„ალტერსოქსი“ – ქართული სტარტაპი საზღვრებს გარეთ – „ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს“

access_time2017-09-23 10:00:06

ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური იდეის წარმატება ქვეყნის საზღვრებს გასცდა, „ალტერსოქსი“, რომელმაც 1 წლის განმავლობაში საქართველოში 7 ფილიალი გახსნა, უკვე ამერიკისა და გერმანიის ბაზარზეც იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი „კომერსანტს“ სტარტაპებისთვის შექმნილ გარემოზე, ეკონომიკურ მდგომარებასა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.

 

 

–რა იყო „ალტერსოქსის“ შექნის მიზანი?

 

–გვინდოდა ისეთი ბიზნესის დაწყება, რომელიც იქნებოდა არასტანდარტული და მოგვივიდა იდეა, რომ ისეთი ტრაფარეტული ნივთი, როგორიც არის წინდა, გვექცია უფრო საინტერესო პროდუქტად, რომელიც გაახალისებდა ადამიანებს, მათ გარდერობს, იქნებოდა კარგი სასაჩუქრე ვარიანტი.

 

–და მიზანმა გაამართლა?

 

–კი, გაამართლა.

width=344

–რამდენად ხელმისაწვდომია „ალტერსოქსის“ წინდები საშუალო და დაბალშემოსავლიანი მომხმარებელისთვის?

 

–ჩვენი წინდები ღირს 7.5 ან 8.5 ლარი, ეს დამოკიდებულია კოლექციაზე. გვაქვს მუდმივი ფასდაკლება - სამს ან მეტს რომ ყიდულობ, თითო წინდას ერთი ლარი აკლდება, რაც წამახალისებელია მომხმარებლისთვის.

 

–ვინ არის თქვენი ძირითადი სეგმენტი?


 

–ჩვენ სეგმენტს ვყოფთ რამდენიმე ქვესეგმენტად: ერთი ძირითადი სეგმენტი არის ახალგაზრდები, ასევე საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებიც სასაჩუქრედ ყიდულობენ და უცხოეთში გასაგზავნად.  კიდევ ერთი საკმაოდ დიდი სეგმენტი არის უცხოელები, მაგალითად, ტურისტები მთელი ზაფხულის განმავლობაში დიდი რაოდენობით წინდებს ყიდულობდნენ თბილისშიც, სვანეთშიც, ყაზბეგშიც, ბათუმშიც. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ქართული თემატიკის წინდებზე.

 

–ქართულ ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია, რომელიც ფერად წინდებს ამზადებს, როგორ ფიქრობთ რითი ხართ გამორჩეული და როგორ უწევთ მათ კონკურენციას?

 

–ქართული კომპანია, რომელიც საქართველოში აწარმოებს წინდებს არის მხოლოდ ერთი, დანარჩენებს ჩინეთიდან შემოაქვთ, მაგრამ დიდი მასშტაბების არ არის. ეს ქართული კომპანიაც ძირითადად აკეთებს სადა და ერთი ფერის წინდებს, ამასთან, მხოლოდ რამდენიმე მოდელი აქვთ. ანუ პირდაპირი კონკურენტი არ არის არც პროდუქტით, არც ფასით და არც სეგმენტით. შემიძლია ვთქვა, რომ „ალტერსოქსი“ ამ მონაცემებით უკონკურენტოა ქართულ ბაზარზე.

 

–ბიზნესის კეთების თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს?

 

–ბიზნესის კეთების მხრივ ქართულ ბაზარს მთლიანობაში პოზიტიურად ვაფასებთ, უბრალოდ ძალიან პატარა ბაზარია. მოკლე პერიოდშიც შეგიძლია დიდ სეგმენტზე გასვლა და შემდეგ უკვე ამ ერთსადაიმავე სეგმენტთან გიწევს მუშაობა. თუ რა თქმა უნდა, ტურისტებზეც არ გადიხარ. ტურისტები მაინც გიზრდის ბაზარს, თუნდაც ზაფხულის განმავლობაში.

 

–ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი რა არის თქვენი საქმიანობისთვის?

 

–ახლა, როდესაც უკვე განვითარდით, გავიზარდეთ უფრო გამარტივდა რაღაცები, მაგრამ თავიდან სანამ გაგვიცნობდნენ, გვიყურებდნენ ეჭვის თვალით, იგივე სავაჭრო ცენტრებიც არ დაინტერესდნენ, არ მოინდომეს ჩვენი შეშვება, რადგან არ იცოდნენ გაამართლებდა თუ არა ჩვენი ბიზნესი,  ეს პირველ ეტაპზე ძალიან გვაფერხებდა. ახლა ეს პრობლემები აღარ არსებობს.

width=553

–რას შეცვლიდით ქართულ ეკონომიკაში, რაც თქვენი ბიზნესის კეთებას გაგიადვილებდათ?

 

–როცა სტარტაპია, როცა ქართული ბრენდია და იწყებს ნულიდან, ძალიან მალე ხდება დღგ-ს გადამხდელი, რაც ძალიან ურტყამს ასეთ ბიზნესს. ცოტათი უფრო გავზრდიდი ბრუნვის მოცულობას, საიდანაც უნდა იწყებოდეს დღგ-ს გადახდა. ეს იქნებოდა ძაალიან დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან ჩვენი მსგავსი სტარტაპებისთვის.

 

–თქვენ გეგმავდით უცხოურ ბაზრებზე გასვლას, როგორ მიდის ეს პროცესი?

 

–მცირე რაოდენობით უკვე გადის საზღვარგარეთ, ბოლო პერიოდში ნიუ იორკში გავედით, ერთ-ერთ მაღაზიაში არის ჩვენი წინდების სტენდი, გაგზავნილია რამდენიმე ათეული ნივთი და ჯერ ველოდებით შედეგებს. ასევე უახლოეს მომავალში გაგვაქვს ირანში და 200 წყვილია გაგზავნილი გერმანიაში, ბერლინში, სადაც ონლაინ-მაღაზიის საშუალებით იყიდება.

 

–„ალტერსოქსის“ გეგმებზე რომ გვითხრათ...

 

–ახლა უფრო აქტიურად დავიწყებთ მუშაობას ექსპორტზე და ვაპირებთ ამ ქვეყნების გარდაც მოვძებნოთ პარტნიორები. ამასთან ჩვენი საიტიც ნელ-ნელა ავამუშავეთ და გვინდა ტექნიკურად მივაბათ ონლაინ გაყიდვაც და საერთაშორისო მიტანის სერვისზეც ვიმუშაოთ. ეს ცოტა რთული იქნება, რადგან გზავნილების პრობლემა საქართველოში არ არის ნორმალურად აწყობილი და ეს რეალური პრობლემაა, ჩვენი საიტით გვინდა ეს პრობლემაც დავძრათ.

 

ავტორი: ნათია სოსიაშვილი



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები