გიორგი გახარია - მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში

გიორგი გახარია - მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში

access_time2017-09-23 12:08:00

უკვე დიდი ხანია, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, „TV პირველის“ ეთერში გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, აქვს თუ არა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბიზნესკავშირები რუსეთთან და არის თუ არა იგი ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი, რადგან, ამის თაობაზე პერიოდულად სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება.



„მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და ეს არის ჩემი გააზრებული, აბსოლუტურად მიზანმიმართული გადაწყვეტილება. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ბიზნესკავშირებს ან აქტივობებს ეხება ქვეყნის გარეთ: მეც მსმენია ამის შესახებ და მოგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში, ეს ერთი და მეორე - არ მაქვს არანაირი ბიზნესკავშირები და ინტერესები საქართველოში. ეს არის ფაქტი და ამ ყველაფრის გადამოწმება შესაძლებელია. რაც მთავარია, მე არ მაქვს არანაირი კომერციული შემოსავალი რომელიმე ქვეყანაში დარეგისტრირებული კომპანიებიდან. ვფიქრობ, ეს არის ამომწურავი პასუხი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მე ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, არც ფორმალური და არც არაფორმალური ბიზნესის, ეკონომიკური და თუ სხვა რაიმე სახის კავშირები რუსეთის ფედერაციასთან არ გამაჩნია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


ინტერპრესნიუსი



აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია

აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია
person access_time2018-04-27 09:50:00
 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორისაჭარა ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 740 მილიონ  198 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდება განხორციელდა, რაც საერთო მოცულობის 9,3%–ს შეადგენს. ამ პერიოდში ინვესტიციებმა  ჯამში 7 მილიარდ 955 მილიონ 875 ათას აშშ დოლარს მიაღწია. დედაქალაქის შემდეგ აჭარას ყველაზე მაღალი მაჩვენებლები...

პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

 პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
person access_time2018-04-26 23:40:00
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე   საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა...

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
person access_time2018-04-26 20:40:56
  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის მიხედვით, ასამბლეის მოქმედი და ყოფილი წევრები აზერბაიჯანის ლობირების სანაცვლოდ დიდ თანხას იღებდნენ. სკანდალური ანგარიშის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ცეზარ ფლორინ პრედამ. ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი რეაქცია ამ ანგარიშზე. 220-გვერდიან ანგარიშში,...

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს
person access_time2018-04-26 15:00:46
მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, კომერსანტმა შარაბიძის მოკლე კომენტარი უკვე გამოაქვეყნა.  დღეს იურიდიულმა ფირმამ „ბიზნეს ლიგალ ბიურომ” კომერსანტს  წერილობით  მიმართა და სთხოვა, საკუთარი პოზიციის უფრო ვრცლად დაფიქსირება ადვოკატ ასლანიშვილის...

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია
person access_time2018-04-27 09:00:00
„ბიზნესმენებისთვის ივანიშვილის დაბრუნება პრობლემების და სირთულეების სწრაფად გადალახვისთვის გადადგმული დადებითი ნაბიჯი იქნება“, - ასე ეხმაურება ბიზნესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მმართველ გუნდში დაბრუნდებას.   „კომერსანტთან“ საუბრისას, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთგავროვანი, პოზიტიური მოსაზრებები აქვთ. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ახალი ინიციატივებისთვის და ბიზნესში არსებული სირთულეების...


მსგავსი სიახლეები