ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს შეხვდა

access_time2017-09-14 11:09:11

საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR),  ქრისტიან დანიელსონმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

 

როგორც „კომერსანტს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჭრილში.

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროკავშირისსამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელი დირექტორი თომას მაიერ-ჰარტინგი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და სხვა ოფიციალური პირები.

 

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ სტუმრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება და  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას უდევს საფუძვლად. 

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის, საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის,  ასევე, სხვადასხვა პროგრამისა და ინსტრუმენტის (Erasmus, TAIEX, TWINNING, SIGMA) მნიშვნელობას განათლების, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, საჯარო უწყებების დაძმობილების, მართვისა და მმართველობის სისტემების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ სექტორულ საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამებზე, როგორებიცაა ეკონომიკური მართვა და ანგარიშვალდებულება, განათლების სფეროში უნარების განვითარება და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა.

 

ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით (NIF) ხორციელდება ისეთ სფეროებში როგორებიცაა წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

 

შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები. აღინიშნა, რომ ევროკავშირი გეგმავს, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ლარში დაკრედიტებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და ამავე დროს, ასევე მაგალითი სხვა ანალოგიური პროექტების წამოსაწყებად.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე.  მხარეებმა  იმედი გამოთქვეს  რომ ყველა ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობა ევროკავშირთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები