დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

access_time2017-09-23 13:00:55

მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ.



როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია ,,ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებისგან შედგებოდა როგორც პარლამენტიდან, ასევე აღმასრულებელი სტრუქტურიდან, მეორე დელეგაცია იყო საპარტნიორო ფონდის და მესამე - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის. საგანელიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც ოფიციალურ უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესწრეებთან.

საგანელიძის განცხადებით, ქართული მხარე ასევე ცდილობს, რომ ჩინელი ინვესტორები დააინტერესოს ორი დიდი პროექტით, როგორიცაა რაჭისა და წყალტუბოს განვითარების პროექტები, რასთან დაკავშირებითაც ვიზიტის ფარგლებში მათ საპარტნიორო ფონდმა სპეციალურად მომზადებული ვიდეოკლიპები აჩვენა.

,,გაწეული მუშაობის რეალური შედეგები, რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება, საპარტნიორო ფონდი, ბიზნესწრეები აწარმოებენ, საქართველოში უკვე არსებობს. ჩვენ ჩინელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე პროექტი უკვე გვაქვს დაფინანსებული, დაწყებული, თუმცა ბევრი თემაა კიდევ ისეთი, რომელიც დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ის, რომ ალბათ, კვირა არ გავა, რომელიმე მსხვილი კომპანია საქართველოს არ ესტუმროს, ის, რომ ჩვენ შანხაის ნომერ პირველ კომპანიასთან გავაფორმეთ ერთობლივი ფონდი, რომელიც საქართველოში განახორციელებს ინვესტიციებს - ეს არის ძალიან დიდი შედეგი. ასევე დიდი შედეგია ის, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ გააკეთა განაცხადი, რომ შეისყიდოს და განავითაროს დიდი წარმოება ფოთის თავისუფალ ზონაში. ის, რომ უკვე ღვინის თემაზე რამდენიმე ათეული ცენტრი შეიქმნა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე საუბარია იმაზე, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართულებით გაიზარდოს ტურისების ნაკადები. ჩინეთი არ არის ის ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილება ერთ კაბინეტში, ერთ დღეში შეიძლება მოხდეს. აქ გადაწყვეტილება მწიფდება, თანხმდება რაღაც ბიუროკრატიულ საფეხურებზე საკმაოდ ნელა, თუმცა ამას იმხელა პოტენციალი გააჩნია, რომ თუ ერთი დაიძრა, შემდეგომ ეს ძალიან დიდი მასშტაბებს აღწევს. ვფიქრობ, რომ ყოველ თვე თუ არა ყოველ სამ თვეში ერთხელ ნახავთ ახალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში სერიოზულ ინვესტიციას განახროციელებენ და ჩანს კიდეც, - განაცხადა საგანელიძემ.

კითხვაზე, რამდენად არის იმის პერსპექტივა, რომ ჩინეთი საქართველოს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდეს, დავით საგანელიძემ ეს არ გამორიცხა იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო წლებში არსებობს საქართველო- ჩინეთის თუნდაც სავაჭრო ბრუნვის კუთხით.




,,ჩინეთმა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის უკვე მესამე ადგილი დაიმკვიდრა და განვითარებით ყველას უსწრებს. შესაბამისად, მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, რომლის ბაზარი უსაზღვროა, ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს. მე ამას უფრო სხვა კუთხით შევხედავდი, ჩვენ დღეს ექსპორტ-იმპორტის სალდო უარყოფით გვაქვს, ალბათ, გათანაბრება გაგვიჭირდება, მაგრამ ექსპორტზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. საქართველოში არსებობს ბევრი ისეთი პროდუქცია, რომლითაც დღეს ჩინური მხარე ინტერესდება და შესაბამისად, ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო, - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, ჩინური მხარეც საქართველოს სახით ხედავს ქვეყანას, სადაც ბრწყინვალე საინვესტიციო გარემოა, ქვეყანას კორუფციის გარეშეა და ასევე აქვს შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც დიდი პროექტებისთვის ძალიან საინტერესოა. 

,,საქართველოში დროის მოკლე პერიოდში შეიძლება ტვირთების შემოტანა, ჩვენი ქვეყანა კი მართლაც კარიბჭეა ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნიდან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში გასვლა მათთვის იოლია. ამ ყველაფერს სწორი გამოყენება სჭირდება. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ნამდვილად წარმატებულია, - განაცხადა საგანელიძემ.

 

ბიზნესპრესნიუსი



აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია

აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია
person access_time2018-04-27 09:50:00
 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორისაჭარა ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 740 მილიონ  198 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდება განხორციელდა, რაც საერთო მოცულობის 9,3%–ს შეადგენს. ამ პერიოდში ინვესტიციებმა  ჯამში 7 მილიარდ 955 მილიონ 875 ათას აშშ დოლარს მიაღწია. დედაქალაქის შემდეგ აჭარას ყველაზე მაღალი მაჩვენებლები...

პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

 პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
person access_time2018-04-26 23:40:00
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე   საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა...

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
person access_time2018-04-26 20:40:56
  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის მიხედვით, ასამბლეის მოქმედი და ყოფილი წევრები აზერბაიჯანის ლობირების სანაცვლოდ დიდ თანხას იღებდნენ. სკანდალური ანგარიშის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ცეზარ ფლორინ პრედამ. ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი რეაქცია ამ ანგარიშზე. 220-გვერდიან ანგარიშში,...

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს
person access_time2018-04-26 15:00:46
მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, კომერსანტმა შარაბიძის მოკლე კომენტარი უკვე გამოაქვეყნა.  დღეს იურიდიულმა ფირმამ „ბიზნეს ლიგალ ბიურომ” კომერსანტს  წერილობით  მიმართა და სთხოვა, საკუთარი პოზიციის უფრო ვრცლად დაფიქსირება ადვოკატ ასლანიშვილის...

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია
person access_time2018-04-27 09:00:00
„ბიზნესმენებისთვის ივანიშვილის დაბრუნება პრობლემების და სირთულეების სწრაფად გადალახვისთვის გადადგმული დადებითი ნაბიჯი იქნება“, - ასე ეხმაურება ბიზნესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მმართველ გუნდში დაბრუნდებას.   „კომერსანტთან“ საუბრისას, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთგავროვანი, პოზიტიური მოსაზრებები აქვთ. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ახალი ინიციატივებისთვის და ბიზნესში არსებული...


მსგავსი სიახლეები