმით, ფასიანი ქარალდების ბაზარს რისკი მუდმივდ ახლავს.  თუმცა, ეს რისკი ჩვენთან  საკმაოდ მაღალია. ჩარგეიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი არ მოქმედებს ინსტრუმენტალურად ისე, რომ ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარდეს. როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაში მარეგულირებელი  ისეთ გაფრთხილებებს ახორცილებს, რომ ნეგატიურ კლიმატს უქმნის იმათ, ვინც მსგავსი ობლიგაციების შეძენითაა დაინტერესებული.

  

 „ეროვნულმა ბანკმა უნდა თქვას, რომ მან იზრუნა, შექმნა ინსტრუმენტები, საბაზრო პირობებიც უზრუნველყო, თავისი რეგულაციებით მოახდინა თაღლითობის მინიმიზაცია. ამას ეროვნული ბანკი არ ამბობს. ის ამბობს, რომ გამყარებული არ არის გარანტიით, რაც თავისთვად ნეგატივს ქმნის“-აცხადებს ჩარგეიშვილი.

 

კითხვაზე, რამდენად დაცულია ასეთ დროს კორპორატიული ობლიგაციების შესყიდვით დაინტერესებული პირი, ჩარგეიშვილი განმარატვს, რომ ასეთ დროს მომხმარებელს იცავს მოქმედი კანონმდებლობა. მისივე მტკიცებით, ნებისმიერი მოქმდება ბაზარზე რისკია.

 

„ზოგადად, ვინც რისკავს, ის შამპანურსაც სვამს.  ეს ცნობილი გამონათქვამია. შესაბამისად, ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც იწყება ფიზიკური პირის მიერ თუ დაინტერსებული პირების მიერ,  რისკის შემცველია. შეიძლება ადამიანმა ფული დააბანდოს და კომპანია გაკოტრდეს. ზოგადად, ეკონომიკურ ურთიერთობებს რისკი მუდმივად თან სდევს. ასევე მნიშვნელოვანია, თუ ასეთი რისკის შემთხვევაში როგორ გადაფარვას სთავაზობს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს და როგორ მინიმიზაციას უკეთებს  თავისი რეგულაციებით. ესაა მთავარი“ - აცხადებს ჩარგეიშვილი. 

 

 პირველი კორპორაციული ობლიგაციების გამოშვება 2014 წლიდან დაიწყო.

 

 P.S. კომერსანტი აგრძელებს თემაზე მუშაობას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები