„საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი აღარ აქვს“ –  დაუჭერენ თუ არა მხარს დონორები ქართული კომპანიებისთვის შეღავათიანი სისტემის დანერგვას?

„საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი აღარ აქვს“ – დაუჭერენ თუ არა მხარს დონორები ქართული კომპანიებისთვის შეღავათიანი სისტემის დანერგვას?

access_time2017-09-20 09:00:14

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“  ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებაზე „კომერსანტთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული შეღავათი დონორების მიერ დაკონტრაქტებულ ტენდერებზე სავარაუდოდ, არ გავრცელდება და ის მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსებულ პროექტებს შეეხება.

 

როგორც ტრაპაიძე აცხადებს, საქართველო აღარ არის გარდამავალ ეკონომიკის მქონე ქვეყანა და სავარაუდოდ, დონორი ორგანიზაციებიც ქართულ კომპანიებისთვის შეღავათიანი სისტემის დანერგვას მხარს არ დაუჭერენ.

  

„დონორებს თავისი წესები აქვთ, თუ ამაზე მოილაპარაკებენ არ ვიცი. ადრე, დაახლოებით 1990-იან წლებში იყო ამაზე საუბარი. მაშინ ჩვენ გარდამავალ ეკონომიკაზე მყოფი ქვეყანა ვიყავით. 2004 წელს კი ეს სტატუსი მოგვეხსნა და ჩვეულებივ კონკურენციაში გადავედით. ახლა საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანის სტატუსი აღარ აქვს“-აცხადებს ტრაპაიძე.

 

მისი შეფასებით, თუ დონორებს მთავრობა ამაზე მოელაპარაკება, მაშინ საქართველოსთან ურთიერთობაში სერიოზული ცვლილება მოხდება. „კარგი იქნება, თუმცა არ მგონია. მსოფლიო ბანკი და მსგავსი ორგანიზაციები არ განიხილავენ საქართველოს დაბალ დონეზე მყოფ ქვეყნად. ესეთი რაღაც ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს. ასეთ  პრეფერეციებსაც მხოლოდ გაჭირვებულ ქვეყნებს აძლევენ. ახლა ეს რამდენად მოხდება, არ ვიცი“-აცხადებს ტრაპაიძე.

 


მისი თქმით, თუ დონორი ორგანიზაციები ამაზე წამოვიდნენ, ქართული კომპანიებისთის ეს საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება, რაც საბოლოო ჯამში, მათ ფინანსურ  და ტექნიკურ გაძლიერებას გამოიწვევს.

 

სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესება გააკრიტიკა შესყიდვების სფეროში EBRD-ის წარმომადგენელმა ელიზა ნიევიადომსკამ საქმის კურსთან  საუბარში.მისი ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესს ღია ბაზარი და ფინანსებთან ხელმისაწვდომობა სჭირდება და არა პრივილეგიები.

 


ჩემი აზრით, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშნელოვანია, რომ მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბაზარი, ვიდრე გარკვეული პროვილეგიები იყოს დაწესებული მათს სასასრგებლოდ. ჩვენი, როგორც ბანკის, მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაიზარდოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც გვაქვს, მაგალითად საქართველოში, როდესაც კონკრეტული ბიზნესები გაიზარდნენ და ახლა ჩვენ მათ რეგიონულ ბაზრებზე შესვლაში ვეხმარებით. ასე, რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ პრივილეგიების შექმნა ადგილობრივი ბიზნესისთვის, საჭიროა. ისინი თავადაც მოახერხებენ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას საკუთარი ხედვა აქვს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ერთადერთი რაც, მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, არის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და გაზრდის შესაძლებობები, ამისთვის კი საჭიროა ღია ბაზარი და არა პრივილეგიები,- განაცხადა ელიზა ნიევიადომსკამ. 



შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება - ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-მდე შეღავათით ისარგებლებენ.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია

აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია
person access_time2018-04-27 09:50:00
 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორისაჭარა ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 740 მილიონ  198 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდება განხორციელდა, რაც საერთო მოცულობის 9,3%–ს შეადგენს. ამ პერიოდში ინვესტიციებმა  ჯამში 7 მილიარდ 955 მილიონ 875 ათას აშშ დოლარს მიაღწია. დედაქალაქის შემდეგ აჭარას ყველაზე მაღალი მაჩვენებლები...

პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

 პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
person access_time2018-04-26 23:40:00
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე   საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა...

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
person access_time2018-04-26 20:40:56
  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის მიხედვით, ასამბლეის მოქმედი და ყოფილი წევრები აზერბაიჯანის ლობირების სანაცვლოდ დიდ თანხას იღებდნენ. სკანდალური ანგარიშის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ცეზარ ფლორინ პრედამ. ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი რეაქცია ამ ანგარიშზე. 220-გვერდიან ანგარიშში,...

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს
person access_time2018-04-26 15:00:46
მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, კომერსანტმა შარაბიძის მოკლე კომენტარი უკვე გამოაქვეყნა.  დღეს იურიდიულმა ფირმამ „ბიზნეს ლიგალ ბიურომ” კომერსანტს  წერილობით  მიმართა და სთხოვა, საკუთარი პოზიციის უფრო ვრცლად დაფიქსირება ადვოკატ ასლანიშვილის...

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია
person access_time2018-04-27 09:00:00
„ბიზნესმენებისთვის ივანიშვილის დაბრუნება პრობლემების და სირთულეების სწრაფად გადალახვისთვის გადადგმული დადებითი ნაბიჯი იქნება“, - ასე ეხმაურება ბიზნესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მმართველ გუნდში დაბრუნდებას.   „კომერსანტთან“ საუბრისას, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთგავროვანი, პოზიტიური მოსაზრებები აქვთ. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ახალი ინიციატივებისთვის და ბიზნესში არსებული...


მსგავსი სიახლეები