პრემიერი ბორდოში ოფიციალურად გახსნის გამოფენას - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“

access_time2017-09-14 14:08:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 14 სექტემბერს, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin, ოფიციალურად გახსნის გამოფენას - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი".

 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბორდოში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაემგზავრა. 

 

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს ხსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია. Cité des Civilisations Du Vin 14 ათას კვადრატულ  მეტრზეა განთავსებული და დამთვალიერებელს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

 

ქართული გამოფენის ფარგლებში, „იუნესკოს" მიერ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ღვინის ცივილიზაციის ცენტრის ცენტრალურ შესასვლელში, სპეციალურად ამ გამოფენისთვის დამზადებული დიდი ზომის ქვევრი განთავსდება, რომელიც მუდმივ ექსპოზიციაში დარჩება.

 

 

გარდა ამისა, გამოფენისთვის, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს. გამოფენა ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს.

 


 

უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, არსებობს მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია და საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი ძვ.წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება;

 

 

7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, 3-წლიანი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტი, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი ხელმძღვანელობდა, დასრულდა. სამეცნიერო ჯგუფი, სამწლიანი კვლევის შედეგებს 10-11 ოქტომბერს ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, ქართული ღვინის გამოფენის ფარგლებში წარადგენს. მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა 3 წლის განმავლობაში ზედმიწევნით შეისწავლეს სხვადასხვა დროს მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის, ყურძნის უძველესი წიპწები, თიხასა და თიხის ჭურჭელზე დანალექი მჟავა, რომელიც, საბოლოოდ, ღვინო აღმოჩნდა.

 

 

ქართული გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.

 

 

ქართულ საგამოფენო სივრცეში, 3-თვიანი გამოფენის მანძილზე, მუდმივად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება - სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან. ასევე, რამდენჯერმე გაიმართა სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კულტურული და თემატური ღონისძიებები.

 

 

გამოფენას, მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში, 4 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა. მსოფლიო ღვინის დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, ქართული ღვინის გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები