როგორი იქნება ვეფხვი და მოყმის “დაკიდული” ხიდი (ვიდეო)

access_time2017-09-19 15:15:48

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. პროგრამაში მოხვდა მარშალ გელოვანის გამზირიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალ ე.წ. დაკიდულ ხიდი, რომლის განხორციელებაზე „ქართულმა ოცნებამ 2013 წლის თებერვალში უარი განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

 

 

როგორც ცნობილია, ე.წ. დაკიდულ ხიდთან დაკავშირებით თბილისის მერიასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის დაპირისპირება 2013 წლის დასაწყისში მოხდა. თებერვალში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა. როგორც მაშინ ფონდში განმარტავდნენ, „შესაბამისი კვლევების ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით-80 მლნ ლარი) აღარ აიგება. საკითხის საფუძვლანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, ხიდის აგებას სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. - ამის შესახებ განცხადება ფონდმა 2013 წლის 18 თებერვალს გააკეთა.

 


ფონდის ამ გადაწყვეტილებას თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისელებს უგულავას პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან.

 


„ქალაქში საცობების შექმნის მოტივით ხიდის აშენებაზე უარის თქმა სასაცილოა, რადგან „ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მძიმე სატრანსპორტო კვანძია და იქ სამანქანო ხიდის აგება აუცილებელია. აღნიშნულ სამანქანო ხიდზე ვაშლიჯვრიდან მომავალი ტრასის დაერთებაც იქნება შესაძლებელი, რაც გაგარინის მონაკვეთსა და ჟვანიას მოედანს განტვირთავს, - განაცხადა მაშინ უგულავამ.

 



უგულავას საპასუხოდ კი ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შოთა მურღულიამ ასეთი განცხადება გააკეთა: „სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი და მისი ძვირი ღირებულების (პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა გახორციელებულიყო და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი გახლდათ), დიდი საექსპლუატაციო ხარჯების (5 მლნ ლარი წელიწადში) და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის საფუძველზე, აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადეს. სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ მდინარე მტკავრზე ხიდის მშენებლობა, თუ მერია წარმოადგენს პროექტის ალტერნატიულ, მოსახლეობასთან შეთანხმებულ ვარიანტს.

 


თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი ირკვევა, რომ ე.წ. დაკიდული ხიდი აუცილებლად აშენდება. როგორც 2016 წლის დეკემბერში თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან საუბრისას განაცხადა, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალი ხიდი მშენებლობასთან დაკავშირებით დონორთან აქტიური კონსულტაციები იმართება.

 


„ქალაქის სურვილია, რომ ამ ხიდის პროექტი განხორციელდეს. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და ურთიერთობა დონორთან. ამ ხიდის პროექტის განხორციელებას აპირებდა აზიის განვითარების ბანკი, ჩვენ ამჯერად მათთან კომუნიკაცია გავააქტიურეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ მოხდეს თვითონ ხიდის პროექტის კორექტირება , - განუცხადა მაშინ „კომერსანტს ლექვინაძემ.

 

 

 

 

 

კომერსანტი



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები