გმირთა მოედანზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურებიდან ადგილს მხოლოდ “ვისოლს” შეუცვლიან

access_time2017-09-27 16:00:40

გმირთა მოედანზე გზის გაფართოების პროექტის განსახორციელებლად, ადგილმდებარეობას მხოლოდ „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურს შეუცვლიან. 

 

აქამდე საუბარი იყო, რომ პროექტის განხოციელების მიზნით, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სამ ბენზინგასამართ სადგურს - „გალფს, „ლუკოილსა“ და „ვისოლს, შესაძლოა, ადგილმდებარეობა შეცვლოდათ. თუმცა როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი კომერსანტთან საუბრისას განმარტავს, ტერიტორიაზე მხოლოდ „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მდებარეობის შეცვლა გახდება საჭირო.

 

„გმირთა მოედნის გზის გაფართოების პროექტის ფარგლებში მხოლოდ ერთ ბენზინგასამართ სადგურს შეეცვლება ადგილი - ეს იქნება „ვისოლი“. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სიტყვიერი თანხმობა უკვე მივიღეთ, რომ დემონტაჟს მოახდენენ და გარკვეული მონაკვეთით შიგნით შეიწევიან. ამის შემდგომ სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ. ადგილზე არქიტექტურული და იურიდიული საკითხებია დარჩენილი. დანარჩენი ბენზინგასამართი სადგურები ადგილზე დარჩება, რადგან ხელს არ გვიშლის“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

 

კითხვაზე, იძლევა თუ არა ტერიტორია საშუალებას, რომ ბენზინგასამართმა სადგურმა უკან გადაინაცვლოს, კუბლაშვილი გვპასუხობს, რომ მიმდებარე ტერიტორია ქალაქის მუნიციპალური ქონებაა და მონაცვლეობის გაკეთება პრობლემა არ იქნება.

 

საუბარი იყო იმაზეც, რომ იმ შემთხვევაში, თუ გზის გაფართოების მიზნით, ბენზინგასამართი სადგურების ადგილის შეცვლა მოხდებოდა, კონკრეტულ კომპანიებს შესაბამისი კომპენსაცია უნდა მისცემოდათ. „ვისოლს“, ადგილმდებარეობის შეცვლის გამო, კომპენსაციას მისცემენ თუ არა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის.

 

„კომერსანტი“ „ვისოლის“ პოზიციითაც დაინტერესდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მერიის შესაბამის სამსახურთან მხოლოდ ზოგადი სახის მოლაპარაკება ჰქონდათ, თუმცა კომპენსაციაზე და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.

 

მისივე თქმით, მერიასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე „ვისოლი“ მზადყოფნას გამოთქვამს.

 

„რამდენიმე თვის წინ მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან მოლაპარაკებები გვქონდა. თუ ინტერესს გამოთქვამენ, მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია იმაზე, რას შემოგვთავაზებენ და შესაბამისად, ორივე მხარის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.

 

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, აქამდე მხოლოდ ზოგადი საუბარი გვქონდა, რომ ადგილმონაცვლეობა მომხდარიყო და რაიმე კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა. როცა უკვე ჩამოყალიბებული წინადადებით მოგვმართავენ, ჩვენც ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ვასილ ხორავამ.

 

გმირთა მოედანზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურებისთვის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით კომერსანტი ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა. როგორც მაშინ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებდა, ქალაქის ინფრასტრუქტურული გეგმის ნაწილში რამდენიმე კვანძის მოწესრიგება შედის. გვაქვს რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლება ეს განხორციელდეს. ეს არის სააკაძის მოედანი, აჭარის მიმდებარე ტერიტორია, გმირთა მოედანი, ამ შემთხვევაში საუბარია ბენზინგასამართი სადგურების აღებაზე, უფრო სწორად კი გადატანაზე, რომლებმაც გზების გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს, – აცხადებდა ლექვინაძე.

 

ახლა კი გმირთა მოედნის გაფართოების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მიერ წარდგენილი პროგრამულ ხედვაში, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკას უკავშირდება, გმირთა მოედნის გაფართოებაც შედის. პროექტის ამსახველ ვიდეოკლიპში ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე არც ერთი ბენზინგასამართი სადგური არ ჩანს. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მერია ამ ეტაპზე მხოლოდ ვისოლის ბენზინგასამართი სადგურისთვის ადგილმონაცვლეობას განიხილავს. 

 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი



კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა

person access_time2017-10-21 22:23:18
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.  „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და...

54% კახი კალაძე, 16% - ზაალ უდუმაშვილი - ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

person access_time2017-10-21 22:23:38
ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16%-ით დაიკავა. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 15%-ის მხარდაჭერა...

საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

person access_time2017-10-21 18:43:31
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.   საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.   გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: - თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა...

„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...


მსგავსი სიახლეები