„თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას“ - თემურ ჭყონიას რჩევები თბილისის მომავალ მერს

access_time2017-09-22 16:00:06

ბიზნესმენი  თემურ ჭყონია თბილისის მერობის კანდიდატებს რჩევას აძლევს. მისი განცხადებით, თბილისის ახალი  მერის  პირობებში,  თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას. ჭყონიას განცხადებით, აუცილებელია დედაქალაქში შეიქმნას ახალი სახეები, ბიზნესსუბიექტები და რაც მთავრია, აქცენტი ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ მოთხოვნილებაზე  გაკეთდეს,  რაც ახალგაზრდა თაობას გააჩნია.

 

„ძველი უნდა დაივიწყოს ყველამ და ახლის შენება უნდა დაიწყოს. ეს მთავარია. თბილისი უნდა იყოს მაჩვენებელი იმისა, თუ  როგორ ჯანსაღდება ადამიანი და როგორ შოულობს სამუშაო ადგილს. ძალიან მომწონს დევიზი  - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. თბილისი ისტორიულად იყო ცენტრი კულტურის, განათლების, გართობის, კარგი რესტორნების და ასე შემდეგ. ეს ასე უნდა გაგრძელოდეს. არ უნდა იყოს კონცენტრაცია მხოლოდ სოციალურ მიმართულებაზე, პენსიებზე, არ უნდა იყოს დაპირებებით ამომრჩევლის გადაბირება. უნდა იყოს რეალური პროექტები. დღეს თბილისში ძალიან ბევრი ტურისტია. ვფიქრობ, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.  აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თბილისი ტურისტული  ცენტრი გახდეს“-აცხადებს ჭყონია.

 

სოციალური მიმართულება და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება - ეს ის საკითხებია, რაზეც აქცენტი,  ბიზნესმენის განცხადებით, ახალმა მერმა არ უნდა გააკეთოს. ჭყონიას განცხადებით, პენსიები უნდა  გაიზარდოს შემოსავლების გაზრდით და არა მხოლოდ ბიუროკრატიის შემცირებით.

 


„მარტო ხარჯების შემცირებით არ შეიძლება ცხოვრების დონის გაზრდა. შესაძლებელია ხარჯების შემცირებით, გარკვეულ მომენტში წინ წახვიდე, თუმცა, ეს ეკონომიკის გაჯანსაღების დასაწყისი ვერ იქნება.  გამოსავალია,  სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე ბიზნესის განვითარება, რა თქმა უნდა, ხარჯების ოპტიმიზაცია და რაც შეიძლება მიმზიდველი სერვისი. ვგულისხმობ, სერვისს, კულტურას, ეკოლოგიას, ინფრასტრუქტურას, არქიტექტურას“-აცხადებს ჭყონია.

 

ბიზნესმენი ნარმანიას მერობის პერიოდსაც აფასებს და აცხადებს, რომ მისი გადმოსახედიდან ამჟამინდელმა მერმა, განსაკუთრებით,   ბოლო პერიოდში,  ძალიან სერიოზული პროექტები განახორციელა. მაგალითად, პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია და ა.შ.

 

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ასეთ რამეს - ნებისმიერი მერი ვინც მოვა, არ უნდა დაიწყოს წინამორბედის  შეფასება. ეს  მხოლოდ ხალხს შეუძლია. ახალმა მერმა უნდა გააგრძელოს რაც იყო კარგი, დაივიწყოს ცუდი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს  წარსულის ქექვა და წარსულში ცხოვრება. მთავარი შედეგიანი მომავალია“-აცხადებს ჭყონია. 

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები