წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება

წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება

access_time2017-09-14 11:30:52

დღეს, წინანდლის მამული მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილს და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს მასპინძლობს. კონცერტი 18.00 საათზე დაიწყება.

 

130 მუსიკოსით დაკომპლექტებული ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, ლეგენდარული ზუბინ მეტას დირიჟორობით საქართველოს პირველად ეწვია და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატ  ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, კონცერტს მართავს.

 

კლასიკური მუსიკის საღამო წინანდლის ახლადაშენებულ ამფითეატრში გაიმართება, რომელიც 1000 მსმენელზეა გათვლილი. კონცერტის მხარდამჭერია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, თიბისი სტატუსი.

 


სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის,  რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. წინანდლის ფესტივალის დაარსება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია.  ფესტივალის ფარგლებში დაარსდება საერთაშორისო მუსიკალური აკადემიაც.

 

ფესტივალის დამფუძნებლები არიან კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ და  „ვერბიეს ფესტივალის“ დამფუძნებლები, მარტინ ენგსტრომი და ავი შოშანი (ისრაელის ფილარმონიის დირექტორი). წინანდლის ფესტივალი სწორედ ვერბიეს ფესტივალის პრინციპით მოეწყობა. მას ქართველი და უცხოელი ხელოვანებით დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური მრჩეველთა საბჭო ეყოლება. ფესტივალის გენერალური დირექტორია რეჟისორი  დავით საყვარლიძე.

 

წინადანდლის სახლ-მუზეუმი და მიმდებარე ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფის“ პატრონაჟის ქვეშ 2007 წლიდან იმყოფება და ამ დროის განმავლობაში ჭავჭავაძეების მამულს არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი სტუმრობდა. მათ შორის: გიდონ კრემერი, ელისო ვირსალაძე, ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ჯოშუა ბელი, კვინტეტი „დიდრო“, ლუკა ლუკინი,  მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რობი ლაკატოში და სხვა.

 

2019 წლიდან წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება.



„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები
person access_time2018-04-25 15:37:40
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტიანია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განაცხადა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან.მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალბიუჯეტიანებს კვლავ სჭარბობენ, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. „დაბალბიუჯეტიანი ტურისტები კვლავ...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს
person access_time2018-04-25 13:13:15
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტს“  ექსკლუზიურად თავად სულამანიძემ დაუდასტურა და განუცხადა, რომ  წასვლაზე განცხადება უკვე დაწერა, დაკავებულ თანამდებობას  კი ოფიციალურად  1 მაისიდან დატოვებს.   კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა  მან  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა და სად გააგრძელებს საქმიანობას, სულამანიძე აღნიშნავს, რომ...

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება
person access_time2018-04-25 14:15:00
ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე  დღის განმავლობაში უფასურდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 14:00 საათისთვის 2,4825 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. 24 აპრილს განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4791 ლარი შეადგინა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა...

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს
person access_time2018-04-25 11:35:00
  „ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ: ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული...

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...


მსგავსი სიახლეები