„ქართული ტყავი“:  „ქართული ნედლეულის ქვეყნიდან გატანაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს“

„ქართული ტყავი“: „ქართული ნედლეულის ქვეყნიდან გატანაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს“

access_time2017-09-22 17:30:44

1995 წლის 30 ოქტომბერს ქართული ტყავის ბრენდი დაფუძნდა, რომელიც  სხვადასხვა ფერის ნატურალურ ტყავს აწარმოებს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი მფლობელი ზურაბ მჟავანაძე აცხადებს,  „ქვეყანაში ტყავის ბიზნესის განვითარება რთული არ არის, თუ მწარმოებლებს ექნებათ გარანტია, რომ იქნება სტაბილური ბაზარი და მუდმივად რისკის ქვეშ ყოფნა არ მოუწევთ.“

 

width=694 

-გვიამბეთ  ქართული ტყავის დაფუძნების ისტორიის შესახებ, რომელ წელს და ვის მიერ დაფუძნდა კომპანია?

 

-1996 წელს ბაბუამ ტყავის ქარხანა დააფუძნა, რომელსაც ქართული ტყავი უწოდა. შემდგომ ბიზნესი მამაჩემის ხელში გადავიდა და ბოლო პერიოდში მას მე ვუძღვები. ქარხანა დაახლოებით 700 მ²-ზეა აშენებული. ამჟამად კომპანიას ორი ადამიანი ვხელმძღვანელობთ და საბოლოო ჯამში, პროდუქციას სულ 6 ადამინი ვქმნით.

 

-თქვენ თქვით, რომ კომპანიაში პროდუქციას ექვსი ადამიანი ქმნის. დამეთანხმებით, რომ ეს რაოდენობა საკმაოდ ცოტაა...

 

-ექვსი ადამიანი რა თქმა უნდა, ცოტაა. ჩვენ ამჟამად რა დანადგარებიც გვაქვს ეს უნდა შეიცვალოს და ამაზე უკეთესი უნდა შემოვიტანოთ. ამ შემთხვევაში საქმე გამარტივდება. ჩვენ ახლაც საბჭოთა კავშირის დროინდელი დანადგარები გვაქვს.  საჭიროა ისეთი ტექნიკა, როგორიც იტალიასა და თურქეთში აქვთ ტყავის მწარმოებლებს.

 

-ძველი დანადგარებით მუშაობა რა თქმა უნდა, რთულია. ამ მიმართულებით თუ აპირებთ ბიზნესში სიახლის შეტანას და გარდა ამ პრობლემისა, ბიზნესის განვითარებაში კიდევ რა ფაქტორი გიშლით ხელს?

 

-ბაზარი არასტაბილურია და შორეულ გეგმას ვერ დაისახავ. სამომავლოდ დანადგარის შეძენა გვსურს. სხვა პრობლემებს რაც შეეხება, რა საშუალებითაც ტყავს ვამუშავებთ, ის თურქეთიდან შემოგვაქვს და როდესაც ქვეყანაში ლარის კურსის საკითხი პრობლემატურია, ბიზნესში უკვე არასახარბიელო მდგომარეობა იქმნება. მე რომ გავრისკო, არ მიღირს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სასაკლაოებზე დაკლული საქონელი ცუდად ტყავდება და ამით ხარისხი ფუჭდება. ჩვენ კი იძულებულები ვხდებით, ეს უხარისხო ტყავი წესიერ პროდუქტს დავამსგავსოთ.


 

 width=698

-თქვენ ტყავის დაბალ ხარისხზე და ამ ბიზნესში არსებულ რისკებზე საუბრობთ. სწორედ აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა, ქვეყანაში ტყავის ბიზნესის განვითარება რთულია?  

 

-ქვეყანაში ტყავის ბიზნესის განვითარება რთული არ არის, თუ მწარმოებლებს ექნებათ გარანტია, რომ იქნება სტაბილური ბაზარი და მუდმივად რისკის ქვეშ ყოფნა არ მოუწევთ. მე შემიძლია სესხი გამოვიტანო, მაგრამ შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ უმოკლეს დროში წარმოების ფუნქციონირება აღარ ღირდეს.

 

-საქართველოში ტყავის წარმოება ძირითადად რა სახის პრობლემებთანაა დაკავშირებული?

 

-მაგალითად, ამჟამად ორ პრობლემას ვაწყდებით. თურქებს ჩვენი პროდუქცია ქვეყნიდან იაფად გააქვთ და უკან, ასევე იაფად შემოაქვთ (პირველი ხარისხის ტყავზე ამბობენ, რომ არის მესამე ხარისხის). შემდგომ ჩვენ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ნედლეულის შოვნა. რაც შეეხება მეორე, ანუ გატყავების პრობლემას, ვთვლით, რომ დღეს ქართული ტყავი უმეტესად ამ პროცესის დროს ფუჭდება. საქონელი ხარისხიანად უნდა გატყავდეს, რათა შემდგომ ჩვენ შესაბამისი ფასის დადება შევძლოთ.

 

ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ნედლეულის გატანაზე რეგულაციებია დაწესებული, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს რეგულაცია საქართველომაც უნდა დააწესოს. 

 

ასევე პრობლემაა ისიც, რომ თურქებს ტყავი დიდი ინტენსივობით გააქვთ. ნებისმიერ დროს შესაძლოა, მე დავითხოვო ჩემი თანამშრომლები,დავხურო ჩემი საწარმო და მათ ხელში გადავიდეს ეს ყველაფერი. თუ თურქები ტყავში ჩემზე ორჯერ უფრო ძვირს გადაიხდიან, მაშინ იძულებული ვიქნები წარმოება დავხურო.

 

სწორედ ამ თემებზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან დაახლოებით სამი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, მათ ღია ვაჭრობას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა ქვეყანაში ნედლეულის ხარისხის გამოსწორება აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა ხარისხიანი პროდუქცია გავყიდოთ. ჩვენ ამ ორ საკითხში გვჭირდება დახმარება, დანარჩენს ჩვენით შევძლებთ.

 

 width=728

-როგორც მოგეხსენებათ, 1–ელ იანვრიდან ქვეყანაში მოგების გადასახადი  ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება. თქვენ თუ გამოიყენეთ ესტონური მოდელი?

 

-ესტონური მოდელი არ გამოგვიყენებია, რადგან ეს რისკებთანაა დაკავშირებული. ამ სიტუაციაში თანხას ისევ ბიზნესში ვერ ჩავაბრუნებ.

 

-საუბრის ბოლოს, გვიამბეთ სამომავლო გეგმების შესახებ...

 

-იმისათვის, რომ ჩემი ბიზნესი განვითარდეს ძალიან მჭირდება სპეციალური დანადგარი, რომელიც იტალიიდან უნდა ჩამოვიტანო. ეს ტყავის სტრუქტურას გააუმჯობესებს და გაამრავალფეროვნებს. ეს მოწყობილობა, მეორადი 18-დან 25-ათას დოლარამდე ღირს.

 

width=734

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები