„ეს არის ბოლო შესაძლებლობა“ - საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრეზიდენტი და ოპოზიცია ისევ განიხილავს

access_time2017-09-14 12:26:30

საკონსტიტუციო რეფორმაზე დღეს პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ. გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ სპექტრს უკვე მეორედ ხვდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, ფორმატი ღიაა საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც.

 

„შეთანხმების შესაძლებლობებზე ვიმსჯელებთ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია და არ მოხდეს ისე, რომ კონსტიტუცია მიღებულ იქნას მხოლოდ ერთი პარტიის გადაწყვეტილებით. ეს არის ბოლო შესაძლებლობა, ბოლო მცდელობა და ბოლო შეთავაზება მმართველი გუნდისთვის, რომ ნამდვილად არსებობს კონსენსუსის რესურსი. მთავარია ეს შესაძლებლობა იქნას გამოყენებული, რათა არ დაზარალდეს ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და არ გაჩნდეს სერიოზული კითხვები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით”, - ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

 


დღევანდელ შეხვედრაზე, საკონცსტიტუციო ცვლილებათა პროექტის კონკრეტული მუხლების დეტალურ განხილვასაც გეგმავენ.

 

საპარლამენტო უმრავლესობა კი, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას სექტემბრის ბოლოს გეგმავს, რაც ეხება ცვლილებებს, „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ახლა მხოლოდ სარედაქციო შენიშვნები იქნება გათვალისიწინებული. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გაიარა საკონსტიტუციო რეფორმის ყველა ეტაპი, რომელიც კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით იყო აუცილებელი. „ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, საშემოდგომო სესიაზე ველით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენას, სადაც კიდევ ერთი პოლიტიკური დებატი გაიმართება და შემდეგ უკვე პარლამენტში კენჭს ვუყრით ცვლილებებს, რომელიც შემუშავებულია“, -  აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები