2018 წლიდან ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება – რა ეღირება სადაზღვევო პოლისები

2018 წლიდან ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება – რა ეღირება სადაზღვევო პოლისები

access_time2017-09-21 16:05:00

საკუთარი ავტოტრანსპორტით მოგზაურები სადაზღვევო პაკეტის გარეშე საქართველოს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. როგორც პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას მათივე
მონაწილეობით და, რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, შესაბამისი მოთხოვნებისა და თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის აღსრულების მიზნით, იქმნება მზღვეველთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“.

 

„2018 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანა გადმოკვეთს საზღვარს, ვალდებული იქნება, რომ საზღვართან ახლოს მოქმედ სერვიც–ცენტრში შეიძინოს სადაზღვევო პოლისი. მანამდე კი პოლისების გაყიდვა ინტერნეტით დაიწყება“, – განუცხადა „კომერსანტს“ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა კოტე სულამანიძემ.  

  

კანონპროექტის მიხედვით, 1. სადაზღვევო პრემია ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების და სადაზღვევო პერიოდის მიხედვით შეადგენს:

 

ა) მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი;

 


ბ) მსუბუქი ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს
არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50 ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295 ლარი;

 


გ) ავტობუსი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი,
1 წელი – 480 ლარი;

 


დ) სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს: 15 დღე– 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1 წელი – 610 ლარი;

 



ე) მისაბმელი:15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145 ლარი;

 


ვ) სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა: 15 დღე – 25 ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი.

 


რაც შეეხება სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ: 1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის და სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანზე შეადგენს 30,000 ლარს, ხოლო სადაზღვევო ანაზღურების ჯამური ლიმიტი თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე შეადგენს 300, 000 ლარს.

 

დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის ინიცირებულ ამ და ასევე აღნიშნული სამსახურის დაფინანსების მოდელის შესახებ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და საარჩევნო მორატორიუმის შემდეგ პლენარულ სესიაზე მუხლობრივად განიხილავენ.

 

კოტე სულამანიძეს საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე კითხვაზე პასუხი მოუწია, თუ რომელ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი მოდელი; სადაზღვევო კომპანიების ერთიანი პლატფორმით; რომელი უწყება გასცემს პოლისებს და რატომ იზრდება ზედამხედველობის ბიუჯეტი კერძო ბიზნესის ხარჯზე.

 

სულამანიძის ინფორმაციით, სხვაგან პოლისებს სადაზღვევო ბროკერი ყიდის. ბევრ ქვეყანაში ექსკლუზიურად 1 სადაზღვევო კომპანიაა და მისი აზრით, საქართველოს მოდელი უფრო პროგრესულია, რადგან ცვლილებებით, პლატფორმა ყველა მზღვეველის დაფუძნებული შვილობილი კომპანია იქნება.

 

მოწინააღმდეგეებმა ეს ნოვაცია ჩამორჩენად შეაფასეს, რადგან კონკურსით შერჩეული ექსკლუზიური ლიცენზიანტის კვალიფიკაცია უფრო სანდოა და არა კოლექტიური მოდელი.

 

კოტე სულამანიძის განცხადებით, აღნიშნული ეტაპები საქართველომ გლობალური მწვანე ბარათის სივრცეში შესვლამდე უნდა გაიაროს. მწვანე ბარათი უნივერსალურია და ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.

 

კოტე სალამანიძე ცვლილებებს ექსპორტის ხელშეწყობის ჭრილში განიხილავს. თითოეული პაკეტი ქვეყანაში უცხოური ვალუტის ინექციაა. 

 

პოლისების 2018 წლის იანვრიდან გაიყიდება. ზედამხდველობის დაფინანსება კი წელს დაიწყება 0.5%-იანი განაკვეთით (ბრუტო გამომუშავებული პრემიის) და იანვრიდან 1% დაწესდება.


როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტშია აღნიშნული დაზღვევის შეძენა შესაძლებელია „ცენტრში“, მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით და ასევე ელექტრონულ–ტექნიკური გადახდის საშუალებებით.

 

 

ავტორი: კომერსანტი 

 



„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები