ხანძრის ლოკალიზაციაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე ფულადი პრემიით დაჯილდოვდა

access_time2017-09-14 11:45:33

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებს შესაბამისი უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ.

 

ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში განაგრძეს. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.

 

 

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები