Bloomberg-ი ელექტრომობილების ბუმს iPhone-ის ბაზარზე შემოსვლას ადარებს

Bloomberg-ი ელექტრომობილების ბუმს iPhone-ის ბაზარზე შემოსვლას ადარებს

access_time2017-09-22 20:00:44

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Apple-მა ახალი, ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს, რამაც მობილური ტელეფონების ინდუსტრია მთლიანად შეცვალა. სავარაუდოდ, ელექტრომობილებისა და თვითმავალი ავტომობილების განვითარება საავტომობილო ბაზარზე ასევე მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს.

 

ამის საფუძველს Tesla-სა და მისი კონკურენტების, ასევე Uber Technologies Inc.-ისა და Alphabet-ის საავტომობილო დეპარტამენტის, Waymo-ს პროგრესირება იძლევა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ წლების წინ Apple-ის გამოჩენამ Nokia-ს დაღმასვლა გამოიწვია.

 

აღნიშნული ტექნოლოგიების ზრდა შემდეგ შედეგს მოიტანს - შეიცვლება ტრანსპორტიზაციის არსებული გზები და ელემენტით დამუხტულ ავტომობილებს აღარ დასჭირდებათ საწვავის ჩასხმა, რაც ნავთობზე მოთხოვნას შეამცირებს.

 

 “ეს საკითხი უფრო მეტად რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: ელექტრომობილები სისტემურ ცვლილებებს გამოიწვევენ,“ განაცხადა ტიმ ჰარფორდმა, რომელიც ბესტსელერის ავტორია: 50 რამ, რაც თანამედროვე ეკონომიკას შეცვლის.

 

რეალურად, მართლაც ასეა: 10 წლის წინ iPhone-მა ადამიანებს ზარის განხორციელების ახალი მეთოდი არ შესთავაზა. მან შექმნა სრულიად ახალი ეკონომიკა მულტიმილიარდიანი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Angry Birds-ის შემქმნელი Rovio Entertainment Oy ან WhatsApp Inc. Apple-მა მობილურ ტელეფონებში ფუნდამენტური საკითხები შეცვალა და შედეგად, iPhone-მა და ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებმა Nokia და BlackBerry Ltd. ჩაანაცვლეს.

 


დღეს ელონ მასკის Tesla და უფრო ძველი ავტომწარმოებლები, როგორიცაა General Motors Co. აკეთებენ მაქსიმუმს, რათა ავტომობილები მომხმარებლი სურვილებს მაქსიმალურად მოარგონ. Google-ის თვითმავალი ავტომობილი Waymo ტესტირებებს კალიფორნიისა და არიზონას ქუჩებში გადის. შესაბამისად, RethinkX-ის მიხედვით, ჩვენ მივიღებთ ტრანსპორტიზაციის ახალ მოდელს, რომელიც ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

 

მოსალოდნელია, რომ 2040 წლისთვის ბაზარზე ყოველდღიურად 8 მილიონი ბარელით ნაკლები ნავთობზე იქნება მოთხოვნა. შედარებისთვის, საუდის არაბეთი ყოველდღიურად 7 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნის შემცირება ნავთობის ღირებულებაზეც მნიშვნელოვნად აისახება და მათ არგუმენტად 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის მაგალითი მოაქვთ: ამ პერიოდში ნავთობზე მოთხოვნება ყოველდღიურად 1.7 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც ნავთობის ფასის მკვეთრ ვარდნაში აისახა: 1 ბარელი ნავთობის ღირებულება $146-დან $36-მდე შემცირდა.

 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნავთობმომპოვებელი კომპანიები, როგორებიც BP და Exxon Mobil Corp. არიან, Nokia-ს მსგავს ვარდნას განიცდიან. ნავთობი ბენზინის გარდა, სხვა მიმართულებითაც გამოიყენება: ნედლი ნავთობი ქიმიურად მუშავდება და ამით სხვადასხვა პროდუქტი მიიღება.

 

მეორე მხრივ, ძალიან რთულია ვივარაუდოთ, თუ რას გამოიწვევს ბაზარზე ელექტრომობილების ბუმი. როდესაც სტივ ჯობსმა პირველი iPhone-ი წარადგინა, ძალიან ცოტა თუ ივარაუდებდა, რომ ის პრობლემას სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლებს შეუქმნიდა - მაგალითად, ფოტოაპარატების/კამერების ინდუსტრია.

 

width=651

 

width=651

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები