სოსო გალუმაშვილი:

სოსო გალუმაშვილი: "საქართველოში კომპანიებს რისკების შეფასება არ უყვართ და ელიან, როდის ჩაივლის რისკი

access_time2017-09-22 14:00:01

რისკი ეს არის გარკვეული მოვლენების ზემოქმედება კომპანიების, ორგანიზაციების სტრატეგიულ თუ საოპერაციო მოქმედებებზე. ხშირად კომპანიებში რისკების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამისთვის საჭიროა მენეჯმენტმა წინასწარ იცოდეს რისკ ფაქტორების შესახებ. გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია „ჯეპრას“ ტრანსფორმაციის მენეჯერი, ტრენერი სოსო გალუმაშვილი.

 

–რა ფაქტორები იწვევს კომპანიებში რისკებს?

 

–რისკი არ არის მარტივი პროცესი, რისკების უამრავი ფაქტორი არსებობს. წინასწარ გასათვალისწინებელი რისკის შედეგი, რისკის ალბათობა. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გაკეთებული რეესტრი ყველა იმ რისკის, რომლის ალბათობაც შეიძლება გაჩნდეს კომპანიების წინაშე. ეს კომპანია აგროვებს ამ რისკების მიმართულებებს, რათა თავიდან ააცილოს რისკები ორგანიზაციებს.
ფაქტორები, რომელიც რისკებს განაპირობებს, ის გლობალური ტრენდებია, რაც არსებობს ბაზარზე. წინა საუკუნის 70-იან წლებში სამყაროში განსხვავებულად მიმდინარეობდა მოვლენები და რისკებიც მცირე იყო. ჩვენ ვიმყოფებით არასტაბილურ, განუჭვრეტელ და რთულ გარემოში, რომელშიც ოპერირება სულ უფრო რთული ხდება, ეს პროცესი დაკავშირებულია რისკების მრავალფეროვნებასთან.

 

–რამდენად ხშირად დგებიან ქართული კომპანიები რისკების საფრთხის წინაშე?


 

–ქართული კომპანიები თითქმის ყოველ დღე დგებიან რისკის საფრთხის წინაშე. ამიტომ საჭიროა რისკების მართვის პროცესი იყოს გააზრებული, ხშირად რისკები კრიზისში გადადის. ქართული და უცხოური კომპანიები რისკების მართვის თვალსაზრისით ძალიან განსხვავდებიან. ჩვენთან რისკების შეფასება არ უყვართ და ელიან, როდის ჩაივლის რისკი, ასევე არ იციან გრძელვადიანი დაგეგმარება. სწორედ გრძელვადიანი დაგეგმარების ნაწილია რისკების თავიდან აცილების პროცესი.

 

–უნდა არსებობდეს თუ არა კომპანიებში რისკის განმსაზღვრელი ჯგუფი?

 

–ეს კომპანიაზე დამოკიდებული. შეიძლება არც არსებობდეს, მაგრამ რისკების პასპორტი კომპანიას უნდა ჰქონდეს. ხშირად რისკი კრიზისში გადადის. საერთაშორისო სტანდარტებით, იმისთვის რომ არ მოხდეს რისკის კრიზისში გადაზრდა, საჭიროა კონკრეტული რეაგირების გატარება რისკის დადგომიდან 8 საათში. აქ საუბარია საინფორმაციო რისკებზე. მენეჯმენტმა უნდა მოახდინოს სწორი სვლა, თუ რამდენად სწორად იმართება საინფორმაციო რისკი. რისკების პასპორტი მოიცავს გარკვეული რისკების ტიპოლოგიას, ყალიბდება შესაძლო რისკების რეესტრი, რაც ეხმარება კომპანიას რისკის დადგომის დროს პრობლემების მოგვარებაში და რისკის ზიანის შემცირებაში.
კომპანიებმა უნდა შეაფასონ რისკების განმეორებადობის ალბათობა, დაადგინონ რისკების წყარო, მიზეზი და საბაბი. ეს არის ის, რასაც ქვია რისკების მართვის პროცესი.

 

 

fortuna.ge



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები