თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის ზღვარზე - რა გავლენას მოახდენს სატრანსპორტო ქსელზე პეკინის ქუჩის გაცალ­მხრივება

access_time2017-09-18 19:30:33

თბილისი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელსაც გადაუდებელი შუნტირება და ახალი სისხლძარღვების ჩანერგვა სჭირდება... თუ ბოლო დროს პიკის საათებში ქალაქის ქუჩებში გაგივლიათ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს უძრაობა დაუსრულებელ საცობში. ექსპერტების კვლევით, საღამოს ავტოტრანსპორტით სამსახურიდან შინ მისვლას, წინა წლებთან შედარებით, 1-2 საათზე მეტი სჭირდება, თუმცა, ამაზე საგანგაშო­ ის არის, რომ პიკის საათების გარდა, თბილისის სტრატეგიულ მაგისტრალებზე მოძრაობა უკვე დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც, ფაქტობრივად, პარალიზებულია. 



რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები? ექსპერტები ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ: 2005 წლიდან დღემდე საქართველოს ავტოპარკს ყოველწლიურად 100 000-მდე ავტომობილი ემატება და ამ ეტაპზე რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 000 000-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მანქანების რაოდენობის ზრდის პარალელურად კი აუცილებელი ინფრასტრუქტურის (ხიდები, ესტაკადები, პარკირების სისტემა) მოწესრიგებაზე არავის უფიქრია. ეს პრობლემა სავალი გზის ნაპირზე მიმდინარე მშენებლობების ბუმმა კიდევ უფრო გაამწვავა. 

 

არქიტექტორი ირაკლი მასხარაშვილი კვირის პალიტრასთან იმ ტერიტორიებს გამოყოფს, სადაც, ფაქტობრივად, სატრანსპორტო კოლაფსია: 

- თბილისის ხელმძღვანელობამ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც გენგეგმის განხილვისას სატრანსპორტო გენერალური­ სქემის შემუშავება გაურკვეველი ვადით გადასწია. არადა, სწორედ ეს დოკუმენტი უნდა ყოფილიყო დედაქალაქის განვითარების მთავარი ფაქტორი. მივიღეთ ვითარება, რომ გენგეგმაში ქალაქის კარკასზე არავინ გაამახვილა ყურადღება, მხოლოდ დეტალებზე დაიხარჯა დრო და კოლოსალური თანხები. 

მტკვრის მარცხენა და მარჯვენა­ სანაპიროები თბილისის ძირითადი მაგის­ტრალური­ არტერიაა, თუმცა, გაუაზრებელი და აბსოლუტურად უმოქმედო მმართველების წყალობით, მთავარი პრობლემა სწორედ თბილისის არსებობისთვის აუცილებელ ნაწილში გვხვდება. 

სატრანსპორტო კოლაფსისთვის არის განწირული ვაკის რაიონიც და მისი განტვირთვის ერთადერთ გზად მეტროსადგურ რუსთაველის ხაზის გაგრძელება რჩება, თუმცა, დედაქალაქის მერია ამ ვარიანტს არ განიხილავს, რადგან თურმე ძვირად ღირებული პროექტია და ამ საკითხზე ფიქრიც კი მიზანშეწონილი არ არის. ისიც არ იციან, რომ ურბანული პრობლემის გადაჭრა მრავალწლიანი პროცესია და დღესვე ახალი მეტროსადგურების მშენებლობას არავინ ითხოვს - ამისთვის ჯერ ტერიტორიების დარეზერვება უნდა მოხდეს და შემდეგ რამდენიმეწლიანი სტრატეგია გაიწეროს. 

როგორც ჩანს, ტერიტორიის დარეზერვება არ აწყობთ, რადგან შესაძლოა, ინვესტორი გამოჩნდეს და მასთან სარფიანად­ გარიგების შანსი გაუჩნდეთ. ამასობაში კი ჭავჭავაძე და მისი პარალელური აბაშიძის ქუჩა დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაუვალი ხდება. ვაკეში ცხოვრება უკვე შეუძლებელია - მშენებლობების რიცხვი კატასტროფულად მატულობს, მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, გზების გაფართოების შესაძლებლობა კი უბანს წართმეული აქვს, რადგან კორპუსებს პირდაპირ სავალ ნაწილზე აშენებენ. 

- კიდევ რომელ უბნებშია მაღალი სატრანსპორტო კოლაფსის რისკი?

- წინა ხელისუფლების არასწორი დაგეგმარების შედეგია, რომ გმირთა მოედა­ნთან სავალალო მდგომარეობაა. მაშინ ითქვა, რომ 160 მილიონი ლარი სწორედ ტრანსპორტის განსატვირთად იხარჯებოდა,­ თუმცა, კარგად ვხედავთ, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მუდმივად საცობია როგორც დიდუბიდან გმირთა მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის, ისე გმირთა მოედნიდან გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მიმართულებით. არადა, აქ მოძრაობა ცალმხრივი უნდა იყოს და ტერიტორიაზე ხიდი უნდა აშენდეს. 

სავალალო მდგომარეობაა­ ნუცუბიძის პლატოს ახალი გზის მონაკვეთზეც - მშენებლობები ზედ ტროტუარზე მიმდინარეობს და მცხოვრებთა რაოდ­ენობის გაზრდის შემდეგ გზის გაფართოებას ვერავინ მოახერხებს, ვიწრო ქუჩები კი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს; ანუ მერიამ ნებართვები ისე გასცა, სატრანსპორტო კოლაფსის რისკზე არც კი დაფიქრებულა. 

კოლაფსის ზღვარზეა გარეუბნებიც, სადაც აბსოლუტურად ქაოსურად შენდება კომერციული თუ საცხოვრებელი კომპლექსები. გლდანის რაიონში, მეტროს მიმდებარედ, ავტომობილები გადაადგილებას ლამის საათობით ვერ ახერხებენ. იგივე ვითარებაა ვაშლიჯვრის მონაკვეთზეც. 

 

- მერიაში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო კოლაფსიდან ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის­ განვითარებაა, თუმცა, რამდენად რეალურად გეჩვენებათ დედაქალაქის ვიწრო ქუჩებში თუნდაც ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილება?

- განვითარებულ ქვეყნებში მდიდრებიც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, თუმცა, ამისთვის მხოლოდ ახალი ავტობუსების შემოყვანა არ არის საკმარისი, რადგან შესაბამისი გაბარიტების ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის თბილისში გზები არ არსებობს და არც სავალი ნაწილის გაფართოების პერსპექტივაა. ერთადერთი ხსნა მიწისქვეშა ტრანსპორტია, მით უმეტეს, რომ ევროპული ქალაქები ამის შესანიშნავი მაგალითია. 

თბილისი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელსაც გადაუდებელი შუნტირება და ახალი სისხლძარღვების ჩანერგვა სჭირდება...

თუმცა, ყველა მმართველი, გააზრებული პოლიტიკის ნაცვლად, ქალაქის მიმართ ველური დამოკიდებულებით გამოირჩევა, შესაბამისად, არც ველი, რომ ახალი მერი გამონაკლისი იქნება. 

 

- რა გავლენას მოახდენს სატრანსპორტო ქსელზე პეკინის ქუჩის გაცალ­მხრივება?

- ეს გადაწყვეტილება მინიმალურ გავლენასაც ვერ მოახდენს, პირიქით, შესაძლოა, გმირთა მოედნის ტერიტორია კიდევ მეტად დაიტვირთოს და ჩიხურ ვითარებამდე მივიდეთ. ითქვა, რომ პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება, თუმცა, როდესაც ამ მცირე მონაკვეთს ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი გაივლის, რა ვითარება ხვდება მას ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე ან კოსტავას ქუჩის მიმართულებით? ხვდება ავტომობილების­ ნაკადები, რომლებისთვისაც ქუჩა სულ უფრო ვიწროვდება.

 

 

კვირის პალიტრა

 



საინვესტიციო „შიმშილი“ რეგიონებში - „ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს“

person access_time2017-10-24 09:00:21
საქართველოს რეგიონები კვლავ საინვესტიციო „შიმშილის“ ზღვარზეა. წლიდან წლამდე მაჩვენებელი თითქმის არ იცვლება - რეგიონებში, პატარა ქალაქებში და მითუმეტეს სოფლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მცირედით შემოდის. ლიდერი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავს, ისევ თბილისია. შესაბამისად, რეგიონებში ეკონომიკური ზრდა და განვითარება დაბალია.   სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტლის...

რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...


მსგავსი სიახლეები