მადრიდი VS ბარსელონა - რას დაკარგავს კატალონია ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლით?

access_time2017-09-24 12:00:00

კატალონიის მთავრობა საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს და კვლავ დამოუკიდებლობაზე აცხადებს პრეტენზიაც. მეტიც, მიუხედავად ოფიციალური მადრიდის მკაცრი პოზიციისა, კატალონია 1–ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგემავს. მანამდე კი, 20 სექტემბერს ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა 14 კატალონიელი მაღალჩინოსანი - მათ შორის რეგიონის ფინანსთა მინისტრი ჯოსე მარია ჟოვე. მათ უკანონი რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად - ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმების ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს, ხოლო  თვითგამორკვევის საკითხებზე რეფერენდუმები საერთოდ არაა გათვალისწინებული.

 

ასევე 20 სექტემბერს მადრიდმა დააყადაღა საწყობი, სადაც 10 მლნ. ბიულეტენი ინახებოდა. ხოლო ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კატალონიის პარლამენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. უფრო ადრე ესპანეთის ხელისუფლებამ ზედამხედველობა გაამკაცრა კატალონიის ბიუჯეტზე, რათა სახელმწიფო თანხები „არაკანონიერ მიზნებს“ არ მოხმარდეს.

 

ამის გარდა, ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიაში 3000 პოლიციელი გაგზავნა, თუმცა რეგიონულმა ხელისუფლებამ ისინი ბარსელონაში არ შეუშვა. ოფიციალური მადრიდის ქმედებების საპასუხოდ, კატალონიის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა. ყველაზე მასშტაბური - ბარსელონაში, სადაც 40 000 ადამიანი შეიკრიბა.

 

გამოკითხვების თანახმად, კატალონიელთა 80% რეფერენდუმში  მონაწილეობის მიღებას აპირებს,  თუმცა მათ შორის მხოლოდ 40%-ია ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე - იუწყება Reuters.

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინაამღდეგეა, თუმცა მისი ხისტი ქმედებები ხელს უწყობს განწყობების რადიკალიზაციას.

 

კატალონიის ხელისუფლებას დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა 2014 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ გამოკითხვის ჩატარება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო გადაწყდა. ამის ერთადერთი რეალური შედეგი იმდოინდელი კატალონიის პრეზიდენტის არტურო მასის სასამართლოს წინაშე წარდგომა იყო, 2 წლის ვადით მისთვის სახელმწიფო პოსტების დაკავების აკრძალვა და 36 000 ევროს ოდენობის ჯარიმა. ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა ბოლომდე იბრძოლოს და რეფერენდუმი ჩაატაროს, რასაც ოფიციალური მადრიდის მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი ზომები მოყვება.

 

კატალონიამ ავტონომიური სტატუსი 1979 წელს მიიღო, 2006 წელს კი მისი უფლებები გაფართოვდა. ამ დროისთვის კატალონია ესპანეთის ყველაზე მდიდარი რეგიონია. იქ ესპანეთის სამეფოს მოსახლეობის 16% ცხოვრობს, რეგიონის მშპ 223,6 მლრდ. ევროს შეადგენს  - რაც ესპანეთის მშპ-ს 20%-ია.

 

ყველაზე დიდი მოგება კატალონიის ეკონომიკისთვის მრეწველობას და ტურიზმს მოაქვს, 2016 წელს კატალონიას 18 მლნ. უცხოელი ტურისტი ეწვია - ეს კი ესპანეთში მთელი ტურისტული ნაკადის 22%-ია.

 

2016 წელს კატალონიური ექსპორტი 2015 წელთან შედარებით  2% -ით გაიზარდა და 65 მლრდ. ევრო შეადგინა. ამავე წელს რეგიონში 5 მლრდ. ევროს ინვესტიციები ჩაიდო - ეს ესპანეთში განხორციელებული ინვესტიციების 20%-ია.

 

კატალონიის მთავრობა მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში, რეგიონის შემოსავლები გაიზრდება, რადგანაც ამჟამად კატალონია წლიურად ესპანეთის ბიუჯეტში 16 მლრდ. ევროს რიცხავს - ბევრად მეტს, ვიდრე სამეფოს რომელიმე სხვა რეგიონი.

 

თუმცა, ამავე დროს, ავტონომიის საგარეო დავალიანება 75 მლრდ. ევროს შეადგენს და ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში მას ამ პრობლემასთან გამკლავება მხოლოდ საკუთარი ძალებით მოუწევს.

 

ესპანეთის ეკონომიკის მინისტრის ლუის ხურადოს თქმით, ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლა გულისხმობს კატალონიის ავტომატური გასვლას ევროკავშირიდან და ევროზონიდან.

 

„ამ შემთხვევაში კატალონიის ჰიპოტეტური ეროვნული ვალუტა იქნება ევროზე 30-50%-ით სუსტი, ხოლო რეგიონში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის 75%  დაიბეგრება მაღალი საბაჟო ტარიფებით, ანუ კატალონია დაკარგავს შეღავათებს,  რომლებიც დღეს მას გააჩნია ევროკავშირში წევრობის შედეგად“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა კატალონიელებ შეახსენა, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია დააყენოს საკითხი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, თუმცა  სხვა სახელმწიფოებისგან გამოყოფილ ქვეყნებს აქვთ ერთი შეზღუდვა - გამოყოფა უნდა მოხდეს კონსტიცუციის თანახმად.

 

კატალონია არის მდიდარი და მაღალგანვითერებული მხარე, თუმცა დამოუკიდებლობა შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს, რადგანაც მისი მაღალი ცხოვრების დონე და ეკონომიკური წარმატება ბევრადაა დამოკიდებული შეღავათებზე,  რომლებსაც ის იღებს როგორც ევროკავშირში მყოფი ესპანეთის ნაწილი. ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში, ბარსელონა დაკარგავს ყველა ამ შეღავათს და არავინ  არ იცის, როგორ აისახება ეს კატალონიაში ცხოვრების დონეზე.

 

შეძლებს თუ არა დამოუკიდებელი კატალონია ევროკავშირში შესვლას? სავარაუდოდ, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა, რადგანაც ევროკაშირში ახალი სახელმწიფოების მიღება ხდება მხოლოდ სრული კონსენსუსის პირობებში. ალბათ, არავის არ გაუკვირდება, თუ ამ გაერთიანების  ერთ-ერთი სრულფასოვანი  წევრი ქვეყანა - ესპანეთი - გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კატალონია ვერასდროს ვერ მოხვდეს ევროკავშირში.

 

 

 

 rbc.ru



საინვესტიციო „შიმშილი“ რეგიონებში - „ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს“

person access_time2017-10-24 09:00:21
საქართველოს რეგიონები კვლავ საინვესტიციო „შიმშილის“ ზღვარზეა. წლიდან წლამდე მაჩვენებელი თითქმის არ იცვლება - რეგიონებში, პატარა ქალაქებში და მითუმეტეს სოფლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მცირედით შემოდის. ლიდერი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავს, ისევ თბილისია. შესაბამისად, რეგიონებში ეკონომიკური ზრდა და განვითარება დაბალია.   სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტლის...

რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...


მსგავსი სიახლეები